რეკლამა

"უცნაური ბედის აღმოჩნდა... "დინამოს" მეკარის ცოლი გახდა და თავი ოჯახს მიუძღვნაო" - ეკრანებიდან გამქრალი სილამაზე: როგორ მოხვდა განათლებით ბიოლოგი ხათუნა კოტრიკაძე ფილმებში?

"უცნაური ბედის აღმოჩნდა... "დინამოს" მეკარის ცოლი გახდა და თავი ოჯახს მიუძღვნაო" - ეკრანებიდან გამქრალი სილამაზე: როგორ მოხვდა განათლებით ბიოლოგი ხათუნა კოტრიკაძე ფილმებში?
  • 3 197

15 თე­ბერ­ვალს 68 წლის ასაკ­ში ქარ­თუ­ლი კი­ნოს მშვე­ნე­ბა, მსა­ხი­ო­ბი ხა­თუ­ნა კოტ­რი­კა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. პო­პუ­ლა­რო­ბა მის ცხოვ­რე­ბა­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად, 15 წლის ასაკ­ში მო­ვი­და, როცა ფილმში ჯერ კი­დევ სკო­ლის მოს­წავ­ლე გა­და­ი­ღეს...
სულ სამ ფილმში ითა­მა­შა და მა­ყუ­რე­ბელს თა­ვი­სი სი­ლა­მა­ზით და გულ­წრფე­ლო­ბით თავი სა­მუ­და­მოდ და­ა­მახ­სოვ­რა, მაგ­რამ კი­ნო­დან მა­ლე­ვე ასე­ვე მო­უ­ლოდ­ნე­ლად გაქ­რა... არ­ტის­ტო­ბა­ზე უარი მე­უღ­ლის, ფეხ­ბურ­თელ და­ვით გო­გი­ას თხოვ­ნით თქვა, თუმ­ცა სა­ჯა­რო­ო­ბის მოყ­ვა­რუ­ლი თა­ვა­დაც არ ყო­ფი­ლა. თვალ­თა­ხედ­ვის არე­დან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გაქ­რა, მაგ­რამ მა­ინც დარ­ჩა - ასე­თი ბედი ბევ­რს არ ჰქო­ნია...
"პა­ტა­რა კი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ჯერ სკო­ლის ფორ­მა­ში მახ­სოვს მისი ფო­ტო­ე­ბი, როლ­ზე რომ დამ­ტკიც­და ამ კა­ბა­ში. თემო ფეხ­ბურთს მე­თა­მა­შე­ბო­და, ხა­თუ­ნა კი ადა­მი­ა­ნად არ მთვლი­და. "მე­თხუთ­მე­ტე გა­ზა­ფხუ­ლი" - ბი­ძა­ჩე­მის, სოსო ჩხა­ი­ძის მე­ო­რე მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მი იყო და ხა­თუ­ნა კოტ­რი­კა­ძის­თვის პირ­ვე­ლი კი­ნო­ნა­მუ­შე­ვა­რი" - და­წე­რა ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე და­ვით ცხა­და­ძემ, რო­მე­ლიც ამის შემ­დეგ AMBEBI.GE-საც გა­ე­სა­უბ­რა:





- ხა­თუ­ნას დე­ბი­უ­ტი კი­ნო­ში ბი­ძა­ჩე­მის, სოსო ჩხა­ი­ძის მე­ო­რე ფილმში "მე­თხუთ­მე­ტე გა­ზა­ფხუ­ლი" შედ­გა. მას­ზე დიდ­ხანს მუ­შა­ობ­და, ის პე­რი­ო­დი კარ­გად მახ­სოვს, რად­გან მა­შინ ერ­თად ვცხოვ­რობ­დით. კი, დიდ­ხანს და ძა­ლი­ან სკრუ­პუ­ლო­ზუ­რად საქ­მი­ა­ნობ­და. სა­ერ­თოდ, თა­ვი­სი ფილ­მე­ბის­თვის სცე­ნარს თვი­თონ წერ­და, "რას­კად­როვ­კებს" ამ ფილმზე მხატ­ვარ ბუდუ სირ­ბი­ლა­ძეს­თან ერ­თად აკე­თებ­და. მერე კი ყვე­ლა ფილმზე ვახო რუ­რუა ყავ­და... გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მი­იჩ­ნევ­და