რეკლამა

"გიამ შარშან 50 000 ლარი გამოიტანა ბანკიდან და მთელი ზაფხული ამ სახლს არემონტებდა... 2023 წელს გეოლოგები მყავდა ნერგეეთში მიყვანილი" - რას ჰყვება მერის წარმომადგენელი?

"გიამ შარშან 50 000 ლარი გამოიტანა ბანკიდან და მთელი ზაფხული ამ სახლს არემონტებდა... 2023 წელს გეოლოგები მყავდა ნერგეეთში მიყვანილი" - რას ჰყვება მერის წარმომადგენელი?
  • 3 519

ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნერ­გე­ეთ­ში მე­წყე­რი 7 თე­ბერ­ვალს, ღა­მით ჩა­მოწ­ვა. მე­წყერ­მა 4 სახ­ლი მო­ი­ყო­ლა. მაშ­ვე­ლებ­მა ერთი ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს. სტი­ქი­ას 9 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნერ­გე­ეთ­ში მე­წყრის სი­მაღ­ლე 30 მეტ­რია, მე­წყრუ­ლი მა­სის სა­ო­რი­ენ­ტა­ციო მო­ცუ­ლო­ბა კი 150 000 მ3-ს შე­ად­გენს. მი­წის მასა ჩა­მოშ­ლი­ლია გზის და­ახ­ლო­ე­ბით, 200-მეტ­რი­ან მო­ნაკ­ვეთ­ზე.
მე­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სო­ფელ ნერ­გე­ეთ­ში გოჩა გო­გო­ლა­ძე:
- სო­ფელ ნერ­გე­ეთ­ში დას­რულ­და სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და ნა­პოვ­ნია ყვე­ლა გარ­დაც­ვლი­ლის ცხე­და­რი. უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია ტრი­ა­ლებს სო­ფელ­ში და მარ­თლა მი­ჭირს სა­უ­ბა­რი. სი­ტყვე­ბი არ მაქვს. რა უნდა ვთქვა, ამ მწა­რე რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე ვდგა­ვართ და სა­უ­ბე­დუ­როდ ვე­რა­ფერს შევ­ცვლით.
- ბა­ტო­ნო გოჩა, ხომ არ დაგ­ჭირ­დათ სოფ­ლი­დან სხვა ოჯა­ხე­ბის გა­სახ­ლე­ბა?

- დიახ, 8 ოჯა­ხი გა­ვიყ­ვა­ნეთ თა­ვი­ან­თი სახ­ლე­ბი­დან და ყვე­ლა და­ბი­ნა­ვე­ბუ­ლია. იქ არა­ვინ არის ამ წუ­თას, მიმ­დე­ბა­რედ ვინც იყო ის ოჯა­ხე­ბი. მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა რო­ბა­ქი­ძე­ე­ბი არი­ან, ერ­თია სო­სე­ლი­ას ოჯა­ხი. ამ უბან­ში ძი­რი­თა­დად რო­ბა­ქი­ძე­ე­ბი ცხოვ­რო­ბენ. ზო­გი­ერ­თი სახ­ლი და­ზი­ან­და, ხალ­ხი ისეა შე­ში­ნე­ბუ­ლი, რომ და­ტო­ვა იქა­უ­რო­ბა. ამ დრომ­დე კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა ავთო რო­ბა­ქი­ძე, რო­მე­ლიც მარ­თლა სას­წა­უ­ლად გა­და­ურ­ჩა სიკ­ვდილს. სამ­წუ­ხა­როდ უბე­დურ შემ­თხვე­ვას შე­ე­წი­რა მისი 20 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ნი­ა­კო და ავ­თოს მე­უღ­ლე. ავ­თოს სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა, მას მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი აქვს, კლი­ნი­კა­ში რჩე­ბა და ჯერ არ აქვს ინ­ფორ­მა­ცია ოჯა­ხის წევ­რე­ბის და­ღუპ­ვა­ზე. ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი მას დღეს უნდა უთხრან. დედა- შვი­ლის და ავ­თოს დე­დის დაკ­რძალ­ვა სამ­შა­ბათს არის გა­და­წყვე­ტი­ლი.

