რეკლამა

"ყოველთვის მინდოდა დიდი მკერდი, ამიტომ 21 წლის ასაკში პირველად გავიდიდე" - მეგან ფოქსმა დუმილი დაარღვია და პლასტიკურ ოპერაციებზე საჯაროდ ალაპარაკდა

"ყოველთვის მინდოდა დიდი მკერდი, ამიტომ 21 წლის ასაკში პირველად გავიდიდე" - მეგან ფოქსმა დუმილი დაარღვია და პლასტიკურ ოპერაციებზე საჯაროდ ალაპარაკდა
  • 226

მე­გან ფოქ­სი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აო­ცებ­და თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს თა­ვი­სი მუდ­მი­ვად ცვა­ლე­ბა­დი გა­რეგ­ნო­ბით - ყვე­ლა ამ­ბობ­და, რომ ვარ­სკვლა­ვი პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის შე­დე­გად ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა. მაგ­რამ, ცოტა ხნის წინ, Super Bowl-ის შემ­დეგ გა­მარ­თულ წვე­უ­ლე­ბა­ზე მის­მა გა­მო­ჩე­ნამ დიდი კრი­ტი­კა და­იმ­სა­ხუ­რა: პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გე­ბიც კი თვლიდ­ნენ, რომ მას ცხვი­რის ოპე­რა­ცია და ლო­ყე­ბის შე­მავ­სე­ბე­ლი გა­ი­კე­თა.


მსა­ხი­ობს ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ჯა­როდ არას­დროს უსა­უბ­რია, თუმ­ცა ამ­ჯე­რად მე­გან­მა დუ­მი­ლის დარ­ღვე­ვა ამ­ჯო­ბი­ნა და პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ებ­ზე ხმა­მაღ­ლა ისა­უბ­რა: მისი თქმით, ყვე­ლა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბის თან­ხა მკერ­დის ოპე­რა­ცი­ა­ზე და­ხარ­ჯა, ისიც აღა­ი­რა, რომ წლე­ბის წინ რი­ნოპ­ლას­ტი­კა გა­ი­კე­თა. მსა­ხი­ო­ბი ამ­ბობს, რომ უპი­რა­ტე­სო­ბა არა­ქი­რურ­გი­ულ პრო­ცე­დუ­რებს ანი­ჭებს, რად­გან ანეს­თე­ზი­ის ბავ­შვო­ბი­დან ეში­ნია.

"წარ­ბის რე­გუ­ლა­რუ­ლი აწე­ვა არ მაქვს, ძა­ფე­ბი არას­დროს გა­მი­კე­თე­ბია. უბ­რა­ლოდ არ მჯე­რა მათი ეფექ­ტუ­რო­ბის. არც ბი­შექ­ტო­მია გა­მი­კე­თე­ბია. ზედ­მე­ტად გამ­ხდა­რი ვარ და ორ­გა­ნიზ­მი­დან ცხი­მის ამო­ღე­ბა ნამ­დვი­ლად არ მომ­ცემს კარგ შე­დეგს.


ყო­ველ­თვის მინ­დო­და დიდი მკერ­დი, ამი­ტომ 21 წლის ასაკ­ში პირ­ვე­ლად გა­ვი­დი­დე - ეს ოპე­რა­ცია სულ ორ­ჯერ მაქვს გა­კე­თე­ბუ­ლი. არ მიყ­ვარს ოპე­რა­ცია - ჩემი სხე­უ­ლი კარ­გად არ რე­ა­გი­რებს ზო­გად ანეს­თე­ზი­ა­ზე.

მე მო­ვუ­წო­დებ ნე­ბის­მი­ერს, პირ­ველ რიგ­ში ისა­უბ­როს თე­რა­პევტთან, შე­ე­ცა­დოს გა­არ­კვი­ოს, სა­ი­დან მო­დის ეს სურ­ვი­ლი, რად­გან ხში­რად ეს არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შენს მკერდთან, ცხვირ­თან ან ნი­კა­პთან - ოპე­რა­ცია არ შე­ამ­სუ­ბუ­ქებს ამ კომ­პლექ­სებს" - თქვა მე­გან­მა.

მსგავსი სიახლეები