რეკლამა

"გამოჩნდა პატრიოტი, რომელმაც ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში მისი ლიკვიდაცია მოახდინა" - პუტინი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაზე

"გამოჩნდა პატრიოტი, რომელმაც ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში მისი ლიკვიდაცია მოახდინა" - პუტინი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაზე
  • 459

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გან­ცხა­დე­ბით, ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბით რუ­სეთ­ში პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი The Wall Street Journal-ის კო­რეს­პონ­დენ­ტის, ევან გერშკო­ვი­ჩის გაც­ვლა შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუ აშშ-ის სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტო­ე­ბი ითა­ნამ­შრომ­ლე­ბენ.
აშშ-სა და რუ­სეთს შო­რის პა­ტიმ­რე­ბის გაც­ვლის კონ­ტექ­სტში პრე­ზი­დენ­ტმა გა­იხ­სე­ნა გერ­მა­ნი­ა­ში მსჯავ­რდე­ბუ­ლი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­მაც 2019 წელს ბერ­ლინ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, ყო­ფი­ლი ჩე­ჩე­ნი სა­ვე­ლე მე­თა­უ­რი ზე­ლიმ­ხან ხან­გოშ­ვი­ლი მოკ­ლა.
"ერთ-ერთ ქვე­ყა­ნა­ში, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მო­კავ­ში­რე ქვე­ყა­ნა­ში, ზის კაცი, რო­მელ­მაც პატ­რი­ო­ტუ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო ევ­რო­პის ერთ-ერთ დე­და­ქა­ლაქ­ში ბან­დი­ტის ლიკ­ვი­და­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა“, - აღ­ნიშ­ნა პუ­ტინ­მა ამე­რი­კელ ჟურ­ნა­ლისტ ტა­კერ კარლ­სონ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.


პუ­ტი­ნის თქმით, აღ­ნიშ­ნულ­მა მე­თა­ურ­მა ტყვედ ჩა­ვარ­დნი­ლი რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბი გზა­ზე და­აგ­დო, შემ­დეგ კი მან­ქა­ნით თა­ვებ­ზე გა­და­უ­ა­რა.
"რო­გო­რი ადა­მი­ა­ნია ეს და არის თუ არა ადა­მი­ა­ნი? მაგ­რამ გა­მოჩ­ნდა პატ­რი­ო­ტი, რო­მელ­მაც ევ­რო­პის ერთ-ერთ დე­და­ქა­ლაქ­ში მისი ლიკ­ვი­და­ცია მო­ახ­დი­ნა. თა­ვი­სი ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­ა­კე­თა თუ არა მან, ეს - სხვა სა­კი­თხია“, - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.
2021 წლის 15 დე­კემ­ბერს ბერ­ლი­ნის სა­სა­მარ­თლომ 56 წლის რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე, ვა­დიმ კრა­სი­კო­ვი ჩე­ჩე­ნი ყო­ფი­ლი სა­ვე­ლე მე­თა­უ­რის, ზე­ლიმ­ხან ხან­გოშ­ვი­ლის 2019 წელს ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო და სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა.
მოს­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ ეთან­ხმე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ხან­გოშ­ვილს ტე­რო­რის­ტი და "ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში ტე­რო­რის­ტუ­ლი ბან­დე­ბის ერთ-ერთი ყო­ფი­ლი ლი­დე­რი“ უწო­და.

მსგავსი სიახლეები