გო­გო­ნას როლ­ზე შერ­ჩე­ვის ამ­ბავს. ძა­ლი­ან ბევ­რი სინ­ჯი იყო გა­კე­თე­ბუ­ლი, სახ­ლი სავ­სე გვქონ­და ლა­მა­ზი გო­გო­ე­ბის ფო­ტო­ე­ბით, რა­საც მე დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი... ხა­თუ­ნა იმ ფო­ტო­ებ­ში და იმ გო­გო­ე­ბი­დან გა­მორ­ჩე­უ­ლად ლა­მა­ზი იყო, შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, ეს არ და­გე­ნა­ხა და არ აღ­გე­ნიშ­ნა, რაც მთა­ვა­რია, კი­ნო­გე­ნუ­რიც გახ­ლდათ... გა­და­ღე­ბებ­ზეც დავ­ყვე­ბო­დი, მა­შინ პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მახ­სოვს, რომ პირ­და­ღე­ბუ­ლი ვუ­ყუ­რებ­დი ხოლ­მე. ამას­თან, ცო­ცხა­ლი და აქ­ტი­უ­რიც იყო... ასე რომ, ბი­ძა­ჩემ­მა ფილ­მის­თვის ხა­თუ­ნა აარ­ჩია.

- გა­მო­დის ბი­ძათ­ქვენს აღ­მო­უ­ჩე­ნია პირ­ვე­ლად...
- კი, ბი­ძა­ჩე­მის აღ­მო­ჩე­ნაა. მა­ნამ­დე 1-ელ სკო­ლა­ში და­დი­ო­და, სა­დაც იპო­ვა კი­დეც... სკო­ლებ­ში ფილ­მის გმი­რებს აქ­ტი­უ­რად ეძებ­და. ფილმში ძი­რი­თა­დად 1-ელი და 53-ელე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. ეს იყო 1971 წელი და მას­ში მო­ნა­წი­ლე ახალ­გაზ­რდე­ბი 15-16 წლი­სე­ბი არი­ან. ფილმში ხა­თუ­ნას პარტნი­ო­რი ბიჭი, თე­მურ გუ­გუშ­ვი­ლი იო­ლად იპო­ვეს... იმ ფო­ტო­ე­ბი­დან, რაც მა­გი­და­ზე ეწყო, ხა­თუ­ნა სკო­ლის ფორ­მა­ში მახ­სოვს... მერე გა­ზა­ფხუ­ლი და ზა­ფხუ­ლი რომ დად­გა, ხა­თუ­ნა კა­ბა­ში გა­მოჩ­ნდა, სა­ო­ცა­რი იყო...
მახ­სოვს, ბი­ძა­ჩემ­მა თქვა, ამ კა­ბა­ში გა­და­ვი­ღე­ბო და მაგ ფილმში იმ კა­ბით გა­და­ი­ღეს. ოპე­რა­ტო­რი იურა მარ­ტი­რო­სო­ვი იყო... არის ასე­თი ეპი­ზო­დი, თემო ფეხ­ბურთს თა­მა­შობს და ხა­თუ­ნა მაგ დროს ჩა­ივ­ლის - მაგ ფეხ­ბურ­თის სცე­ნა­ში მეც ვი­ყა­ვი, სხვებ­თან შე­და­რე­ბით პა­ტა­რა გახ­ლდით და მერე ამის გამო ჩემი კად­რე­ბი ამო­ი­ღეს. კი­ნო­ში იმ პირ­ვე­ლი გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ ხა­თუ­ნა კი­დევ ორ ფილმში გა­და­ი­ღეს - ლე­ი­ლა გორ­დე­ლა­ძის "მო­ი­ტა­ცეს თა­მარ ქალ­ში", რო­მე­ლიც პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და და ლე­ვან ხო­ტი­ვა­რის „მხი­ა­რუ­ლი რო­მა­ნი“... მერე კი უც­ნა­უ­რი ბე­დის აღ­მოჩ­ნდა - ფეხ­ბურ­თე­ლის, თბი­ლი­სის „დი­ნა­მოს“ მე­კა­რის, და­ვით გო­გი­ას ცოლი გახ­და, თა­ვი­სი თავი ოჯახს მი­უ­ძღვნა და სა­ერ­თოდ გაქ­რა. არა­ნა­ი­რი კონ­ტაქ­ტი არ ჰქო­ნია არც ბი­ძა­ჩემ­თან და არც არა­ვის­თან... გული დამ­წყდა, რომ ასე ადრე გარ­და­იც­ვა­ლა...
