რეკლამა

"დედაჩემის ორსულობის ფოტოების ძებნა დავიწყე და რომ ვერ ვნახე, ეჭვი გამიჩნდა" - ინტერვიუ ტყუპ დასთან, რომლებიც 2005 წელს სხვადასხვა ოჯახებში გააშვილეს: როგორ იპოვეს ერთმანეთი და რა იციან წარსულზე?

"დედაჩემის ორსულობის ფოტოების ძებნა დავიწყე და რომ ვერ ვნახე, ეჭვი გამიჩნდა" - ინტერვიუ ტყუპ დასთან, რომლებიც 2005 წელს სხვადასხვა ოჯახებში გააშვილეს: როგორ იპოვეს ერთმანეთი და რა იციან წარსულზე?
  • 1 481

მათ გა­სუ­ლი წლის სექ­ტემ­ბერ­ში, 18 წლის ასაკ­ში გა­ი­გეს, რომ ტყუ­პი დები არი­ან, რომ­ლე­ბიც 2005 წელს გა­აშ­ვი­ლეს... ანა ფან­ჩუ­ლი­ძე­ე­ბის ოჯახ­მა იშ­ვი­ლა, ელე­ნე - დე­ი­სა­ძე­ე­ბის. ანას და­ბა­დე­ბის თა­რი­ღად 22 აპ­რი­ლი უწე­რია, ელე­ნეს - 14 თე­ბერ­ვა­ლი.
დღეს ისი­ნი უკვე სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან - ელე­ნე "სე­უ­ში" "ფსი­ქო­ლო­გი­ა­ზე" სწავ­ლობს, ანა თსუ-ში - ინ­გლი­სურ ფი­ლო­ლო­გი­ა­ზე. ერ­თმა­ნე­თი კი პო­პუ­ლა­რულ სო­ცი­ა­ლურ პლატ­ფორ­მა „ტიკ-ტოკ­ზე“ აღ­მო­ა­ჩი­ნეს... ინ­ფორ­მა­ცია არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის "ვე­ძებ" ხელ­მძღვა­ნე­ლის­გან და ჟურ­ნა­ლის­ტის­გან თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძის­გან შე­ვი­ტყვეთ.
უფრო დაწ­ვრი­ლე­ბით თა­ვი­ანთ ამ­ბავს კი ტყუ­პი დები AMBEBI.GE-ს თა­ვად მო­უყვნენ:


