რეკლამა

რა ნარკოგარიგებაში ედება ბრალი აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილის ქა­ლიშ­ვი­ლს, რომელსაც დიდი სკანდალი მოჰყვა - ორი­ვემ მო­იხ­მა­რა ნარ­კო­ტი­კი, რის შემ­დგო­მაც ერთ-ერთი ზე­დო­ზი­რე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა...

რა ნარკოგარიგებაში ედება ბრალი აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილის ქა­ლიშ­ვი­ლს, რომელსაც დიდი სკანდალი მოჰყვა - ორი­ვემ მო­იხ­მა­რა ნარ­კო­ტი­კი, რის შემ­დგო­მაც ერთ-ერთი ზე­დო­ზი­რე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა...
  • 734

აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო­ში კულ­ტუ­რის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი თა­მარ გუ­დავა თა­ნამ­დე­ბო­ბას ტო­ვებს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თა­მარ გუ­და­ვას ქა­ლიშ­ვი­ლი ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. მან გა­ნა­ცხა­და, რომ გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე სა­მი­ნის­ტრო­ში და­კა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ი­დან მი­დის.
"მე­გობ­რე­ბო, ვარ მთლი­ა­ნად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი! პირ­ველ რიგ­ში იმი­ტომ, რომ მე თა­ვად არ ვიცი რა უბე­დუ­რე­ბა ხდე­ბა ჩემს თავს! მეც ახლა ვარ­კვევ სი­ტუ­ა­ცი­ას. მინ­და იცო­დეთ, რომ თუ და­დას­ტურ­და ინ­ფორ­მა­ცია ჩემი უფ­რო­სი შვი­ლის რა­ი­მე სა­ხის ბრა­ლე­უ­ლო­ბა­ზე, ის აუ­ცი­ლებ­ლად აგებს მკაც­რად პა­სუხს კა­ნო­ნის წი­ნა­შე! ყვე­ლა­ნა­ი­რი უხერ­ხუ­ლო­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ვწერ გან­ცხა­დე­ბას და მივ­დი­ვარ კულ­ტუ­რის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის პო­ზი­ცი­ი­დან" - აცხა­დებს თა­მარ გუ­და­ვა.
საქ­მე ეხე­ბა ფაქტს, რო­მელ­ზეც დღეს პრო­კუ­რა­ტუ­რამ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა. კერ­ძოდ, ორმა პირ­მა ნარ­კო­ტი­კი გა­სა­ღე­ბის მიზ­ნით კონ­კრე­ტულ ლო­კა­ცი­ა­ზე მო­ა­თავ­სეს, შემ­დეგ კი თა­ვად მო­იხ­მა­რეს, რა დრო­საც ერთ-ერთი მათ­გა­ნი ზე­დო­ზი­რე­ბით და­ი­ღუ­პა.
კერ­ძოდ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 1 მარტს, ორმა პირ­მა, შემ­დგომ­ში გა­სა­ღე­ბის მიზ­ნით, პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პა­კე­ტებ­ში და­ფა­სო­ე­ბუ­ლი დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა მე­თა­დო­ნი (ფუძე) სამ­ტრე­დი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში მი­ი­ტა­ნეს და მდი­ნა­რის პი­რას ე.წ. "ლო­კა­ცი­ებ­ზე" გა­ნა­თავ­სეს.
გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, მათ ტე­ლე­ფო­ნის ფო­ტო­კა­მე­რით, ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის კო­ორ­დი­ნა­ტე­ბის მი­თი­თე­ბით, თი­თო­ე­ულ ლო­კა­ცი­ას ფო­ტო­სუ­რა­თი გა­და­უ­ღეს, რათა შემ­დგომ­ში ისი­ნი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შემ­ძე­ნი პი­რე­ბის­თვის გა­და­ეგ­ზავ­ნათ.
გა­მო­ძი­ე­ბის მიერ ამ დრო­ის­თვის მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დგომ ორი­ვე პირ­მა მო­იხ­მა­რა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა, რის შემ­დგო­მაც ერთ-ერთი მათ­გა­ნი სა­ვა­რა­უ­დოდ ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­დო­ზი­რე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა.
"სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი 2 მარტს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19, 260-ე მუხ­ლის მე­ხუ­თე ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით და მეშ­ვი­დე ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით (გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ჯგუ­ფუ­რად გა­სა­ღე­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტი) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად თო­თხმე­ტი­დან ოც წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­უ­ფარ­და" - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.
ambebi.ge

მსგავსი სიახლეები