რა­მაზ გი­ორ­გო­ბი­ან­თან ერ­თად, "მხი­ა­რუ­ლი რო­მა­ნის" გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე
ლელა ოჩი­ა­უ­რი, კი­ნოკ­რი­ტი­კო­სი:
- ხა­თუ­ნას შე­სა­ხებ სა­ერ­თოდ ძა­ლი­ან ნაკ­ლე­ბი ინ­ფორ­მა­ცი­აა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. ჩემ­თვის ერ­თა­დერ­თი ისაა ცნო­ბი­ლი, რაც ად­რე­ულ წლებ­ში, მას­ზე რა­ღაც სტა­ტი­ა­ში წა­ვი­კი­თხე. ეწე­რა, რომ სო­ფელ დი­ღომ­ში ცხოვ­რობ­და, რომ ქმრის მო­თხოვ­ნით უარი თქვა კი­ნო­ში გა­და­ღე­ბა­ზე. მუდ­მი­ვად სახ­ლში იყო და იქ საქ­მი­ა­ნობ­და, რომ ფერ­მა ჰქონ­და, ძრო­ხებს უვ­ლი­და... მა­მა­მი­სი ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი იყო, ბი­ძაც ფეხ­ბურ­თე­ლი ჰყავ­და, ქმა­რიც "დი­ნა­მოს" მე­კა­რე... მახ­სოვს, ძმა ჰყავ­და, რო­მელ­საც ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ვიც­ნობ­დი... ხა­თუ­ნას ფილ­მებ­ში მთა­ვა­რი რო­ლე­ბი აქვს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. ლე­ი­ლა გორ­დე­ლა­ძის „მო­ი­ტა­ცეს თა­მარ ქალი“ მარ­თლა ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი ფილ­მია და ასე­ვე ლე­ვან ხო­ტი­ვა­რის "მხი­ა­რუ­ლი რო­მა­ნი". იმ პე­რი­ო­დის­თვის, გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 70-იან წლებ­ში ასე­თი ტი­პის, ჟან­რის ფილ­მე­ბი, მსგავ­სი მუ­სი­კა­ლუ­რი კო­მე­დი­ე­ბი, მე­ლოდ­რა­მა­ტუ­ლი ელ­ფე­რით პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო.
"სა­მა­ყუ­რებ­ლო" ფილ­მე­ბი გახ­ლდათ, თან ისი­ნი ერ­თმა­ნეთს მიჰ­ყვა... ხა­თუ­ნას გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­რეგ­ნო­ბა ჰქონ­და, არ იყო მხო­ლოდ ლა­მა­ზი, ლა­მა­ზი გო­გო­ე­ბი მა­ში­ნაც იყ­ვნენ, დღე­საც არი­ან, მაგ­რამ მას კი­დევ რა­ღაც სხვა რამ ჰქონ­და - გა­მორ­ჩე­უ­ლი ფაქ­ტუ­რა, ჟღა­ლი თმა, ჭორფლი, ლა­მა­ზი ტუ­ჩე­ბი, თვა­ლე­ბი, მომ­ხიბ­ვლე­ლი გა­მო­ხედ­ვა. ასე­ვე ჩან­და, რომ ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი ადა­მი­ა­ნი იყო. მა­ყუ­რე­ბე­ლი ასე აღ­ვიქ­ვამ­დით... ამ ფილ­მე­ბის შემ­დეგ კი­ნო­დან მა­ლე­ვე გაქ­რა, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ვი­საც ის ფილ­მე­ბი ნა­ნა­ხი აქვს, ხა­თუ­ნა დღე­საც ყვე­ლას ახ­სოვს... მერე მას­ზე ამ ნა­მუ­შევ­რე­ბი­დან, მისი გა­რეგ­ნო­ბი­დან და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და­ხუ­რუ­ლი პი­რა­დი სივ­რცის გამო რა­ღაც ლე­გენ­დის მსგავ­სიც გაჩ­ნდა...
