რეკლამა

„არ ვიცი ვისზე ვიტირო, შენზე – ფერადო გოგოვ, შენს პატარა ანგელოზზე თუ დედაშენზე“ – თბილისში ვირუსის გართულების შედეგად დაღუპულ გოგოს მეგობრები ემშვიდობებიან

„არ ვიცი ვისზე ვიტირო, შენზე – ფერადო გოგოვ, შენს პატარა ანგელოზზე თუ დედაშენზე“ – თბილისში ვირუსის გართულების შედეგად დაღუპულ გოგოს მეგობრები ემშვიდობებიან
  • 632

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. გავრცელებული ცნობით, ვირუსის გართულებით ახალგაზრდა გოგო, ნაია კახაძე დაიღუპა. მას მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
დაღუპულ გოგოს მისი მეგობრები და ახლობლები ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან:
„ასეთი მემახსოვრები ყოველი დღე გამახსენდა ერთად გატარებული, მადლობა ამდენი კარგი მოგონებებისთვის მშვიდობით ჩემო კეთილო და ლამაზო გოგო. სიკვდილი ყოველდღიურობად იქცა, გააძლიერე შენი ოჯახი და განსაკუთრებით შენი ძვირფასი შვილი!“,
„გული გასკდა… ჩვენო ლამაზო გოგო, ჯერ პატარა იყავი, რა დროს შენი სიკვდილია, რა ნუგეში მივცეთ შენ ტკბილ ოჯახს და იმ ანგელოზ შვილს. ნათელში იყოს შენი სპეტაკი სული“,,
„თითოეულმა სიტყვამ ელფერი დაკარგა…..მშვიდობით, ჩემო ძვირფასო მეგობარო! რთულია იმის გააზრება, რომ ვეღარასდროს შემომივა შენგან ზარი: „მარი, შესვენებაზე ვარ და გცალია, რომ მოვიდე?!“… ვეღარ გადავეშვებით საინტერესო საუბრების უკიდეგანო მორევში…. სხვა აღარაფერი დამრჩენია, გარდა მოგონებების შეგროვებისა, რაც შენთან მაკავშირებს….“,
„დავმუნჯდი, სული გამეყინა, არ ვიცი ვისზე ვიტირო, შენზე – ფერადო გოგოვ, შენს პატარა ანგელოზზე თუ დედაშენზე, ყველა მეცოდებით, ვინ როგორ ვანუგეშო. ჩემს მეხსიერებაში ისევ ისეთი, ლურჯთვალა, ხვეული, ულამაზეს ფერიად დარჩები, განისვენე ტკბილად“,
„მშვიდად განისვენე ანგელოზებს შორის, გამძლეობა შენს დედ-მამას და პატარა შვილს“,
„ნეტა დღეს ასე არ მენახე ჩემო ციმციმა გოგო, შენ ყოველთვის აქტიური მოუსვენარი და სიცოცხლით სავსე იყავი დღეს ძალიან გამიჭირდა შენი ამ მდგომარეობაში დანახვა. ყველაფერს წარმოვიდგენდი და დავიჯერებდი, მაგრამ ამას ვერ ვიჯერებ…შენ ხომ ჯერ ცხოვრება წინ გქონდა, ნუთუ ეს უნდა მომხდარიყო… ყველაზე თბილი სიცოცხლით სავსე და მოღიმარი გვემახსოვრები ჩემო ციმციმა გოგო წარმოუდგენლად დიდი ტკივილი დატოვე თითოეულ ჩვენგანში…“,- წერენ დაღუპულის მეგობრები.

მსგავსი სიახლეები