"თუ ვინმე ჰაერიდან შემოგვიტევს, მაქსიმუმ მექრთამე მინისტრები ვესროლოთ" - რას წერს ალეკო ელისაშვილი
"მოქალაქეების" ლიდერი, ალექსანდრე ელისაშვილი ისრაელის მიერ ირანის შეტევის მოგერიებას ეხმიანება და აღნიშნულ კონტექსტში წერს, რომ "ქართულ ოცნებას" ქვეყნის დასაცავად მმართველობის პერიოდში "არაფერი სერიოზული" არ უყიდია.
"საოცარი ქვეყანაა ისრაელი. ათობით დრონი და 300 მდე სხვადასხვა სისტემის რაკეტა ესროლეს და თითქმის ყველა ჰაერშივე გაანადგურა. 12 წელია ოცნება ხელისუფლებაშია და საერთოდ არაფერი უყიდია ქვეყნის დასაცავად. დიახ, არაფერი სერიოზული და ანგარიშგასაწევი.