რეკლამა

"იამაყეთ, ხალხო" - UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი, ძღვენი ცუკერბერგს, კასილასის, რამოსის და სხვა ლეგენდების მილოცვა - დიდებული დღე ქართველი სპორტსმენებისთვის (ფოტოები)

"იამაყეთ, ხალხო" - UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი, ძღვენი ცუკერბერგს, კასილასის, რამოსის და სხვა ლეგენდების მილოცვა - დიდებული დღე ქართველი სპორტსმენებისთვის (ფოტოები)
  • 616

UFC-ის ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლე­ბის­თვის და მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის 18 თე­ბერ­ვა­ლი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი დღე იყო. ილია თო­ფუ­რია UFC-ის ქვემ­სუ­ბუ­ქი წო­ნის პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ჩემ­პი­ო­ნი გახ­და და ოქ­როს ქა­მარს და­ე­უფ­ლა.


ილი­ამ ლე­გენ­და­რუ­ლი სპორ­ტსმე­ნი, ავ­სტრა­ლი­ე­ლი ალექ­სან­დრ ვოლ­კა­ნოვ­სკი ნო­კა­უ­ტით და­ა­მარ­ცხა.
ეს ბევ­რის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, რაც ილი­ას გა­ჩემ­პი­ო­ნე­ბის შემ­დეგ დარ­ბაზ­ში მყოფ­თა რე­აქ­ცი­ე­ბი­და­ნაც გა­მოჩ­ნდა. ნა­ხეთ ვი­დეო:



ამა­ღელ­ვე­ბე­ლი იყო ჩემ­პი­ო­ნის სი­ტყვაც გა­მარ­ჯვე­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ:
"გე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ვერ გა­ა­კე­თებ, შენ­ში ეჭვი ეპა­რე­ბათ და შენი არ სჯე­რათ? იცით რა? ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი, ვინც ამ ცხოვ­რე­ბა­ში გჭირ­დე­ბათ, სა­კუ­თა­რი თა­ვია. ენ­დეთ სა­კუ­თარ თავს, იმუ­შა­ვეთ თავ­და­უ­ზო­გა­ვად და ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია.

შე­მომ­ხე­დეთ! მე მჯე­რა ჩემი თა­ვის, ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის. ამ ყვე­ლაფ­რის­თვის და­უ­ღა­ლა­ვად ვშრო­მობ­დი.
ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, რომ ერთ დღეს UFC-ის ჩემ­პი­ო­ნი გავ­ხდე­ბო­დი. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს სა­ი­დან მო­დი­ხარ თუ იცი, სად მი­დი­ხარ", - თქვა ილი­ამ.

ილი­ას გარ­და შთამ­ბეჭ­და­ვი ბრძო­ლა გვაჩ­ვე­ნა UFC-ის კი­დევ ერ­თმა ქარ­თველ­მა მებ­რძოლ­მა, მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა, რომ­ლის ჩხუბ­საც თან შოუს ელე­მენ­ტე­ბი ახ­ლდა. მე­რაბ­მა ამე­რი­კე­ლი ჰენ­რი სეჰუ­დო და­ა­მარ­ცხა. არ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დარ­ბაზ­ში დვა­ლიშ­ვი­ლის სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ Meta-ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, მარკ ცუ­კერ­ბერ­გი იმ­ყო­ფე­ბო­და.