ნია რო­ბა­ქი­ძე და დე­და­მი­სი
გუ­შინ იტა­ლი­ი­დან ჩა­მო­ვი­და და­ღუ­პუ­ლი სამი არას­რულ­წლოვ­ნის დედა, რო­მელ­საც ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი დახ­ვდა. ოჯა­ხის ოთხი წევ­რი ჰყავს მას გარ­დაც­ვლი­ლი, მე­უღ­ლე და სამი უსაყ­ვარ­ლე­სი შვი­ლი. რა უნდა უთხრა ასეთ დროს ადა­მი­ანს. ცხედ­რე­ბი გვერ­დით სო­ფელ­ში, დიმ­შია გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი მა­მი­დის სახ­ლში და იქი­დან მოხ­დე­ბა გას­ვე­ნე­ბა. კი­დევ ორი გარ­დაც­ვლი­ლი დედა-შვი­ლია, ზოია ქა­ჯა­ია და მისი დედა, შუ­შა­ნა უკ­ლე­ბა. სამი ოჯა­ხი­დან 9 ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი. მარ­თლა ძა­ლი­ან მი­ჭირს ამა­ზე სა­უ­ბა­რი. ძა­ლი­ან ცუ­დად ვარ.
- ბა­ტო­ნო გოჩა, თუ გქონ­დათ ინ­ფორ­მა­ცია, რომ ეს სა­ში­ში ად­გი­ლი იყო? ამ­ბო­ბენ, რომ 2023 წლის ბი­უ­ლე­ტენ­ში ასა­ხუ­ლია, რომ მე­წყერ­სა­ში­ში ზონა იყო და ასე­თი სა­ში­ში ად­გი­ლე­ბი ბევ­რია თქვენს სო­ფელ­ში?
- არა­სო­დეს არ ყო­ფი­ლა კონ­კრე­ტუ­ლად ეს ად­გი­ლი გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი მე­წყერ­სა­ში­ში ზო­ნად. გე­ო­ლო­გე­ბი ამოწ­მე­ბენ, მაგ­რამ ჩვენ ეს ინ­ფორ­მა­ცია არ გვქო­ნია. ასე­თი დას­კვნა არ მი­ნა­ხავს და არ გა­მი­გია, რომ მთას პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და. მარ­თლა არა­ფე­რი ვიცი და სა­ი­დან წა­მო­ვი­და ეს სა­უ­ბა­რი არ ვიცი. რა­ი­მე პრობ­ლე­მა რომ ყო­ფი­ლი­ყო, რო­გორ ფიქ­რობთ გია რო­ბა­ქი­ძე, რო­მე­ლიც ამ ტრა­გე­დი­ას შე­ე­წი­რა თა­ვი­სი სამი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შვი­ლით იმ სახ­ლს გა­ა­რე­მონ­ტებ­და? შარ­შან 50 000 ლარი გა­მო­ი­ტა­ნა ბან­კი­დან სეს­ხი და მთე­ლი ზა­ფხუ­ლი არე­მონ­ტებ­და. ყვე­ლა­ფე­რი მო­ა­წყო. საფრ­თხე რომ ყო­ფი­ლი­ყო და სა­ში­ში ად­გი­ლი, რე­მონტს გა­ა­კე­თებ­და? ახა­ლი გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი სახ­ლი ჰქონ­და, ამი­ტომ იყო მისი მე­უღ­ლე იტა­ლი­ა­ში სა­მუ­შა­ოდ წა­სუ­ლი. ალ­ბათ ნა­ხეთ ტრა­გე­დი­ის ად­გი­ლი. რო­ბა­ქი­ძე­ე­ბის სახ­ლი­დან 30-40 მეტრშია ის მთა, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად მო­წყდა. ბავ­შვე­ბის მამა, გია სულ ადი­ო­და იმ მთა­ზე, სა­ქო­ნე­ლი ყავ­და, აბა­ლა­ხებ­და, ხომ შე­ხე­დავ­და თუ იყო პრობ­ლე­მა, მაგ­რამ მოხ­და რა­ღაც სას­წა­უ­ლი მოწ­მენ­დილ ცაზე, ამა­ზე ინ­ფორ­მა­ცია ჩვენ არ გვქონ­და.
