რეკლამა

FOTO: "ვფიქრობდი, ეს იგივე ადამიანია? ის ისეთი ტკბილია და შემდეგ... თითქმის კლავს ხალხს" - ვინ არის ილია თოფურიას ულამაზესი პარტნიორი და როგორია მათი სიყვარულის ისტორია

FOTO: "ვფიქრობდი, ეს იგივე ადამიანია? ის ისეთი ტკბილია და შემდეგ... თითქმის კლავს ხალხს" - ვინ არის ილია თოფურიას ულამაზესი პარტნიორი და როგორია მათი სიყვარულის ისტორია
  • 1 728

ილია თო­ფუ­რია UFC-ის პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ჩემ­პი­ო­ნია. მან 18 თე­ბერ­ვალს ლე­გენ­და­რუ­ლი ავ­სტრა­ლი­ე­ლი მებ­რძო­ლი, ალექ­სან­დრ ვოლ­კა­ნოვ­სკი და­ა­მა­რა­ცხა და ქვემ­სუ­ბუ­ქი წო­ნის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. ილი­ას მი­მართ ახლა ინ­ტე­რე­სი კი­დევ უფრო დი­დია.



მე­დია აქ­ტი­უ­რად წერს მისი ოჯა­ხის, პარტნი­ო­რი­სა და შვი­ლის შე­სა­ხებ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო მის­მა პარტნი­ორ­მა, რო­მე­ლიც კა­მე­რე­ბის წინ ილი­ას­თან ერ­თად გა­მოჩ­ნდა მას შემ­დეგ, რაც ილი­ამ ჩემ­პი­ო­ნო­ბა გა­ი­ფორ­მა.
ილი­ას მე­გო­ბა­რი ქალი ულა­მა­ზე­სი ეს­პა­ნე­ლი ბინ­ზეს­მე­ნი, ჯორ­ჯი­ნა ბა­დე­ლია. ქარ­თველ სპორ­ტსმენს წინა ურ­თი­ერ­თო­ბი­დან ვაჟი ჰყავს. ილია თა­ვის შვილ­თან და ჯორ­ჯი­ნას­თან ერ­თად ეს­პა­ნე­თის ქა­ლაქ ალი­კან­ტე­ში ცხოვ­რობს.


მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯორ­ჯი­ნა არის გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის კომ­პა­ნი­ის, Future & Energy აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი. მას გა­ნათ­ლე­ბა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში აქვს მი­ღე­ბუ­ლი.

  • თო­ფუ­რი­ა­სა და ჯორ­ჯი­ნას სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია, რო­გორც თვი­თონ ამ­ბო­ბენ, შემ­თხვე­ვით და­ი­წყო. მათი თქმით, ერთ-ერთ ვახ­შამ­ზე შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს და იმ წა­მი­დან­ვე გაჩ­ნდა სიყ­ვა­რუ­ლი.

"ვახ­შამ­ზე შევ­ხვდი, ვი­ფიქ­რე, რა ლა­მა­ზი გო­გოა. ის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რია, რაც ღმერ­თმა მარ­გუ­ნა“, - ამ­ბობს ილია ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ჯორ­ჯი­ნა UFC-ის მებ­რძო­ლის უდი­დე­სი მხარ­დამ­ჭე­რია და მის გვერ­დი­თაა ყვე­ლა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში.
"მე არ ვყო­ფილ­ვარ სპორ­ტის დიდი მოყ­ვა­რუ­ლი ან რა­ი­მე მსგავ­სი. როცა მის ვი­დე­ო­ებს ვუ­ყუ­რებ­დი ინ­სტაგ­რამ­ზე, ვფიქ­რობ­დი, რომ ეს ვი­ღაც სხვა არის, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ერთი და იგი­ვე ადა­მი­ა­ნი იყო? ის ისე­თი ტკბი­ლია და შემ­დეგ... ის თით­ქმის კლავს ხალ­ხს“, - ამ­ბობს ჯორ­ჯი­ნა.

ჯორ­ჯი­ნა ახ­ლდა ილი­ას კა­ლი­ფორ­ნი­ა­შიც და ის ოქ­ტა­გონ­ზეც ვი­ხი­ლეთ - რო­დე­საც ილი­ამ ჩემ­პი­ო­ნო­ბა გა­ი­ფორ­მა, ჯორ­ჯი­ნა ილი­ას გვერ­დით იდგა. რა თქმა უნდა, ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა ჯორ­ჯი­ნა ბრძო­ლის დროს ილი­ას გვერ­დი­თაა, ის თით­ქმის ყო­ველ­თვის გვერ­დით უდ­გას საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს ასეთ მო­მენ­ტებ­ში.

ცნო­ბი­ლია, რომ ილია და ჯორ­ჯი­ნა პირ­ველ სა­ერ­თო შვილს ელო­დე­ბი­ან. ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით გახ­და ცნო­ბი­ლი. ჯორ­ჯი­ნამ პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა სა­დაც მი­ა­ნიშ­ნა ორ­სუ­ლო­ბის შე­სა­ხებ - "გა­მარ­ჯო­ბა მა­მი­კო, ჩვენ გვიყ­ვარ­ხარ“, - წერ­და ჯორ­ჯი­ნა.



წყა­რო  : myvidevo.ge​​​

მსგავსი სიახლეები