დვა­ლიშ­ვი­ლი კი თან ოქ­ტა­გონ­ზე ჩხუ­ბობ­და და პა­რა­ლე­ლუ­რად მარკს ესა­უბ­რე­ბო­და. გა­მარ­ჯვე­ბის გა­ფორ­მე­ბის შემ­დეგ კი პირ­ვე­ლად ხელი სწო­რედ მას ჩა­მო­არ­თვა.
თა­ვის მხრივ, მარ­კმაც მი­უ­ლო­ცა გა­მარ­ჯვე­ბა. ცუ­კერ­ბერ­გმა მე­რა­ბის შე­სა­ხებ ინ­სტაგ­რამ­ზე სთო­რიც გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

"მე­რაბ­მა გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ თქვა, რომ მისი მი­ზა­ნი ტი­ტუ­ლის მო­გე­ბაა და მი­ა­ნიშ­ნა ამ­ჟა­მინ­დელ ჩემ­პი­ონ­თან შონ ო'მა­ლის­თან ბრძო­ლის სურ­ვილ­ზე. ო'მალი დარ­ბაზ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და თვი­თო­ნაც ადევ­ნებ­და თვალს მე­რა­ბის ბრძო­ლას."ბოლო თვე­ე­ბია, რაც მარკ ცუ­კერ­ბერ­გი ჩემი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია, დღეს კი აქ ჩემი ჩხუ­ბის სა­ნა­ხა­ვად მო­ვი­და. ხომ ხე­დავთ, მძი­მედ არ ვსუნ­თქავ, რად­გან ყო­ველ დღე ვვარ­ჯი­შობ და ვიბ­რძვი.
ჩემი მი­ზა­ნი ყვე­ლა რა­უნდში დო­მი­ნა­ცია და და­მა­ჯე­რებ­ლო­ბაა. 3 რა­უნ­დი არა­ფე­რია, 10-რა­უნ­დი­ა­ნი ბრძო­ლა მო­მე­ცით.
სად არის ჩემ­პი­ო­ნი? მო­იყ­ვა­ნეთ, ახ­ლა­ვე ვე­ჩხუ­ბე­ბი. ჩემი მი­ზა­ნი ტი­ტუ­ლის მო­გე­ბაა.
ყვე­ლა მიყ­ვარ­ხართ. მად­ლო­ბა ღმერ­თს, მად­ლო­ბა UFC-ს", - თქვა მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ.
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლის­თვის შემ­დე­გი ბრძო­ლა სა­ტი­ტუ­ლო იქ­ნე­ბა. ინ­ფორ­მა­ცია და­ა­დას­ტუ­რა UFC-ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, დე­ი­ნა უა­ით­მა. ასე რომ, შე­საძ­ლოა, მალე UFC-ში ორი ჩემ­პი­ო­ნი გვყავ­დეს.

  • გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლი­დან:
გა­საკ­ვი­რი არაა, რომ მე­რა­ბი­სა და ილი­ას წარ­მა­ტე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გან­ხილ­ვის მთა­ვა­რი თე­მაა. ქარ­თველ სპორ­ტსმე­ნებს გა­მარ­ჯვე­ბას ულო­ცა­ვენ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, სპორ­ტსმე­ნე­ბი და სხვა ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი;
მად­რი­დის "რე­ა­ლის" ლე­გენ­და­რუ­ლი მცვე­ლი სერ­ხიო რა­მო­სი "ინ­სტაგ­რამ­ზე" სთორს აქ­ვეყ­ნებს და ილია თო­ფუ­რი­ას გა­მარ­ჯვე­ბას ულო­ცავს: "რა მო­მენ­ტი იყო, ძმაო", - წერს სერ­ხიო. ილი­ას გა­მარ­ჯვე­ბას ულო­ცავს კი­დევ ერთი ეს­პა­ნე­ლი ლე­გენ­და, იკერ კა­სი­ლა­სი. ილი­ას ჩემ­პი­ო­ნო­ბას ულო­ცავს UFC-ის მებ­რძო­ლი, ის­ლამ მა­ხა­ჩე­ვი.
"ია­მა­ყეთ, ხალ­ხო... ასე­თი ბედ­ნი­ე­რი ოლიმ­პი­ა­დის მერე არ ვყო­ფილ­ვარ", - ამ­ბობს ქარ­თვე­ლი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი, ძი­უ­დო­ის­ტი, ლაშა ბე­ქა­უ­რი.

მსგავსი სიახლეები