ელე­ნე დე­ი­სა­ძე:
- რო­გორც ყვე­ლა ახალ­გაზ­რდა, მეც ვარ "ტიკ-ტო­კის" მომ­ხმა­რე­ბე­ლი. ბევრ ვი­დე­ოს ვტვირ­თავ, მათ შო­რის, სა­ხა­ლი­სო­საც. ერთ-ერთ ვი­დე­ო­ზე ერ­თმა ბავ­შვმა და­მი­კო­მენ­ტა­რა, - დღეს რა გინ­დო­და, კლი­ნი­კა­შიო? გა­ვოც­დი, იმ დღეს არ­სად ვყო­ფილ­ვარ, სა­ერ­თოდ სახ­ლი­დან არ გავ­სულ­ვარ. ალ­ბათ ვი­ღა­ცა­ში გეშ­ლე­ბი-მეთ­ქი. მიმ­ტკი­ცებ­და, რომ მე ვი­ყა­ვი. შემ­დეგ ჩემ­თვის უც­ნო­ბი ანა ფან­ჩუ­ლი­ძე მო­ნიშ­ნა. რო­გორც გა­ირ­კვა, კლი­ნი­კა­ში ანა ყო­ფი­ლა, ის ბავ­შვი კი­დევ მისი ახ­ლო­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა.
ანა:
- ელე­ნეს ვინც და­უ­კო­მენ­ტა­რა, რე­ა­ლუ­რად ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლია. რო­გორც შემ­დეგ მი­თხრეს, ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი თურ­მე ელე­ნეს ვი­დე­ო­ებს დიდი ხა­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში თვალს ადევ­ნებ­დნენ... მათ იცოდ­ნენ სი­მარ­თლე (სა­ერ­თოდ ნა­თე­სა­ო­ბამ) რომ ნაშ­ვი­ლე­ბი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ჩემ­თვის ეს არა­სო­დეს უთ­ქვამთ. ელო­დე­ბოდ­ნენ, მშობ­ლე­ბი ამას თვი­თონ რო­დის მე­ტყოდ­ნენ... მოკ­ლედ, ბი­ძაშ­ვი­ლი მაჩ­ვე­ნებ­და ელე­ნეს ვი­დე­ოს და მე­უბ­ნე­ბო­და - შენ ხარო. მე არ ვარ-მეთ­ქი - კი ვამ­ბობ­დი, მაგ­რამ ფაქ­ტი ის იყო, რომ ელე­ნე ძა­ლი­ან მგავ­და... სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, ვი­ფიქ­რე, მა­მა­ჩე­მის შვი­ლი ხომ არ არის-მეთ­ქი?.. მაგ­რამ მერე ჩავ­თვა­ლე, რომ ადა­მი­ა­ნი უბ­რა­ლოდ მგავს და მორ­ჩა. ელე­ნე და მე დის­ტან­ცი­უ­რად, ვირ­ტუ­ა­ლუ­რად დავ­მე­გობ­რდით. ეს მე­გობ­რო­ბა 2 წელ­ზე ცოტა მეტ ხანს გაგ­რძელ­და. შარ­შან ზა­ფხულს, მი­სა­ღებ გა­მოც­დებს ვა­ბა­რებ­დი. თურ­მე ჩემი მშობ­ლე­ბი იმას ელო­დე­ბოდ­ნენ, ეროვ­ნულ გა­მოც­დებს რო­დის და­ვას­რუ­ლებ­დი, რომ ჩემ­თვის სი­მარ­თლე ეთ­ქვათ, რად­გან სა­ბო­ლო­ოდ გა­ი­გეს, რომ ელე­ნე ჩემი და იყო.

