რეკლამა

ულამაზეს თურქ მსახიობს მილიარდერი სადედამთილო იწუნებს და ქორწილის ჩაშლა უნდა - ვის მიჰყვება ცოლად ჰანდე ერჩელი?

ულამაზეს თურქ მსახიობს მილიარდერი სადედამთილო იწუნებს და ქორწილის ჩაშლა უნდა - ვის მიჰყვება ცოლად ჰანდე ერჩელი?
  • 342

ჰანდე ერჩელი თურქეთში ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და ლამაზ მსახიობად არის აღიარებული და მართლაც სასურველი სარძლოა. რამდენიმე გახმაურებული რომანის შემდეგ, უკვე სერიოზული და ოფიციალური საქმროც ჰყავს - ბიზნესმენი ჰაკან საბანჯი, რომელიც თურქეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახის წარმომადგენელია. 32 წლი საბანჯის ოჯახი ფლობს კომპანია Densa Holding-ს და მილიარდიანი ქონება აქვს.



წყვილი დიდხანს ასაიდუმლოებდა ამ რომანს, რამდენიმე თვის წინ დაიწყეს ერთობლივი ფოტოების გამოქვეყნება, ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ქორწილითვის ემზადებიან.
39-0xgsklcejh-9749454714294205688-1707282632.jpg
სავარაუდოდ, ქორწილი ზაფხულში იგეგმება, თუმცა ბევრი ღელავს, რომ იქამდე კიდევ არ შეიცვალოს რამე. საქმე ის არის, რომ თურქული პრესის ცნობით, ჰაკანის მშობლები სულაც არ არიან აღფრთოვანებული შვილის არჩევანით. ისინი არ არიან საჯარო ადამიანები, იშვიათად იძლევიან ინტერვიუებს, თუმცა ერთ-ერთ ღონისძიებაზე ბიზნესმენის დედამ და ერჩელის სადედამთილომ მაინც ვერ შეიკავა თავი. როცა მას ჰკითხეს მისი შვილის ურთიერთობებზე, გამოაცხადა, რომ ერჩელს არანაირი შანსი არ აქვს, მათი ოჯახის წევრი გახდეს. უფრო მეტიც, სულ ცოტა ხანში ცნობილი გახდა, რომ არზუ საბანჯიმ ადგილობრივ პრესას სტატიაც კი დაუკვეთა იმაზე, თითქოს ჰანდე ჰაკანს მხოლოდ ფულის გამო ხვდება!

728x455-1-ef582a3cf73ab942ef34586adb69ebc92560x1600-0x2lglxfgv-9682775097774255125-1707282849.jpg
არზუ საბანჯი სასტიკად ეწინააღმდეგება ერჩელის რძლობას

არზუ საბანჯის სამი ვაჟი ჰყავს - ქვეყნის სამი სასურველი სასიძო და ამბობენ, რომ ჩაფრენილია სამივე შვილს, რომლებზე ქორწინებაზეც ყოველი მეორე თურქი გოგონა ოცნებობს. როგორც ჩანს, მას მომავალი სარძლოებისთვის სულ სხვა კრიტერიუმები აქვს შედგენილი და ერჩელი ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს.
080-0xjtfrwdci-6653239914251782754-1707283187.jpg
არზუ საბანჯი
ერთი პერიოდი იმასაც ამბობდნენ, რომ სახლში ჰაკანს სერიოზული ბრძოლების გადახდა უწევდა და ერთხელ პირადი თვითმფრინავით სარგებლობის უფლებაც არ მისცეს, რომლითაც გოგონასთან ერთად დასასვენებლად წასვლა დაგეგმა. ის კი არა, მცირე ხანს მათი დაშორებაც მოახერხესო, თუმცა ისინი მაინც კვლავ ერთად არიან, უფრო მეტ ერთობლივ ფოტოსაც იღებენ და უკვე ქორწილიც დაგეგმეს.
390x600-1-c026727c1c38940385477-0xxfn9ja3k-5696819244503279771-1707283023.jpg
ამბობენ, რომ სადედამთილო შეეგუა ბედს, ახლა მხოლოდ იმაზე დაობენ, ქორწილი თურქეთში იყოს თუ საზღვარგარეთ. წყვილს საზღვარგარეთ სურს ცერემონია, არზუ კი სტამბოლში გეგმავს ღონისძიებას. ვნახოთ, ვინ გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში.
7-0xkjvgax2j-6804449737099605773-1707283284.jpg