- დარ­გის ექ­სპერ­ტე­ბი, ამ­ბო­ბენ, რომ 2023 წლის ბი­უ­ლე­ტენ­ში მო­ნიშ­ნუ­ლი იყო ეს ად­გი­ლი რო­გორც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­შიშ ზო­ნად
- მარ­თლა არ ვიცი სა­ი­დან წა­მო­ვი­და და ვინ დადო ეს დას­კვნე­ბი. ჩე­მამ­დე ეს ინ­ფორ­მა­ცია არ იყო მო­სუ­ლი. ნერ­გე­ე­თი მთლი­ა­ნად სო­ფე­ლი 2 კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი სო­ფე­ლია, მაგ­რამ ეს ად­გი­ლი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა სა­ეჭ­ვო. არც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­გან მსმე­ნია ასეთ სა­შიშ­რო­ე­ბა­ზე. მეც ვცხოვ­რობ ნერ­გე­ეთ­ში, სა­დაც სტი­ქია მოხ­და იქი­დან 400 მეტრში და არა­სო­დეს გა­მი­გია, რომ ჩემს სო­ფელს რა­ღაც პრობ­ლე­მა ჰქონ­და. 2023 წელს, შარ­შან, გე­ო­ლო­გე­ბი მყავ­და მიყ­ვა­ნი­ლი იმ ტე­რი­ტო­რი­ი­დან ცოტა ქვე­მოთ მიყ­ვა­ნი­ლი შე­სა­მოწ­მებ­ლად, რად­გან ქვე­მოთ მა­ცხოვ­რე­ბელ­მა და­წე­რა გან­ცხა­დე­ბა, შე­მოწ­მე­ბას ითხოვ­და, მო­ვიყ­ვა­ნეთ გე­ო­ლო­გე­ბი და მსგავ­სი რამ მათ არ უთ­ქვამთ. თქვეს რომ ქვა­თაც­ვე­ნის სა­შიშ­რო­ე­ბა იყო და შე­იძ­ლე­ბო­და საყ­რდე­ნი კედ­ლის აშე­ნე­ბა, თო­რემ ასე­თი რამ არ ყო­ფი­ლა. არც მო­სახ­ლე­ო­ბას შე­მო­უ­ტა­ნია გან­ცხა­დე­ბა არას­დროს რომ რამე სა­ში­ში იყო.
გია რო­ბა­ქი­ძე, შვი­ლებ­თან ერ­თად
- თქვენ აღ­ნიშ­ნეთ 8 ოჯა­ხი გა­ვა­სახ­ლეთ ამ ტრა­გე­დი­ის მე­რეო, მათი სახ­ლე­ბიც და­ზი­ან­და?