- რო­გორ?
ელე­ნე:
- დე­და­ჩემს ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ვე­სა­უბ­რე­ბო­დი. თურ­მე დედა ელო­დე­ბო­და, ამ კი­თხვას რო­დის დავ­სვამ­დი და ერთ სა­ღა­მო­საც დავ­სვი - დედა აყ­ვა­ნი­ლი ვარ? მა­ნამ­დეც რა­ღაც ეჭ­ვე­ბი მქონ­და, რად­გან დე­და­ჩე­მის ფეხ­მძი­მო­ბის ფოტო ვერ ვნა­ხე. სა­ბო­ლო­ოდ მო­მი­ა­რა რა­ღაც ძლი­ერ­მა გრძნო­ბამ, რომ მეთ­ქვა და ვკი­თხე. მოკ­ლედ, სა­ნამ ანა გა­ი­გებ­და, 2 კვი­რით ადრე მე გა­ვი­გე ეს ამ­ბა­ვი... მერე ანა­მაც და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ აყ­ვა­ნი­ლი იყო... სა­ო­ცა­რი სტრე­სი მქონ­და.
ანა:
- დე­და­ჩე­მის ორ­სუ­ლო­ბის ფო­ტო­ე­ბის ძებ­ნა სახ­ლში მეც და­ვი­წყე და რომ ვერ ვნა­ხე, ეჭვი გა­მიჩ­ნდა. გა­მოც­დე­ბი რომ და­ვამ­თავ­რე, არ ვიცი რა­ტომ, მაგ­რამ ჩემს მშობ­ლებს ვუ­თხა­რი, რომ ელე­ნე ძა­ლი­ან მიყ­ვარს-მეთ­ქი. უნდა გიყ­ვარ­დეს, რად­გან მგო­ნი, შენი და არი­სო.
- მას მერე, რაც ორი­ვეს გამ­ზრდელ­მა მშობ­ლებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს, რომ აყ­ვა­ნი­ლი შვი­ლე­ბი იყა­ვით, რა მოხ­და?
ელე­ნე:
- მე და ანა უკვე პი­რა­დად რომ შევ­ხვდით ერ­თმა­ნეთს, ვა­ტყობ­დით, რომ ში­ნა­გა­ნად ორი­ვე ვღე­ლავ­დით. ისე­თი გრძნო­ბაც იყო, თით­ქოს 18 წელი არც გა­სუ­ლა, უბ­რა­ლოდ ერ­თმა­ნეთს ვიც­ნობ­დით და ერ­თმა­ნე­თი დიდი ხანი არ გვყავ­და ნა­ნა­ხი.
ელე­ნე და ანა
ანა:
- ელე­ნე პი­რის­პირ რომ ვნა­ხე, მე­გო­ნა, სარ­კე­ში ვი­ყუ­რე­ბო­დი, ისე­თი მსგავ­სე­ბა აღ­მო­ვა­ჩი­ნე... ერ­თსა და იმა­ვე მხა­რეს, სა­ხე­ზე, სა­ფეთ­ქელ­თან ხალი გვაქვს და მხა­რებ­ზე პიგმენ­ტურ ლა­ქე­ბი.
- რას მო­გიყ­ვნენ მშობ­ლე­ბი, რო­გორ მოხ­და თქვე­ნი შვი­ლად აყ­ვა­ნა?
ელე­ნე:
- მე თბი­ლის­ში ვიზ­რდე­ბო­დი, ანა - ქუ­თა­ი­სი. მშობ­ლებს ჩემ­თვის დიდი ინ­ფორ­მა­ცია არ მო­უ­წო­დე­ბი­ათ, უბ­რა­ლოდ ვიცი, რომ თბი­ლი­სის ერთ-ერთი სამ­შო­ბი­ა­რო­დან, და­ახ­ლო­ე­ბით 6 თვის ასაკ­ში ვარ წა­მოყ­ვა­ნი­ლი. ეს მოხ­და 2005 წლის ფე­რიც­ვა­ლე­ბა დღეს. იქ ჩემი წონა და სიგ­რძეც უთხრეს, რამ­დე­ნიც და­ვი­ბა­დე (2.600 კგ და 49 სმ). რო­გორც გა­ვი­გე, ზუს­ტად იგი­ვე წონა და სიგ­რძე ყო­ფი­ლა ანაც... დე­და­ჩე­მის­თვის უთ­ქვამთ ჩემი სა­ვა­რა­უ­დო მშობ­ლე­ბის გვა­რე­ბი - მამა - გე­წა­ძე და დედა - შუ­კა­კი­ძე. წარ­მო­შო­ბით სა­ჩხე­რი­დან ყო­ფი­ლან, ხელ­მოკ­ლე ოჯა­ხი და ბავ­შვის შე­ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქო­ნი­ათ.
ანა:
- ჩემი მშობ­ლე­ბის­გან კი მე ეს ვიცი: მრა­ვალ­წლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ ბავ­შვის აყ­ვა­ნა გა­და­წყვი­ტეს. ახ­ლო­ბე­ლი ქალი იყო, რო­მელ­საც მე-5 სამ­შო­ბი­ა­რო­ში გა­სა­ყი­დად პრო­დუქ­ტე­ბი დაჰ­ქონ­და. მის­გან გა­ი­გეს, რომ იქ ბავ­შვი იყო გა­საშ­ვი­ლე­ბე­ლი და ჩემი მშობ­ლე­ბი ვინ­მე ცი­უ­რი ვა­წა­ძეს­თან მი­ვიდ­ნენ (ის ქალი ამ სა­ხე­ლით და გვა­რით გა­ეც­ნო... თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძის დახ­მა­რე­ბით, გა­ირ­კვა, რომ ეს ცი­უ­რი ვა­წა­ძე და­ახ­ლო­ე­ბით 8 წლის გარ­დაც­ვლი­ლია). ქალ­ბა­ტონ­მა ცი­უ­რიმ ჩემი მშობ­ლე­ბი გლ­დან­ში გა­უშ­ვა. ბავ­შვი ერთ-ერთი კორ­პუ­სის ბი­ნა­ში­აო. კორ­პუ­სის ეზო­ში ეკ­ლე­სია ყო­ფი­ლა... იმ ეზო­ში ჩა­მო­უყ­ვა­ნი­ა­ვართ და მო­მა­ვა­ლი მშობ­ლე­ბის­თვის ვუჩ­ვე­ნე­ბი­ვართ. რო­გორც დე­დამ მი­თხრა, უკვე 2 თვის ვი­ყა­ვი. გა­და­წყდა, რომ გარ­კვე­უ­ლი თან­ხის (3800 დო­ლა­რის) სა­ნაც­ვლოდ, იქი­დან მე­ო­რე დღეს წა­მო­მიყ­ვან­დნენ. ოღონდ, გა­აფრ­თხი­ლე­ბი­ათ, ბავ­შვს რა ტან­საც­მე­ლიც აც­ვია, რი­თიც მიგ­ყავთ, უკან უნდა და­აბ­რუ­ნო­თო. ქალი, რო­მე­ლიც გლ­დან­ში ნა­ხეს და ვინც უშუ­ა­ლოდ ჩემს მშობ­ლებს გად­მომ­ცა, ბავ­შვის ძი­ძად გა­ეც­ნო, რო­მე­ლიც მივ­ლი­და. შემ­დეგ უკვე იმ ცი­უ­რი ვა­წა­ძემ, ქალი, ვინც მე-5 სამ­შო­ბი­ა­რო­ში ნა­ხეს, ჩემი და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა გა­უ­კე­თა. უთხრა, თა­რი­ღი თვი­თონ აერ­ჩი­ათ, ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლე­ბის გრა­ფა­ში ჩემი აღ­მზრდე­ლი მშობ­ლე­ბის სა­ხე­ლე­ბი და გვა­რე­ბი ჩა­წე­რეს.
- თი­თო­ე­უ­ლი რო­გორ იზ­რდე­ბო­დით?
ანა:
- ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში ერთ-ერთი დიდი გა­მარ­თლე­ბა ჩვე­ნი მშობ­ლე­ბია. ელე­ნე­საც ძა­ლი­ან კარ­გი მშობ­ლე­ბი ჰყავს, სა­ო­ცა­რი ოჯა­ხი, თბი­ლი. ახლა უკვე ოჯა­ხე­ბით ვმე­გობ­რობთ, გა­ვერ­თი­ან­დით.
ელე­ნე:
- შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ორი­ვემ ლა­ტა­რია მო­ვი­გეთ. ჩემი მშობ­ლე­ბი ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ფერს სა­უ­კე­თე­სოს მაძ­ლევ­დნენ - სა­უ­კე­თე­სო ბაღ­ში, სა­უ­კე­თე­სო სკო­ლა­ში დავ­დი­ო­დი. არა­სო­დეს არა­ვის­გან არა­ფე­რი ზედ­მე­ტი, თუნ­დაც გა­დაკ­ვრით ნათ­ქვა­მი არ მსმე­ნია. წა­მო­ძა­ხე­ბა­ზე ხომ ლა­პა­რა­კი ზედ­მე­ტია, რომ აყ­ვა­ნი­ლი ვარ. მე და ანას ერ­თნა­ი­რი ხა­სი­ა­თე­ბი გვაქვს, ისიც და­ვად­გი­ნეთ, რომ სი­ცხეც კი ერ­თდრო­უ­ლად გვიწ­ვეს. ავად ერთ დროს ვხდე­ბით, ხში­რად არის, რომ მე გულ­ში რა­ღა­ცას ვმღე­რი და ელე­ნე იმას ხმა­მაღ­ლა აგ­რძე­ლებს, ან ერ­თდრო­უ­ლად ვი­წყებთ ერ­თსა და იმა­ვე სიმ­ღე­რას. ვმღე­რით, ვცეკ­ვავთ - ხმის ტემ­ბრიც კი ერ­თნა­ი­რი გვაქვს. ტყუ­პის ფე­ნო­მე­ნი ხომ იცით, ამო­უხ­სნე­ლი რამ არის.

