რეკლამა

“საწყალი ბავშვი ისე გარდაიცვალა ხმაც კი ვერ ამოიღო..” – ნახეთ 6 წლის გოგონას გლოვობს მთელი ერი, ნახეთ რა გახდა ბავშვის სიკვდილის მიზეზი

“საწყალი ბავშვი ისე გარდაიცვალა ხმაც კი ვერ ამოიღო..” – ნახეთ 6 წლის გოგონას გლოვობს მთელი ერი, ნახეთ რა გახდა ბავშვის სიკვდილის მიზეზი
  • 1 321

ოკუპირებული აფხაზეთიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ორი დღის წინ გადმოყვანილი 6 წლის გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მოზარდი ბათუმში გადაიყვანეს, თუმცა გზაში მისი მდგომარეობა დამძიმდა და ჰოსპიტალში შეყვანიდან რამდენიმე საათში დაიღუპა.
ექიმების თქმით, ბავშვს პოლიორგანული უკმარისობა აღენიშნებოდა, გამოხატული იყო სუნთქვისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა.
“ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში შემოყვანილ იქნა თვითდინებით 6 წლის ბავშვი მშობლების მიერ, რომელსაც ჰქონდა ცხელების, სუნთქვის გაძნელების და ხველების რამდენიმედღიანი ანამნეზი. ბავშვი შემოყვანისას მოთავსდა გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში, გამოხატული იყო სუნთქვის მწვავე უკმარისობის მომენტები, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა, შესაბამისი პირველადი დახმარების შემდეგ ბავშვი გადაიგზავნა საგანგებო სიტუაციათა სამსახურის მიერ სპეციალიზებულ კლინიკაში – ბათუმის დედათა და ბავშვთა სახელობის ცენტრალურ ჰოსპიტალში”, – ამბობს ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკური მენეჯერი.
“სოფელ მზიურის საშუალო სკოლა ღრმა მწუხარებით იუწყება მოსამზადებელი კლასის მოსწავლის ლიზი ქვაჩახიას გარდაცვალების გამო.
კოლექტივი შეძრულია მომხდარი ფაქტით, სიტყვები უძლურია ტკივილის გამოსახატავად. ამ ანგელოზს წინ ჰქონდა მთელი ცხოვრება. ნათელი მის ხსოვნას”,- წერენ პედაგოგები.
გოგონას ცხედარი უკვე გადაასვენეს ოკუპირებულ გალში.