რეკლამა

"ეს შენობა არის სალოცავი სახლი... დამკვეთი გახლავთ ნიუ-იორკის მერობის კანდიდატი" - გაიცანით ქართველი გოგონა, რომელმაც აშშ-ში ულამაზესი შენობა დააპროექტა

"ეს შენობა არის სალოცავი სახლი... დამკვეთი გახლავთ ნიუ-იორკის მერობის კანდიდატი" - გაიცანით ქართველი გოგონა, რომელმაც აშშ-ში ულამაზესი შენობა დააპროექტა
  • 391

"ნიუ-იორკში მდე­ბა­რე ეს ეკ­ლე­სია თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ზა­ი­ნის ნი­მუ­შია, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლად შთამ­ბეჭ­და­ვია, არა­მედ მიმ­ზიდ­ვე­ლი და სუ­ლი­ე­რად ამაღ­ლე­ბუ­ლი" - ამ­ბობს ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი მა­რი­ტა კა­პა­ნა­ძე. იგი ნიუ-იორ­კი­დან გვე­სა­უბ­რა თუ რო­გორ და­აპ­რო­ექ­ტა სა­ლო­ცა­ვი სახ­ლი, რო­მე­ლიც 463 პერ­სო­ნა­ზე გათ­ვლი­ლი...
- ეს შე­ნო­ბა არის სა­ლო­ცა­ვი სახ­ლი (House Of Worship), რო­მე­ლიც გათ­ვლი­ლია 463 პერ­სო­ნა­ზე. მდე­ბა­რე­ობს ნიუ იორკში, მე-17 ავე­ნი­უ­ზე. დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლია ნიუ იორ­კის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია DOB-ის მიერ (Department Of buildings). ძვე­ლი შე­ნო­ბის დე­მონ­ტა­ჟი უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია და მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი მშე­ნებ­ლო­ბა... დამ­კვე­თი გახ­ლავთ ერიკ სალ­გა­დო, მი­ნის­ტრი და ნიუ იორ­კის მე­რო­ბის კან­დი­და­ტი, ასე­ვე ქა­ლა­ქის სა­ე­მიგ­რა­ციო სამ­სა­ხუ­რის ერთ-ერთი ხელ­მძღვა­ნე­ლი და ბრუკ­ლი­ნის პას­ტო­რი.
დაკ­ვე­თა მი­ი­ღო ჩვენ­მა კომ­პა­ნი­ამ Citiscape რამ­დე­ნი­მე წლის წინ, მა­შინ მე ჯერ კი­დევ არ ვმუ­შა­ობ­დი აღ­ნიშ­ნულ ფირ­მა­ში, პრო­ექ­ტი­რე­ბა და­ი­წყო სხვა არ­ქი­ტექ­ტორ-დი­ზა­ი­ნერ­მა, რა­ღაც ნა­წი­ლი სა­მუ­შაო უკვე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი იყო, თუმ­ცა DOB-ის­გან და­ხარ­ვე­ზე­ბუ­ლი. ჩემი ფუნ­ქცია იყო პრო­ექ­ტის გა­მარ­თვა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი და ენერ­გო ეფექ­ტუ­რო­ბის ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მო­ფხვრა და ფაქ­ტობ­რი­ვად მო­მი­წია თა­ვი­დან გა­დაპ­რო­ექ­ტე­ბა მთე­ლი შე­ნო­ბის. ად­ვი­ლი ნამ­დვი­ლად არ იყო, რად­გან ჩემი ერთ-ერთი პირ­ვე­ლი კო­მერ­ცი­უ­ლი პრო­ექ­ტი, თან იმ დრო­ის­თვის მო­მიხ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მოს­ვლა და გარ­კვე­უ­ლი დრო­ით ონ­ლა­ინ მუ­შა­ო­ბა თბი­ლი­სი­დან.