ფილ­მის "მო­ი­ტა­ცეს თა­მარ ქალი" გა­და­ღე­ბი­სას
სხვა­თა შო­რის, გა­ნათ­ლე­ბით ბი­ო­ლო­გი იყო. სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბი­ო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი ჰქონ­და დამ­თავ­რე­ბუ­ლი. "თე­ატ­რა­ლურ­ში" არც უს­წავ­ლია, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იყო. ის რო­ლე­ბი მხო­ლოდ სი­ლა­მა­ზით არ შე­უქ­მნია და ამი­ტო­მაც და­ა­მახ­სოვ­რდა მა­ყუ­რე­ბელს. რო­ლე­ბი გა­თა­ვი­სე­ბუ­ლი ჰქონ­და, და­მა­ჯე­რე­ბე­ლი და გულ­წრფე­ლი იყო.
სამ­სა­ხი­ო­ბო მო­ნა­ცე­მე­ბი ჰქონ­და. ში­ნა­გა­ნა­დაც, ალ­ბათ, სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნიც გახ­ლდათ და მა­ყუ­რე­ბელს ამი­თაც იზი­დავ­და... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მის გვერ­დით ძა­ლი­ან მა­ღა­ლი კლა­სის მსა­ხი­ო­ბე­ბი თა­მა­შობ­დნენ, იგი­ვე რა­მაზ გი­ორ­გო­ბი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­ერ­თოდ იმ პე­რი­ოდ­ში პო­პუ­ლა­რო­ბის პიკ­ში იყო, იპო­ლი­ტე ხვი­ჩი­ა­ზე და სხვებ­ზე რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ, ამათ ფონ­ზე, ამო­ცა­ნას შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­არ­თვა თავი. მა­თაც არ დაჩ­რდი­ლეს, - აქ სამ­სა­ხი­ო­ბო შეს­რუ­ლე­ბის ხა­რისხს ვგუ­ლის­ხმობ. არა­და, რო­ლის გა­ფუ­ჭე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო. მაგ­რამ, ეს ცენ­ტრა­ლუ­რი მთა­ვა­რი გმი­რი, რა თქმა უნდა, მთა­ვარ გმი­რად დარ­ჩა...
შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა კი­ნო­ში გა­და­ღე­ბა თა­ვა­დაც აღარ მო­ი­სურ­ვა, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ არაპრო­ფე­სი­ო­ნალ მსა­ხი­ობს დიდი უნა­რე­ბი აღ­მო­აჩ­ნდა. ბევ­რი რამ, რა თქმა უნდა, რე­ჟი­სო­რე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, მაგ­რამ თვი­თონ რომ არ ყო­ფი­ლი­ყო იმ ენერ­გე­ტი­კის მქო­ნე, ალ­ბათ ეს არ მოხ­დე­ბო­და... ასე­თი ჟან­რის ფილ­მე­ბი დიდი არ­ტის კა­ტე­გო­რი­ა­ში არ გა­დის, მაგ­რამ რაც ხდე­ბა ამ ფილ­მებ­ში, ამ გო­გომ ამის­თვის ყვე­ლა­ფე­რი შეძ­ლო... დღემ­დე ყვე­ლამ იცის, ვინ არის ხა­თუ­ნა კოტ­რი­კა­ძე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ ყვე­ლაფ­რი­დან გაქ­რა. ყვე­ლას ახ­სოვს მისი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­რეგ­ნო­ბა, რაც ში­ნა­გა­ნი­დან გა­ნა­თე­ბულ სი­ლა­მა­ზე იყო... არას­დროს რომ არ და­გა­ვი­წყდე­ბა, ისე­თი ადა­მი­ა­ნი წა­ვი­და. სა­წყე­ნია, რომ ასე ადრე გარ­და­იც­ვა­ლა და სა­ერ­თოდ კი­ნო­ში მე­ტად აღარ გა­მოჩ­ნდა, მაგ­რამ ეს იყო მისი არ­ჩე­ვა­ნიც, ცხოვ­რე­ბაც, რო­მელ­შიც ჩვენ ვერ ჩა­ვე­რე­ვით და ვე­რა­ვის გან­ვსჯით. ამას­თა­ნა­ვე, იყო მისი ბე­დის­წე­რაც... ფილ­მე­ბის გარ­და სა­ერ­თოდ არ­სად მი­ნა­ხავს და ასე­ვე მე­მახ­სოვ­რე­ბა, რო­გორც იმ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბებ­შია...
