რეკლამა

უმძიმეს დანაშაულზე, რომელმაც ქვეყანა შეძრა, განაჩენი გამოცხადდა

უმძიმეს დანაშაულზე, რომელმაც ქვეყანა შეძრა, განაჩენი გამოცხადდა
  • 729

მა­მა­კაცს, რო­მელ­მაც ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე თო­კით მო­ახ­რჩო, შემ­დეგ კი კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით გვა­მი ავ­ტო­მან­ქა­ნის სა­ბარ­გულ­ში მო­ა­თავ­სა, გლ­და­ნის რა­ი­ო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ი­ტა­ნა და ხევ­ში გა­და­აგ­დო, სა­სა­მარ­თლომ 18 წლით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა.
აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.
"თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო.


სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ 2023 წლის 4 ივ­ნისს, თბი­ლის­ში, კუ­კი­ის და­სახ­ლე­ბა­ში, ბრალ­დე­ბულ­მა გენ­დე­რის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე თო­კით მო­ახ­რჩო, შემ­დეგ კი კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით გვა­მი ავ­ტო­მან­ქა­ნის სა­ბარ­გულ­ში მო­ა­თავ­სა, გლ­და­ნის რა­ი­ო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ი­ტა­ნა და ხევ­ში გა­და­აგ­დო.
სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პირი 6 ივ­ნისს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლის "თ“, და "კ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი გენ­დე­რის ნიშ­ნით, ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ) წა­რედ­გი­ნა.
თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბუ­ლი სრუ­ლად ცნო დამ­ნა­შა­ვედ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 18 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა.
პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სას­ჯე­ლის გამ­კაც­რე­ბის მო­თხოვ­ნით სა­ა­პე­ლა­ციო წე­სით გა­ა­სა­ჩივ­რებს“-ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მსგავსი სიახლეები