- ზო­გი­ერ­თი და­ზი­ან­და, ამ ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბაა სო­ფელ­ში, რომ ხალ­ხი შე­ში­ნე­ბუ­ლია. აღარ უნდა იქა გა­ჩერ­დეს. ზო­გი­ერ­თი სახ­ლი გა­დარ­ჩა ისე რომ არ და­მუქ­რე­ბია სა­შიშ­რო­ე­ბა. ძი­რი­თა­დად 4 სახ­ლი ჩა­ი­ტა­ნა მთლი­ა­ნად, აქე­დან სამ ოჯახ­ში ცხოვ­რობ­და ხალ­ხი, ერთ ოჯახს აგა­რა­კი აქვს, ხის სახ­ლი, ისი­ნი ქუ­თა­ის­ში ცხოვ­რო­ბენ, ზა­ფხულ­ში ამო­დი­ან სო­ფელ­ში, ვე­ნა­ხი ჰქონ­დათ მე­ურ­ნე­ო­ბა და იქ არა­ვინ იყო. სა­ში­ნე­ლე­ბაა, გა­აზ­რე­ბაც მი­ჭირს ამ ტრა­გე­დი­ის. რა უნდა უთხრა დე­დას, რო­მე­ლიც შვი­ლე­ბის­თვის შრო­მობ­და და ამის­თვის იყო წა­სუ­ლი ქვეყ­ნი­დან. ეს ბავ­შვე­ბი ჩემს თვალ­წინ გა­ი­ზარ­დნენ. ჩემი შვი­ლი და დათო მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. მე­თერ­თმე­ტე კლას­ში სწავ­ლობ­და, მე­ო­რე დღეს და­ბა­დე­ბის დღე­ზე ერ­თად უნდა წა­სუ­ლიყ­ვნენ. ისე­თი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი და საყ­ვა­რე­ლი ბიჭი იყო, რამ­ხე­ლა ვაჟ­კა­ცი, რომ შევ­ხე­დავ­დი სულ ვე­ფე­რე­ბო­დი. ტყუ­პი გო­გო­ნე­ბი მე­ცხრე კლას­ში იყ­ვნენ.
2 სა­ათ­ზე გა­ვი­გე, რომ ეს სა­ში­ნე­ლე­ბა მოხ­და, რომ მი­ვე­დი ყვე­ლა­ფე­რი მი­წას­თან გას­წო­რე­ბუ­ლი დამ­ხვდა. მთე­ლი სო­ფე­ლი გა­მო­ვი­და, მაგ­რამ მწა­რე რე­ა­ლო­ბა დაგ­ვხვდა. დღი­სით რომ მომ­ხდა­რი­ყო ვფიქ­რობ ამ­ხე­ლა ტრა­გე­დია არ იქ­ნე­ბო­და, ბავ­შვე­ბი სკო­ლა­ში იქ­ნე­ბოდ­ნენ, გიაც შე­იძ­ლე­ბა გა­რეთ ყო­ფი­ლი­ყო, სხვე­ბიც გა­რეთ ყო­ფი­ლიყ­ვნენ და შე­იძ­ლე­ბო­და ეს უბე­დუ­რე­ბა აგ­ვე­ცი­ლე­ბი­ნა, გა­დარ­ჩე­ბოდ­ნენ. ბავ­შვებს სა­წოლ­ში ეძი­ნათ ეს რომ მოხ­და. რომ ვნა­ხე მძი­ნა­რე ლე­იბ­ში იყო გახ­ვე­უ­ლი. ერ­თად ვი­პო­ვეთ ყვე­ლა­ნი. გა­აზ­რე­ბაც კი არ მინ­და, ოღონდ გა­დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ ეს ბავ­შვე­ბი და ჩემ­თვის წა­ერ­თმია სი­ცო­ცხლე. კვი­რას არის დაკ­რძალ­ვა გიას და მისი სამი შვი­ლის. ხვალ კი დედა-შვილს დავ­კრძა­ლავთ. ნი­ა­კოს, მის დე­დას და ბე­ბი­ას სამ­შა­ბათს. ავთო რო­ბა­ქი­ძე გო­ნე­ბა­ზე იყო, ეტყო­ბა რა­ღაც ტალ­ღამ პირ­ვე­ლად ის გა­მო­აგ­დო სახ­ლი­დან და სას­წა­უ­ლად გა­დარ­ჩა. მაშ­ვე­ლებ­მა მო­უს­წრეს და დამ­ტვრე­უ­ლი კლი­ნი­კა­ში ამ დრომ­დე რჩე­ბა. მან არ იცის ეს სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი და დღეს უნდა უთხრან. მაშ­ვე­ლებ­მა მუ­შა­ო­ბა უკვე და­ას­რუ­ლეს. სა­უბ­რის ძა­ლაც არ მაქვს ახლა, მეტი რა უნდა გი­თხრათ.

მსგავსი სიახლეები