შვი­ლიშ­ვილ­თან ერ­თად
თით­ქმის არც ერთ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას მისი ინ­ტერ­ვიუ არ მო­ე­პო­ვე­ბა, მას­ზე სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა, სი­უ­ჟე­ტი არ მომ­ზა­დე­ბუ­ლა. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე თა­ვად აცხა­დებ­და უარს, რად­გან პო­პუ­ლა­რო­ბა არ იზი­დავ­და და სა­ჯა­როდ გა­მო­ჩე­ნაც არ უყ­ვარ­და. ფილ­მი "მხი­ა­რუ­ლი რო­მა­ნი" და მისი პერ­სო­ნა­ჟი ეკა ხა­თუ­ნა კოტ­რი­კა­ძის­თვის მარ­თლაც სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი აღ­მოჩ­ნდა. ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში intermedia.ge-ზე მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი სტა­ტია "გო­გო­ნა „მხი­ა­რუ­ლი რო­მა­ნი­დან“ არ­სე­ბობს, სა­დაც ამ ფილ­მის გა­და­ღე­ბის სხვა­დას­ხვა ეპი­ზოდს ხა­თუ­ნა კოტ­რი­კა­ძე იხ­სე­ნებს (ოღონდ, მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის, სად, ვის­თან და რო­დის არის ეს სა­უ­ბა­რი ჩა­წე­რი­ლი)...
ცნო­ბი­ლია, რომ მას ამ კი­ნო­სუ­რათ­ში გა­და­ღე­ბა დიდ ქარ­თველ მსა­ხი­ობ­თან იპო­ლი­ტე ხვი­ჩი­ას­თან მო­უ­წია და იპო­ლი­ტე ხვი­ჩი­ა­ზე სიყ­ვა­რუ­ლით ჰყვე­ბა: "გა­და­ღე­ბე­ბის დროს ძა­ლი­ან მა­ნე­ბივ­რებ­დნენ. ამ ფილმში ახალ­გაზ­რდე­ბი მხო­ლოდ მე და რა­მაზ გი­ორ­გო­ბი­ა­ნი ვი­ყა­ვით. რა­მა­ზი ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, კე­თი­ლი, ნამ­დვი­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ტი კაცი იყო. მას­თან თა­მა­ში მსი­ა­მოვ­ნებ­და. და­ნარ­ჩე­ნე­ბი ცნო­ბი­ლი ასა­კო­ვა­ნი მსა­ხი­ო­ბე­ბი იყ­ვნენ".
მე­უღ­ლეს­თან ერ­თად
"იღებ­დნენ სცე­ნას, რო­დე­საც იპო­ლი­ტე ხვი­ჩია სხვენ­ზეა ასუ­ლი ჩემს „საქმროს­თან“ ერ­თად და ის თო­კით აბამს. იმ დროს კი იპო­ლი­ტეს წყალს ას­ხამ­დნენ. ეს ეპი­ზო­დი რამ­დე­ნი­მე დუბ­ლით გა­და­ი­ღეს. იპო­ლი­ტეს იმ­დე­ნი წყა­ლი შე­ას­ხეს, რომ ქვე­ვით ჩა­მო­ვი­და და ჩვენც გა­ვი­წუ­წეთ...