- მას მერე, რაც დიდი პრო­ცენ­ტით და­დას­ტურ­და, რომ ტყუპ და ხართ, მი­ა­კი­თხეთ ჯგუფს „ვე­ძებ“, კერ­ძოდ თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძეს?
ანა:
- დიახ, მი­ვე­დი თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძეს­თან და ჩემი ამ­ბა­ვი მო­ვუ­ყე­ვი. ჩვენ რომ ტყუ­პი ვართ, ამა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ. გა­ვი­კე­თე დნმ-ის ტეს­ტი, რომ მოვ­ძებ­ნოთ ჩვე­ნი ნა­თე­სა­ვე­ბი. ერთ-ერ­თის მშო­ბელ­მა (არ და­ვა­კონ­კრე­ტებთ ვინ) იცო­და, რომ მათი ნაშ­ვი­ლე­ბი გო­გო­ნა რე­ა­ლუ­რად ტყუ­პის ცალი იყო. რომ მისი შვი­ლის ტყუ­პის ცალი სამ­ყა­რო­ში არ­სე­ბობ­და.
- ახლა ეძებთ ბი­ო­ლო­გი­ურ მშობ­ლებს?
ანა:
- ჩვენს აღ­მზრდელ მშობ­ლებს ვე­რა­ვინ შეგ­ვიც­ვლის, ვინც გზრდის, ის არის შენი მშო­ბე­ლი.
ელე­ნე:
- ელე­მენ­ტა­რუ­ლად გვინ­და, გვა­რი მა­ინც გა­ვი­გოთ, რომ ვი­ცო­დეთ, ვინ ვართ. ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს იმის უფ­ლე­ბა, იცო­დეს, ვინ არის. ვინ არი­ან მისი მშობ­ლე­ბი და დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი.
ანა:
- დე­და­ჩე­მი მიყ­ვე­ბა ხოლ­მე, 3 წლის ასაკ­ში თურ­მე აჩე­მე­ბუ­ლი მქო­ნია - მე მყავს ძმა, ცხოვ­რობს თბი­ლის­ში და ჰქვია გი­ორ­გი. იმ პე­რი­ოდ­ში ვცხოვ­რობ­დი ქუ­თა­ის­ში და თბი­ლი­სი არც ვი­ცო­დი რა იყო და სად იყო. უბ­რა­ლოდ ამას ყო­ველ დღე ვი­მე­ო­რებ­დი. დედა ფიქ­რობ­და, რომ ფსი­ქო­ლოგ­თან მი­ვიყ­ვან, ალ­ბათ ქვეც­ნო­ბი­ერ­ში აქვს ჩარ­ჩე­ნი­ლი რა­ღაც, ან იქ­ნებ მარ­თლაც ასე­აო.

