რეკლამა

ამ ორცხობილას ანგელოზის თვალებს ეძახიან. მართლაც ძალიან ლამაზი და გემრიელი გამოდის.

ამ ორცხობილას ანგელოზის თვალებს ეძახიან. მართლაც ძალიან ლამაზი და გემრიელი გამოდის.
  • 233

საშობაო ორცხობილას გაკეთების ტრადიცია არსებობს ყველა ქრისტიანულ ქვეყანაში. ავიღოთ გერმანული კლასიკური და ფხვიერი ორცხობილა – ,,ანგელოზის თვალები”.
ეს ნამცხვარი სწრაფად კეთდება და მას ნებისმიერი ჯემი ან მურაბა უხდება. ასევე მარმელადი და შოკოლადიც კი. თქვენ მხოლოდ თხუთმეტი წუთი დაგჭირდებათ, რათა დააყენოთ გემრიელი ორცხობილების მთელი მთა. გამოიყენეთ სხვადასხვა სახეობის შიგთავსი, იმისთვის, რომ მრავალფეროვნებას მიაღწიოთ.
ინგრდიენტები
125 გრამი ხორბლის ფქვილი
50 გრამი შაქრის პუდრა
90 გრამი კარაქი
25 გრამი ნუში
ერთი ცალი კვერცხის გული
მარწყვის ჯემი – გემოვნებით
მომზადება
გაცერით ფქვილი საცერში, შემდეგ ფქვილის ბორცვში პატარა ჩაღრმავება გააკეთეთ. ჩაასხით მასში კვერცხის გული, ჩაალაგეთ დარბილებული კარაქის კუბები, ჩააარეთ შაქრის პუდრა და დაფქული ნუში. გულმოდინდ მოზილეთ ცომი და შედგით მაცივარში ერთი საათით.
ცომისგან გააკეთეთ ბერძნული კაკლის ზომის ბურთულები, მსუბუქად გააბრტყელეთ ხელით და საცხობზე დაალაგეთ, რომელზეც პერგამენტი ეფინება.
დიდი ხის კოვზის ბოლოთი დააწექით ცომს და თითო ბურთში გააკეთეთ პატარა ღრმული. ჩაასხით ნებისმიერი ჯემი და შედგით 175 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში15 წუთით.
დაელოდეთ, სანამ ორცხობილა გაცივდება, ჯემი კი – შეშრება. შედეგ ის მიიტანეთ სუფრასთან.




საინტერესო ფაქტი: ამ ორცხობილას კიდევ ერთი სახალისო დასახელება აქვს – ,,ჰუსარული” ან ,,თვალები წრეგადასული ღამის შემდეგ”. არის ამაში რაღაც სიმართლე, ასე არაა?!
გასინჯეთ ეს ნაზი ტკბილეული და გაუზიარეთ მისი რეცეპტი მეგობრებს!

მსგავსი სიახლეები