რეკლამა

რას ჰყვებოდა "მარადიული გედია" მარიტაზე და ცხოვრების მთავარ ფილმზე?

რას ჰყვებოდა "მარადიული გედია" მარიტაზე და ცხოვრების მთავარ ფილმზე?
  • 482

65 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა მსა­ხი­ო­ბი, რე­ჟი­სო­რი, სპორ­ტსმე­ნი და ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი, სოსო ჯაჭვლი­ა­ნი.
მას შეს­რუ­ლე­ბუ­ლი აქვს არა­ერ­თი კი­ნო­რო­ლი, თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა თენ­გიზ აბუ­ლა­ძის "ნატ­ვრის ხეში" გე­დი­ას როლ­მა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს როლი მისი ცხოვ­რე­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ეტა­პია.
გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს მისი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი­დან, რომ­ლებ­შიც ის "ნატ­ვრის ხის“ გა­და­ღე­ბის პე­რი­პე­ტი­ებ­სა და ლიკა ქა­ვჟა­რა­ძეს იხ­სე­ნებ­და:

  • "ისე­თი ბუმ­ბე­რა­ზი, ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბე­ბი თა­მა­შო­ბენ ამ ფილმში, რომ­ლებ­თა­ნაც ურ­თი­ერ­თო­ბა ერთ ცხოვ­რე­ბად ღირ­და"

"ფილმ "ნატ­ვრის ხის“ გა­და­ღე­ბე­ბი ბედ­ნი­ერ და ტკბილ მო­გო­ნე­ბად დამ­რჩა. ისე­თი ბუმ­ბე­რა­ზი, ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბე­ბი თა­მა­შო­ბენ ამ ფილმში, რომ­ლებ­თა­ნაც ურ­თი­ერ­თო­ბა ერთ ცხოვ­რე­ბად ღირ­და.