მო­მი­წია კო­მერ­ცი­ულ Zonning Regulation და Buildign Code-ებში გარ­კვე­ვა და ამავდრო­უ­ლად გარ­კვე­ულ­წი­ლად მათ რე­ლი­გი­ურ (ევან­გე­ლის­ტურ) რი­ტუ­ა­ლე­ბის გაც­ნო­ბა. ბა­ტო­ნი ერი­კი სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ო­ცე­ბუ­ლი დარ­ჩა, რო­დე­საც წარ­ვუდ­გი­ნეთ უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი და მი­ვი­ღეთ მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვა.პი­რა­დად გა­და­მი­ხა­და მად­ლო­ბა გა­წე­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის­თვის, რო­დე­საც კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა წარ­მად­გი­ნა, რო­გორც მისი პრო­ექ­ტის მე­ნე­ჯე­რი.მე უკვე 2 თვეა გა­და­ვე­დი უფრო დიდ კომ­პა­ნი­ა­ში მა­ნ­ჰე­ტენ­ზე, თუმ­ცა დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით და სი­ა­მა­ყით ვა­დევ­ნებ თვალს, ჩემს ყვე­ლა მიმ­დი­ნა­რე პრო­ექტს, ყო­ფილ თუ ახალ ფირ­მა­ში შეს­რუ­ლე­ბულს.
რამ­დე­ნი­მე რე­ლი­გი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა გვაქვს უკვე დაპ­რო­ექ­ტე­ბუ­ლი ნიუ-იორკში, მაგ­რამ არ­ცერ­თი ქარ­თუ­ლი (მხო­ლოდ სი­ნა­გო­გა). სამ­წუ­ხა­როა, რომ აქამ­დე ვე­რა­ვინ შეძ­ლო და აა­შე­ნა ქარ­თუ­ლი, მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სია, მი­თუ­მე­ტეს, რომ საკ­მა­ოდ დიდი მრევ­ლი ჰყავს ნიუ-იორ­კის იმიგ­რა­ცი­ას და მექ­სი­კის სა­ზღვრის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა ეკ­ლე­სი­ა­საც და­ე­ტყო. ხალ­ხი წირ­ვა­ზე გა­რეთ დგას და ისე ის­მენს, იმ­დე­ნად შე­უძ­ლე­ბე­ლია უკვე იმ პა­ტა­რა სივ­რცე­ში მო­თავ­სე­ბა, რაც ჩვენს ეკ­ლე­სი­ას უკა­ვია, შე­ნო­ბის პირ­ველ სარ­თულ­ზე. დიდი ხა­ნია ცდი­ლობს ეკ­ლე­სია შე­მო­წი­რუ­ლე­ბე­ბით შე­აგ­რო­ვოს საკ­მა­რი­სი თან­ხა, მაგ­რამ აქამ­დე ვერ მო­ხერ­ხდა. ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ იმის გამო, რომ ასე გახ­შირ­და ემიგ­რა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­დან უსახ­სრო­ბის გამო და არა სწავ­ლი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის­თვის. მათ ალ­ბათ გან­სა­კუთ­რე­ბით სჭირ­დე­ბათ სა­ლო­ცა­ვი სივ­რცე, არამ­ხო­ლოდ სუ­ლი­ე­რი ამაღ­ლე­ბის­თვის, არა­მედ თუნ­დაც გან­მუხ­ტვი­სა და ადა­მი­ა­ნუ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის­თვის, მათ­სა­ვე ქვეყ­ნის შვი­ლებ­თან. ეს ხალ­ხი აქ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად შრო­მობს, წვა­ლობს, დეპ­რე­სი­ა­სა და სა­სო­წარ­კვე­თას ებ­რძვის და ღმერ­თი უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის ერ­თა­დერ­თი იმე­დია.

პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ - ექ­სტე­რი­ე­რი:
ექ­სტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნი არის თა­ნა­მედ­რო­ვე სტი­ლის ბე­ტო­ნი­სა და ხის კომ­ბი­ნა­ცია, რო­მე­ლიც ჰარ­მო­ნი­უ­ლად გა­ნა­სა­ხი­ე­რებს რწმე­ნი­სა და არ­ქი­ტექ­ტუ­რის თან­ხვედ­რას, ტრა­დი­ცი­ას და ინო­ვა­ცი­ებს.
ეკ­ლე­სი­ის წინა ფა­სა­დის მთა­ვა­რი ელე­მენ­ტი არის მაღ­ლი­ვი შუ­შის ჯვა­რი, რო­მე­ლიც აერ­თი­ა­ნებს რო­გორც რწმე­ნის სიმ­ბო­ლოს ასე­ვე არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ელე­მენტს. მისი ფუნ­ქცია არა მხო­ლოდ უზ­რუნ­ველ­ყოფს დრა­მა­ტულ ვი­ზუ­ა­ლურ ზე­მოქ­მე­დე­ბას, არა­მედ სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ბუ­ნებ­რივ შუქს გა­ა­ნა­თოს ინ­ტე­რი­ე­რი. ზე­მოთ მი­მარ­თუ­ლი ხა­ზე­ბი მა­ღალ ვიწ­რო ფან­ჯრებ­თან ერ­თად ქმნის აღ­მა­ვა­ლი მოძ­რა­ო­ბის გან­ცდას, რო­მე­ლიც სიმ­ბო­ლუ­რად გა­ნა­სა­ხი­ე­რებს ღმერ­თის­კენ სწრაფ­ვას.
ექ­სტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნი არის ბე­ტო­ნი­სა და ხის ჰარ­მო­ნი­უ­ლი ნა­ზა­ვი, რო­მე­ლიც ქმნის ელე­გან­ტურ და თბილ კონ­ტრასტს. ბე­ტო­ნის ელე­მენ­ტე­ბი გა­ნა­სა­ხი­ე­რებს თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას და გამ­ძლე­ო­ბას, ხის აქ­ცენ­ტე­ბი კი მა­ტებს მეტ სით­ბო­სა და ტრა­დი­ცი­ულ იერს.ცივ ბე­ტო­ნის ტო­ნა­ლო­ბას აბა­ლან­სებს თბი­ლი ყვი­თე­ლი გა­ნა­თე­ბა რო­მე­ლიც იღ­ვრე­ბა ფა­სა­დის მთა­ვა­რი ელე­მენ­ტი­დან-ჯვრის ფორ­მის მი­ნის კონ­სტრუქ­ცი­ი­დან.

