რეკლამა

"დღესდღეობით, ჩემი ბილწსიტყვაობა უკვე მისაღებია. ხალხს ჩემი ლექსიკონი ისე შევაჩვიე, რომ უკვე აღარ უკვირთ"

"დღესდღეობით, ჩემი ბილწსიტყვაობა უკვე მისაღებია. ხალხს ჩემი ლექსიკონი ისე შევაჩვიე, რომ უკვე აღარ უკვირთ"
  • 958

"პრაიმ ჰაუსის" პირველი სეზონის ფინალისტი - ანი ყიფშიძე რეალითი შოუში მონაწილეობის შემდეგ, სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით აქტიურობს. როგორც გვითხრა, დღე-ღამის განმავლობაში სოციალურ ქსელებს 16 საათს უთმობს... ამჟამად ანი "პრაიმ ჰაუსის" ბოლო სეზონში - All Star-ში მონაწილეობას აპირებს, სადაც მისი კონკურენტები 4 სეზონის ყველაზე ძლიერი და დასამახსოვრებელი მონაწილეები იქნებიან...
- სხვათა შორის, ზუსტად ვიცოდი, რომ დაიწყებოდა სეზონი, სადაც ყველა პრაიმჰაუსელი შევიკრიბებოდით. რაკი პროექტში ერთხელ ვერ გავიმარჯვე, მეორედ მოვიგებ! ყოველ შემთხვევაში, ამის დიდი იმედი მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი კონკურენციაა. დღესდღეობით, გარშემო ისეთი მაგარი საზოგადოება მყავს, რომ "პრაიმ ჰაუსის" Aლლ შტარ-ში აუცილებლად უნდა გავიმარჯვო.
- ყველაზე ძლიერ კონკურენტად ვის მიიჩნევ?


- ერთი ძლიერი კონკურენტი იყო, ისიც - გიორგი ნაზღაიძე (იღიმის).
- თქვენ შორის ურთიერთობა როგორ "დათბა"? როგორც ვიცი, გარკვეული პერიოდი სოციალურ ქსელში "დაბლოკილიც" ჰყავდი...
- ჩვენი ურთიერთობა "პრაიმ ჰაუსში" დაიწყო. პროექტის დასრულების შემდეგ, გარკვეული დაძაბულობა გვქონდა, მაგრამ დღესდღეობით გიორგი ჩემი საუკეთესო მეგობარია.
- ურთიერთობის გასაგრძელებლად პირველი ნაბიჯი ვინ გადადგა?
- ყველაფერი თავისთავად დალაგდა, რადგან ვფიქრობ, ჩვენი მეგობრობა გულწრფელი იყო, თუნდაც - პროექტში. ყველაფერი კარგად ამიტომაც გაგრძელდა. გიოს ძალიან ვაფასებ. ჩემ მიმართ ისიც ანალოგიურადაა განწყობილი. როგორც მე მიხარია გიოს წარმატება, ასევე მას უხარია - ჩემი. ერთმანეთის შესახებ კარგი ამბების გაგონება ღმერთმა არ მოგვიშალოს...
- დღის განმავლობაში, რამდენ დროს უთმობ სოციალურ ქსელებს?
- 24 საათის განმავლობაში, სოციალურ ქსელში 16 საათს ვატარებ.
- რატომ?
- ბევრი მიზეზია: თუნდაც ის, რომ ჩემი "გვირგვინოსნები" (გულშემატკივრები) სოციალურ ქსელში არიან და ყოველდღიურად მათთან კონტაქტი აუცილებელია, სხვაგვარად არ გამოვა. პლუს, "ინფლუენსერი" ვარ და ჩემი შემოსავლის წყარო ინტერნეტსივრცეა.
- თუ გახსოვს, პირველად რომელ სოციალურ ქსელში და რა მიზნით დარეგისტრირდი?
