რეკლამა

წინასწარი პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც გაუპატიურებაში ბრალდებული სიძე დაჭრა - დეტალები პროცესიდან

წინასწარი პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც გაუპატიურებაში ბრალდებული სიძე დაჭრა - დეტალები პროცესიდან
  • 296

გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი სი­ძის დაჭ­რის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულს 35 წლამ­დე კაცს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სიღ­ნა­ღის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში ცოტა ხნის წინ გა­მო­ცხად­და.

  • და­კა­ვე­ბუ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს. პრო­ცეს­ზე დაც­ვის მხა­რე 20 ათას ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბას ითხოვ­და იმ არ­გუ­მენ­ტით, რომ მის დაც­ვის ქვეშ მყოფს არ ჰქო­ნია სი­ძის მოკ­ვლა გან­ზრა­ხუ­ლი და მას ცივი ია­რა­ღი გან­ზრახ არ წა­უ­ღია.
უფრო მე­ტიც, ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი აღი­ა­რებს და­ნა­შა­ულს, თუმ­ცა გან­ზრახ­ვის ნა­წილს არ ეთან­ხმე­ბა, რად­გან და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ პო­ლი­ცი­ას თა­ვად ჩა­ბარ­და.
პრო­კუ­რო­რი კი პა­ტიმ­რო­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ვლად ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან ხე­ლა­ხა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის, მოწ­მე­ებ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის და მი­მალ­ვის საფრ­თხე­ებს ასა­ხე­ლებ­და, რაც გა­ით­ვა­ლის­წი­ნა მო­სა­მარ­თლემ და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

საქ­მე ეხე­ბა გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მომ­ხდარ ფაქტს, სა­დაც მა­მი­დის ქმარ­მა 14 წლის გოგო გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა და მი­ი­მა­ლა. შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით კი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ბი­ძამ, სა­გა­რე­ჯოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მყოფ სი­ძეს ცივი ია­რა­ღით მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. საქ­მე­ზე წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 12 მარტს ჩა­ი­ნიშ­ნა.

მსგავსი სიახლეები