ფილმში არის ასე­თი სცე­ნა - სო­ფელ­ში მივ­დი­ვართ და უცებ მან­ქა­ნა გუ­ბე­ში ვარ­დე­ბა. იპო­ლი­ტეს მხა­რეს მან­ქა­ნის კარი და­კე­ტი­ლი არ იყო, წყალ­ში რომ უნდა შევ­სუ­ლი­ყა­ვით, მძღოლ­მა მაგ­რად და­ა­მუხ­რუ­ჭა და იპო­ლი­ტე მან­ქა­ნი­დან გად­მო­გორ­და. ამ ეპი­ზო­დის გა­და­ღე­ბა­ზეც ბევ­რი ვი­ცი­ნეთ. ქორ­წი­ლის სცე­ნა, სა­დაც იპო­ლი­ტე პის­ტო­ლეტს იღებს და ტყვი­ას თავ­ში იხ­ლის, ყვე­ლა­ზე სა­სა­ცი­ლო იყო. ამ ეპი­ზო­დის გა­და­ღე­ბის დროს ყვე­ლას სი­ცი­ლი უტყდე­ბო­და, ვე­ღარ ჩერ­დე­ბოდ­ნენ და ყვე­ლაფ­რის თა­ვი­დან გა­და­ღე­ბა გვი­წევ­და".
იქვე ჰყვე­ბა იმას, რომ ფილ­მის "მო­ი­ტა­ცეს თა­მარ ქალი" გა­და­ღე­ბე­ბი თურ­მე მის და­ბა­დე­ბის დღეს დამ­თხვე­ვია. შე­მოქ­მე­დე­ბით­მა ჯგუფ­მა გა­და­წყვი­ტა, მსა­ხი­ო­ბის­თვის გრან­დი­ო­ზუ­ლი და­ბა­დე­ბის დღე მო­ე­წყო და და­უ­ვი­წყა­რი დღე­სას­წა­უ­ლი უჩუ­ქე­ბი­ნა: "ის და­ბა­დე­ბის დღე არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა. გია ავა­ლიშ­ვი­ლი ფილმში ჩემს შეყ­ვა­რე­ბულს თა­მა­შობ­და და სა­ოც­რად მღე­რო­და და უკ­რავ­და გი­ტა­რა­ზე. სიმ­ღე­რე­ბი და სა­სი­ა­მოვ­ნო მე­ლო­დი­ე­ბი არც და­ბა­დე­ბის დღე­ზე მო­მაკ­ლო. ფილ­მს სა­მეგ­რე­ლო­ში ვი­ღებ­დით, მაგ­რამ ჩვე­ნი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა კო­ღო­ე­ბი იყო, რომ­ლებ­მაც ფოთ­ში სა­შინ­ლად დაგვტან­ჯეს".

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხა­თუ­ნა კოტ­რი­კა­ძემ სამ ფილმში ითა­მა­შა, კი­ნო­სამ­ყა­რო­თი არ მო­ი­ხიბ­ლა:
"კინო ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო არ აღ­მოჩ­ნდა. მი­სით ვერ მო­ვი­ხიბ­ლე. ყვე­ლას უკ­ვირ­და, ამ­დე­ნი იმუ­შა­ვე კა­მე­რას­თან, გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე, ასეთ მსა­ხი­ო­ბებ­თან და რო­გორ არ „მო­ი­წამ­ლეო“. არ ვიცი, ეკ­რან­ზე რო­გო­რი ვჩან­ვარ, მაგ­რამ რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან ჩა­კე­ტი­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ. კინო სა­ხალ­ხო პრო­ფე­სი­აა, სულ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში გი­წევს ყოფ­ნა, რაც არ მიყ­ვარს. რო­დე­საც ქუ­ჩა­ში მა­ჩე­რებ­დნენ და მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, ის გო­გო­ნა არ ხარ „მხი­ა­რულ რო­მან­ში“ რომ თა­მა­შობ­სო, ვი­ტყუ­ე­ბო­დი, არა-მეთ­ქი. არ ვიცი, ამას რა ჰქვია, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ პო­პუ­ლა­რო­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა არ მიყ­ვარს.“

მსგავსი სიახლეები