- 14 წლის ვიყავი, "ოდნოკლასნიკზე" რომ დავრეგისტრირდი. ფოტოებს ვტვირთავდი. მაშინ საზოგადოებაში ისეთი პოპულარული არ ვიყავი, როგორიც ახლა ვარ - ფაქტობრივად, არავინ იცოდა, ანი ყიფშიძე ვინ იყო. სოციალურ ქსელში ვიღაცები ჩემი გვერდიდან სურათებს იღებდნენ, თავიანთ ყალბ "პროფილზე" დებდნენ, ბიჭებს ტელეფონის ნომრებს აძლევდნენ და ფულს არიცხვინებდნენ. მოკლედ, ჩემი ფოტოებით თაღლითობდნენ. ერთმა ბიჭმა მომწერა და მაგრად გამლანძღა: ასეთი და ისეთი გოგო ხარ, ფული წამართვიო!.. თან, ისეთი პერიოდი იყო, როცა ფინანსურად ძალიან მიჭირდა. ვიფიქრე, - ვის რა წავართვი? აბა, ფული სად არის-მეთქი (იცინის)?! მერე გავიგე, რომ ჩემი ფოტოებით შექმნილი "ფეიკ"-გვერდები არსებობდა: ერთს ჯუნა "ერქვა", მეორეს - ქეთა... დავიძაბე და "ოდნოკლასნიკზე" ჩემი გვერდი გავაუქმე. შემდეგ დაახლოებით 21 წლამდე, არც ერთ სოციალურ ქსელში აღარ დავრეგისტრირებულვარ. პანდემიის პერიოდში, თურქეთიდან საქართველოში დაბრუნებამდე, გასართობად "ტიკტოკ" გვერდი გავაკეთე. მაგრად "გაიქაჩა", ჩემი ვიდეოები ხალხს მოსწონდა... მერე, "პრაიმ ჰაუსში" შესვლისას, "ინსტაგრამ" და "ფეისბუკ"-გვერდები გავაკეთე, რადგან ვალდებული ვიყავი. ახლა თითქმის ყველა პლატფორმაზე დარეგისტრირებული ვარ. დილით, გაღვიძებისთანავე, სოციალურ ქსელში შევდივარ და ვამოწმებ, ვინ რა მომწერა, ვის რა სჭირდება, ვის რა საქმიანი შემოთავაზება აქვს... სოციალურ ქსელებში აქტიურად ვარ ჩართული.
- ძირითადად, რა ტიპის შეტყობინებებს იღებ?
- მწერენ, - ძალიან მიყვარხარ, შენი "გვირგვინოსანი", შენი ფანი ვარო... შეტყობინებების 95% იდეალურია - სიყვარულით აღსავსე, მაგრამ არის საზოგადოების ნაწილი, რომელიც ასე ვთქვათ, აღგზნებულ მესიჯებს მწერს. ამ ტიპის ადამიანები თავდაპირველად მომიკითხავენ ხოლმე, - ანი, როგორ ხარო? პასუხს გავცემ - კარგად, შენ როგორ ხარ-მეთქი? შემდეგ იწყებენ: ძალზე სექსუალური ხარ! ნეტავ, შენს ტუჩებში მაკოცნინა! რა ლამაზი თვალები გაქვსო... ასეთი რაღაცების წაკითხვის შემდეგ, პასუხს აღარ ვცემ. მერე იცი, ეს "ნაყარი" საზოგადოება რას შვრება? სოციალურ ქსელში, სადაც კი ჩემს ფოტოებსა და ვიდეოებს ნახავს, სალანძღავ კომენტარებს წერს, რადგან უხამს მესიჯებზე არ ვუპასუხე. არ მომწონს, მეზიზღება, როცა აღგზნებულ მესიჯებს მწერენ...
- "ლაივში" ყოფნისას, უხამსი, საჯარო კომენტარების წაკითხვისას, როგორი რეაქცია გაქვს?