ინ­ტე­რი­ე­რი:
ინ­ტე­რი­ე­რის მთა­ვა­რი ნა­წი­ლი არის ფარ­თო და გაშ­ლი­ლი ზონა, რო­მე­ლიც შექ­მნი­ლია 463-მდე ადა­მი­ა­ნის კომ­ფორ­ტუ­ლად მო­სა­თავ­სებ­ლად. ღია კონ­ცეფ­ცია და გახ­სნი­ლი ჭერი ქმნის სი­დი­ა­დი­სა და ჰა­ე­როვ­ნე­ბის გან­ცდას.
ანტრე­სო­ლის ჩარ­თვა სივ­რცეს და­მა­ტე­ბით გან­ზო­მი­ლე­ბას ანი­ჭებს, აივ­ნებ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლია და­მა­ტე­ბი­თი და­საჯ­დო­მე­ბი სა­ი­და­ნაც კომ­ფორ­ტუ­ლად იშ­ლე­ბა სა­რი­ტუ­ა­ლო სივ­რცე,რო­მე­ლიც მრა­ვალ­მხრი­ვია და იდე­ა­ლუ­რია შეკ­რე­ბე­ბის, სა­თე­მო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის და სხვა კრე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი­სათ­ვის. უკა­ნა მხა­რეს გან­თავ­სე­ბუ­ლია ამაღ­ლე­ბუ­ლი სცე­ნა მომხსე­ნებ­ლე­ბის­თვის, რომ­ლის წინ და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია აუზი, გა­ნათ­ვლის რი­ტუ­ა­ლი­სათ­ვის... 2 კიბე და შშმ პი­რე­ბის­თვის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ლიფ­ტი უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­მი­ვე დო­ნე­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბას დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და ად­გი­ლობ­რი­ვი პერ­სო­ნა­ლის­თვის.ყვე­ლა სარ­თულ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლია სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი ქა­ლე­ბის­თვის და მა­მა­კა­ცე­ბის­თვის ცალ-ცალ­კე.
მე­სა­მე სარ­თუ­ლი ეთ­მო­ბა ოფი­სებს, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს პრაქ­ტი­კულ და ფუნ­ქცი­ურ სივ­რცეს ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის­თვის, ეფექ­ტუ­რო­ბი­სა და პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბის­თვის და ამას­თა­ნა­ვე პა­სუ­ხობს თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ზა­ი­ნის სტან­დარ­ტებს.

მა­სა­ლე­ბი:
ბე­ტო­ნი­სა და ხის, რო­გორც პირ­ვე­ლა­დი მა­სა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა არა მხო­ლოდ ეს­თე­ტი­კურ მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბას მა­ტებს, არა­მედ სიმ­ბო­ლუ­რად წარ­მო­ად­გენს ძა­ლას, ტრა­დი­ცი­ას და თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბას. აქ­ცენ­ტი­რე­ბუ­ლია მი­ნის ჩა­ნარ­თე­ბი, რო­გორ სი­ნათ­ლი­სა და ჰა­ე­როვ­ნე­ბის წყა­რო.
ეს ეკ­ლე­სია თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ზა­ი­ნის ნი­მუ­შია, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლად შთამ­ბეჭ­და­ვია, არა­მედ მიმ­ზიდ­ვე­ლი და სუ­ლი­ე­რად ამაღ­ლე­ბუ­ლი. დიდი შუ­შის ჯვრის ელე­მენ­ტი წინა ფა­სად­ზე არის მთა­ვა­რი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, სიმ­ბო­ლოა რწმე­ნი­სა. დე­ტა­ლებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და გა­აზ­რე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნით, ეს შე­ნო­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს ლა­მაზ და ფუნ­ქცი­ურ სივ­რცეს რე­ლი­გი­უ­რი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის.

მსგავსი სიახლეები