მოკ­ლედ, კი­ნოს­ტუ­დი­ის ფო­ი­ე­ში ვზი­ვარ, ვე­ლო­დე­ბი რო­დის წა­ვალ გა­და­ღე­ბა­ზე. მარ­თა­ლია, ერთ-ერთ ფილმში მთა­ვარ როლ­ზე ვარ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი, მაგ­რამ ჯერ ცნო­ბი­ლი არ ვარ.
უცებ, გა­ვი­ხე­დე, რე­ჟი­სო­რი რეზო ჭარ­ხა­ლაშ­ვი­ლი შე­მო­დის კარ­ში. შე­მომ­ხე­და და და­მაკ­ვირ­და. მო­მი­ახ­ლოვ­და, ხელი ჩა­მო­მარ­თვა და მკი­თხა, ვინ ხარ, აქ მუ­შა­ო­ბო? ვუ­თხა­რი, გამ­ნა­თე­ბე­ლი ვარ-მეთ­ქი. გა­და­ი­რია, ვა, ფილ­მს ვი­ღებ, რო­ლის­თვის მჭირ­დე­ბა შენ­ნა­ი­რი ახალ­გაზ­რდა და უნდა გაგ­სინ­ჯოო. მომ­კი­და ხელი, ამიყ­ვა­ნა მე­ო­რე სარ­თულ­ზე, გა­ა­ღო ოთა­ხის კარი და თენ­გიზ აბუ­ლა­ძის კა­ბი­ნეტ­ში შე­მაგ­დო.
თენ­გიზ­მა სათ­ვა­ლი­დან ამომ­ხე­და. რე­ზომ ხმა­მაღ­ლა უთხრა: ჰა, რო­გო­რი ბი­ჭია, აბა ნა­ხეო. თენ­გი­ზი უფრო კარ­გად და­მაკ­ვირ­და. ბო­ლოს მკი­თხა, რას აკე­თებ კი­ნოს­ტუ­დი­ა­შიო. მეც უკან აღარ და­ვი­ხიე და ისიც მო­ვა­ტყუე, გამ­ნა­თე­ბე­ლი ვარ-მეთ­ქი.
უფრო გამ­ჭო­ლი მზე­რით და­მაკ­ვირ­და. გვა­რი და სა­ხე­ლი გა­მომ­კი­თხა, ჩა­ი­წე­რა მო­ნა­ცე­მე­ბი. გა­ვი­ხე­დე, უცებ კარი გა­ი­ღო და გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი­დან ერთ-ერ­თმა შე­მო­ყო თავი. და­იყ­ვი­რა, სად ხარ ბიჭო, მთე­ლი ჯგუ­ფი შენ გე­ლო­დე­ბით, გა­და­ღე­ბებ­ზე გვაგ­ვი­ან­დე­ბაო.
არ და­მა­ვი­წყდე­ბა თენ­გიზ აბუ­ლა­ძის ჩა­ღი­მე­ბა, მი­თხრა, ვიცი, რომ მა­ტყუ­ებ­დი, ვი­ცო­დი, ვინც ხარ, გე­დი­ას რო­ლის­თვის მინ­და გაგ­სინ­ჯო. შენ კი­დევ ხუმ­რობ და მეც აგ­ყე­ვი ხუმ­რო­ბა­შიო.
ზოგი ასე­თი ტყუ­ი­ლის გამო გაბ­რაზ­დე­ბო­და, წარბს შეყ­რი­და. აბუ­ლა­ძე კი გე­ნი­ო­სი კაცი იყო, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ერთ რა­მედ ღირ­და. სე­რი­ო­ზუ­ლიც იყო, სა­დაც სა­ჭი­რო გახ­ლდათ და საღი იუ­მო­რიც კარ­გად ეს­მო­და. ისე აგ­ყვე­ბო­და, ამო­გიდ­გე­ბო­და მხარ­ში და ისე შე­გი­წყობ­და ხელს, ცხოვ­რე­ბა­ში წინ წა­გე­წია, რომ სა­ნაც­ვლოდ არა­ფერს ითხოვ­და“.
...
ყვე­ლას ჰგო­ნია, რომ "ნატ­ვრის ხე" იყო პირ­ვე­ლი ფილ­მი, სა­დაც მე და ლიკა ერ­თმა­ნეთს შევ­ხვდით... მა­ნამ­დე იყო მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მი - "სიყ­ვა­რუ­ლო ძალ­სა შენ­სა", რო­მე­ლიც რეზო გაბ­რი­ა­ძემ გა­და­ი­ღო. ერთ-ერთი ნო­ვე­ლა იყო - კავ­კა­სი­უ­რი რო­მან­სი და ამ ფილმში ჩვენ შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს ვთა­მა­შობ­დით... მე და ლიკა თით­ქმის ორი წე­ლი­წა­დი გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ერ­თად ვი­ყა­ვით. "კავ­კა­სი­უ­რი რო­მან­სის" გა­და­ღე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით ცხრა თვე გაგ­რძელ­და და წე­ლი­წად­ზე მეტი "ნატ­ვრის ხე"... ლიკა რაც იყო, სამ­წუ­ხა­როდ იმის მე­ა­სე­დიც არ არის გა­და­ღე­ბუ­ლი. ვერ გა­მო­ი­ყე­ნა ამ­ხე­ლა სი­ლა­მა­ზე ქარ­თულ­მა კი­ნომ! ქარ­თვე­ლებს ძა­ლი­ან ცუდი ჩვე­ვა გვაქვს, ადა­მი­ა­ნი რომ წავა ამ ქვეყ­ნი­დან, მერე მივ­ტი­რით... ჩვენ, ვინც ვიც­ნობ­დით, ლიკა ყო­ველ­თვის გვიყ­ვარ­და. გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე მთე­ლი ჯგუ­ფი მას­ზე იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან ვუფრ­თხილ­დე­ბო­დით, რად­გან ნამ­დვი­ლი ფე­რია იყო ჩვენს თვალ­წინ...

საბ­ჭო­თა მას­შტა­ბით, 8-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ტი­რა­ჟით გა­მო­დი­ო­და ჟურ­ნა­ლე­ბი, რომ­ლის გა­რე­კან­ზე ლიკა იყო. ყვე­ლას ეგო­ნა ასე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი გოგო ძა­ლი­ან ამა­ყი და მე­დი­დუ­რი იქ­ნე­ბო­და, არა­და, ყვე­ლას­თან სა­ოც­რად უბ­რა­ლო და მო­რი­დე­ბუ­ლი იყო. ცხოვ­რე­ბა­შიც ზუს­ტად ისე­თი იყო, რო­გორც მისი კი­ნოგ­მი­რი მა­რი­ტა.
- დღემ­დე ყვე­ლას ჰგო­ნია, რომ გე­დია მა­რი­ტა­ზე ცხოვ­რე­ბა­შიც იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი...
- ეს შე­კი­თხვა ად­რეც და­მის­ვეს... მა­შინ ვთქვი, რომ შე­მიყ­ვარ­და ან რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და ასე­თი ლა­მა­ზი გოგო არ შეგ­ყვა­რე­ბო­და?! თუმ­ცა მე მო­ვი­ქე­ცი ისე, რო­გორც ნამ­დვილ მა­მა­კაცს შე­ე­ფე­რე­ბო­და. ლი­კას უკვე საქმრო ჰყავ­და და მე სა­კუ­თარ თავ­ზე წარ­მო­ვიდ­გი­ნე, ჩემი სა­ცო­ლის­თვის სხვას რომ და­ე­წყო "ჩა­ლი­ჩი", რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და...

მსგავსი სიახლეები