უბედური შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტში - მამაკაცი ხელის ტრაქტორმა ჩაითრია და გარდაიცვალა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისში მომხდარ უბედურ შემთხვევას 46 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გოგა კასრაძე საკუთარ მიწის ნაკვეთს ე.წ. ხელის ტრაქტორით ამუშავებდა, რა დროსაც ტრაქტორის სახნავმა მექანიზმმა ჩაითრია. ოჯახის წევრებმა კასრაძე გარდაცვლილი იპოვეს.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. კასრაძე, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან დევნილი იყო, სოფელ ახრისში მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობდა.