რეკლამა

სამანტა პაუერი: ძალიან დიდი მადლობა მსურს გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის ძალისხმევითაც შესაძლებელი გახდა, ქვეყნის ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებში, სისხლში ტყვიის შემცველობის დონის ორი მესამედით შემცირება

  • 137

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის ხელმძღვანელმა სამანტა პაუერმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს რეგიონებში სისხლში ტყვიის შემცველობის დონის ორი მესამედით შემცირებისთვის გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.
შესაბამისი განცხადება მან დავოსში გააკეთა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი იმ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა, რომელზეც საკვებში ტყვიის შემცველობით გამოწვეული პრობლემები და ბავშვებისთვის რისკები განიხილებოდა. საქართველოს მთავრობის გაწეული სამუშაო ამ მიმართულებით პოზიტიურად შეფასდა
„ძალიან დიდი მადლობა მსურს გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის ძალისხმევითაც შესაძლებელი გახდა, ქვეყნის ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებში, სისხლში ტყვიის შემცველობის დონის ორი მესამედით შემცირება სულ რაღაც 5 წელიწადში, ისევე როგორც ამ პრობლემის მკურნალობა და პრევენცია. ეს არის გაზომვადი წარმატება, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა მიაღწია“, - განაცხადა პაურმა.
ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში მაღალი დონის შეხვედრებს აგრძელებს.

მსგავსი სიახლეები