ცოტა რამ ჰანდეზე

ჰანდე თურქეთის პატარა ქალაქ ბანდირმაშია დაბადებული. მამა ვაჭრობდა, დედა დიასახლისი იყო. ოჯახში კიდევ ერთი გოგონა იზრდებოდა, მისი და გამზე, რომელიც ტყუპისცალივით ჰყავდა სულ ჰანდეს და მისი საუკეთესო მეგობარია დღესაც.
თავიდანვე გამოირჩეოდა განსაკუთრებული გარეგნობით, ამიტომ სილამაზის კონკურსებში მონაწილეობდა და იმარჯვებდა კიდეც. თუმცა გარკვეული პერიოდი საკმაოდ პუტკუნა იყო და ახლა ხშირად უხსენებენ ინტერნეტსივრცეში იმდროინდელ ფოტოებს. მაშინ ჯერ კიდევ მეორეხარისხოვან როლებს ასრულებდა ფილმებში.
783-large-1700293621-1707283515.png
როგორც თავად ყვება, საკმაოდ ამბიციური იყო, ამიტომ პროვინციული ქალაქი ძალიან ეპატარავებოდა და 17 წლისა გადაბარგდა სტამბოლში, სადაც სრულიად მარტო აღმოჩნდა. თუმცა ნებისყოფა და მიზანდასახულობა დაეხმარა, არ დაკარგულიყო დიდ ქალაქში და საკუთარი ოცნებების ასასრულებლად ებრძოლა.
2014 წელს გაიბრწყინა მისმა ვარსკვლავმა, როცა "გიუნეშის ქალიშვილებში" შეასრულა ერთ-ერთი მთავარი როლი და აქედან დაიწყო მისი კარიერული აღმასვლაც.
ოჯახის წევრებთან ერთადრამდენიმე წარმატებული როლის შემდეგ ჰანდეზე ნამდვილი ნადირობა დაიწყო. ეპატიჟებოდნენ შოუებში, მასთან აფორმებდნენ მრავალმილიონიან კონტრაქტებს. როგორც ყვება, ისე პერიოდი მუხლჩაუხრელად მუშაობდა და საერტოდ არ ისვენებდა. თუმცა 2018 წელს მოულოდნელად ბევრ პროექტზე თქვა უარი - დედამისს ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. ჰანდემ ყველაფერი სცადა, რაც კი შეიძლებოდა, დაატარებდა საავადმყოფოდან საავადმყოფოში, საუკეთესო ექიმებთან, გვერდიდან არ შორდებოდა დედას და აფინანსებდა ყველა ხარჯს, თუმცა ვერ უშველა და ეს მისთვის ყველაზე დიდი ცხოვრებისეული ტრაგედია იყო.
აქტიური ცხოვრებისკენ ისევ საქმეებმა მოაბრუნა და დღეს პოპულარობის პიკშია.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, რამდენიმე ცნობილ მამაკაცთან რომანს მიაწერდნენ. მათ შორის, მსახიობ ბურაკ დენიზთან, თუმცა წყვილი მალე დაშორდა ერთმანეთს.
ხოლო პროექტში "ჩემს კარზე დააკაკუნე" ჰანდე კერემ ბურსინს შეხვდა და ამბობენ, რომ მათ შორის მალევე გაჩაღდა მგზნებარე რომანი.
9809319a4844893bd0ad1473ee268aeb-1707283583.jpg
zakony-tureckoj-krasoty-xande-erchel-iz-postuchis-v-moyu-dver-delitsya-byuti-sovetami-12-1700293770-1707283516.jpg



მსგავსი სიახლეები