რეკლამა

ასაკოვანი ქალბატონი, რომელმაც თედოს გამარჯვება პირველმა მიულოცა, სინამდვილეში მისი ბებია არ აღმოჩნდა - რას ამბობს ემოციური ფაქტის შესახებ თავად თადო ბექაური?

ასაკოვანი ქალბატონი, რომელმაც თედოს გამარჯვება პირველმა მიულოცა, სინამდვილეში მისი ბებია არ აღმოჩნდა - რას ამბობს ემოციური ფაქტის შესახებ თავად თადო ბექაური?
  • 1 781

14 იანვარს, მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-12 სეზონის ფინალი გაიმართა. გამარჯვებული, მაყურებლის გადაწყვეტილებით, მსახიობი თედო ბექაური გახდა. მას მთავარი პრიზი – ბინა ბაკურიანში ერგო.
თედოს წარმატებით გაბედნიერდა ასაკოვანი ქალბატონიც, რომელიც ფინალს ესწრებოდა და თედოს პირდაპირ მთავარ სცენაზე მიულოცა. იგი ყველამ თედო ბექაურის ბებიად მიიჩნია. სინამდვილეში კი ასე არ აღმოჩნდა. ამის შესახებ გამარჯვებულმა ambebi.ge-ს თავად უთხრა:
„ეს ქალ­ბა­ტო­ნი მე­გობ­რის მე­ზო­ბე­ლია - ჩვე­ნი მო­ნა­თე­სა­ვე გვა­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­ვარ და ფი­ნალ­ზე სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ მო­ვი­და. სამ­წუ­ხა­როდ, ბებო არ მყავს, ამ ქალ­ბა­ტო­ნის სა­ხით კი ბე­ბია ნამ­დვი­ლად შე­ვი­ძი­ნე, ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ვა­ფა­სებ. ჩემი მე­გობ­რის­თვის უთ­ქვამს, მა­ნა­ხე ბავ­შვიო და მა­ნაც ჩემ­თან წა­მო­იყ­ვა­ნა. გაც­ნო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი ბე­ბი­ო­ბას მი­წევს. ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია“.
- გა­მოჩ­ნდა ვი­ღაც ინ­კოგ­ნი­ტო ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შენს სწავ­ლას უზ­რუნ­ველ­ყოფს... ეს ნატ­ვრაც აგიხ­დე­ბა...
- კი, ასეა. მა­ნამ­დე თე­ატ­რა­ლურ კო­ლე­ჯში ვსწავ­ლობ­დი, სა­დაც დიდი გა­ნათ­ლე­ბა არ მი­მი­ღია. ეს იმის­თვის მინ­დო­და, რომ თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბა­ში დამ­ხმა­რე­ბო­და. მერე იქ გა­და­სა­ხადს ფი­ნან­სუ­რად ვე­ღარ გავ­წვდი... ახლა ცოტა ხანი აზ­რზე მო­სას­ვლე­ლად დრო მჭირ­დე­ბა, კა­ლა­პოტ­ში ჩავ­დგე­ბი და ყვე­ლა­ფერს მივ­ხე­დავ...
ყვე­ლას, ვინც გვერ­დით მედ­გა, ასე­ვე ჩემს გულ­შე­მატ­კივ­რებს დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი. ვინც ერთი ზარი ან ერთი მე­სი­ჯი გა­მო­უშ­ვა. სი­ტყვი­ე­რად გვერ­დში და­მიდ­გა, ყვე­ლას დიდი მად­ლო­ბა. მთელ სა­ქარ­თვე­ლოს ულევ სი­ხა­რულს ვუ­სურ­ვებ!

მსგავსი სიახლეები