რეკლამა

ბათუმში დააკავეს კაცი, რომელმაც ცოლის 15 წლის დისშვილი სექსუალურად შეავიწროვა - "მას შემდეგ, რაც გოგონამ მომხდარი დეიდას მოუყვა, ქალი მას ფიზიკურად გაუსწორდა"

ბათუმში დააკავეს კაცი, რომელმაც ცოლის 15 წლის დისშვილი სექსუალურად შეავიწროვა - "მას შემდეგ, რაც გოგონამ მომხდარი დეიდას მოუყვა, ქალი მას ფიზიკურად გაუსწორდა"
  • 643

ბა­თუმ­ში შუ­ახ­ნის მა­მა­კა­ცი ცო­ლის 15 წლის დის­შვი­ლის სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბის ფაქ­ტზე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­ა­კა­ვეს. ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა “სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის” 138 -ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვარ ქმე­დე­ბას გუ­ლის­ხმობს. შუ­ახ­ნის მა­მა­კა­ცი უკვე პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა.
შემ­თხვე­ვა ბა­თუმ­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ნას დე­ი­დამ მომ­ხდა­რის შე­ტყო­ბი­ნე­ბის შემ­დეგ, არას­რულ­წლო­ვან დის­შვილ­ზე ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­და, რის გა­მოც დე­ი­დას მი­მარ­თაც სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო.

მსგავსი სიახლეები