ელე­ნე:
- მე ჩემი ტყუ­პის არ­სე­ბო­ბა­ზე მქონ­და ასე­თი ეჭვი. ბავ­შვო­ბი­დან ჩემი საყ­ვა­რე­ლი ფილ­მი იყო ასე­ვე „მახე მშობ­ლე­ბის­თვის“ - სა­დაც ტყუ­პი გო­გო­ნა ერ­თმა­ნეთს ბა­ნაკ­ში აღ­მო­ა­ჩენს. სულ მქონ­და შე­კი­თხვა ჩემს თავ­თან - მეც ხომ არ მყავს ტყუ­პი და?! სა­ნამ მე და ანა გა­ვი­გებ­დით, რომ ნაშ­ვი­ლე­ბი ვი­ყა­ვით, ქუ­ჩა­ში ხში­რად ვხე­დავ­დი ხოლ­მე ტყუ­პებს...
ანა:
- რო­დე­საც დე­და­ჩემ­მა ელე­ნე ნახა, ცუ­დად გახ­და. სა­ერ­თოდ ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნია, ტი­რო­და. ესეც ხომ ჩემი შვი­ლია და 18 წელი ჩემი შვი­ლი რო­გორ ვერ ვი­პო­ვეო. იმე­დი გვაქვს, რომ ჩვენს შე­სა­ხებ კი­დევ მეტს შე­ვი­ტყობთ და სი­მარ­თლე ბო­ლომ­დე გა­ირ­კვე­ვა.

წყარო: ambebi.ge


მსგავსი სიახლეები