- "იგნორს" არ ვუკეთებ, პირიქით - ვპასუხობ ფრაზით: ხერხემალს გამოგიღებ-მეთქი! ვერ ვიტან, როცა შეურაცხყოფას მაყენებენ. ასეთ დროს თავშეკავება ნორმალურად არ მიმაჩნია, რადგან ჩემს გვერდზე საჯაროდ უხამსი კომენტარის დაწერა ლამაზი არ არის. ეს კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რომ საზოგადოების ნაწილს გონებაში ისევ "ფეიკ" პორნოვიდეო აქვს ჩარჩენილი, რომელიც გამივრცელეს. ჩემს შვილსაც გაუგზავნეს, - გინდა თუ არა, დედაშენიაო. ნერვები მეშლება, როცა მწერენ, შენი პორნოვიდეო რაღაც საიტებზე მხვდებაო.
- ვიცი, ზოგჯერ საჯაროდ დაწერილ უხამს კომენტარებს ბილწსიტყვაობითვე პასუხობ, თუმცა საზოგადოების ნაწილი ყურადღებას აღარ აქცევს, თუ რა განაპირობებს ბილწსიტყვაობას და მაშინვე უარყოფითად განეწყობა ქალის მიმართ, ვინც იგინება...
- სიმართლე გითხრა, დღესდღეობით, ჩემი ბილწსიტყვაობა უკვე მისაღებია. ხალხს ჩემი ლექსიკონი ისე შევაჩვიე, რომ უკვე აღარ უკვირთ. უფრო მეტიც: არიან ადამიანები, ვისაც მოსწონთ, როცა ვბილწსიტყვაობ. 95% მამართლებს, რადგან სხვაგვარად არ გამოდის. ერთ ლოყაში რომ გამარტყამენ, მეორეს ვერ მივუშვერ - ორივე ლოყას ავუწითლებ, რადგან სოციალურ ქსელში ჩვეულებრივი ცხოვრებაა. მნიშვნელობა არა აქვს, ვიღაც "ფეიკ"-გვერდს არის ამოფარებული თუ არა. ის აშკარად ადამიანია - ცუდ კომენტარებს რობოტი არ წერს. საერთოდ, ამაზე მეშლება ნერვები: სოციალურ ქსელში ვინც ცუდ რაღაცებს წერს, რეალურ ცხოვრებაში უარესს აკეთებს. ზუსტად ამიტომ არიან მომრავლებული პედოფილები, ამიტომ ხოცავენ ბავშვებს, ემუქრებიან... მათ ვიღაცამ თუ არ აგინა და არ გააჩერა, ყოველთვის იქნებიან.
- სოციალურ ქსელებში, შენი 13 წლის გოგონას ანგარიშებს როგორ აკონტროლებ, რომ ასაკისთვის შეუფერებელი ინფორმაცია არ მიუვიდეს?
- სანამ ნატალი 18 წლის არ გახდება, მისი სოციალური ქსელების პაროლები მე მაქვს. მისი "ესემესები", "ლაიქები", კომენტარები ჩემს ტელეფონში "შემოდის" - ყველაფერი ვიცი. სოციალურ ქსელებში საკუთარ გვერდებს არ ვაკონტროლებ ისე, როგორც - ნატალისას.
- ახლობლებს როგორი რეაქცია აქვთ, როცა შენ მიმართ დაწერილ ცუდ კომენტარებს ხედავენ?
- ამ საკითხში დედაჩემი უფრო გაწონასწორებულია და ყოველთვის მეუბნება, - თავი დაანებე, ყურადღებას ნუ აქცევო. ნატალის რაც შეეხება, ხანდახან მეუბნება, - დედა, არ ინერვიულოო, მაგრამ არის სიტუაციები, როცა ჩემზე მეტად ბრაზდება. გააჩნია ხასიათს, კომენტარს... არ მსიამოვნებს, როცა დაუმსახურებელ რამეს მეუბნებიან. ამიტომაც "ვფეთქდები", მაგრამ - არა უშავს. თუ საჭირო გახდება, უარესსაც ვიტყვი.
- ინტერნეტში რომანტიკული ურთიერთობა თუ წამოგიწყია, რომელიც რეალურში გადაზრდილა?
- არასოდეს. ასეთი რაღაცები ჩემგან შორსაა. უცნობ ადამიანს მხოლოდ მოკითხვაზე თუ ვუპასუხებ. ერთხელ მომწერეს, - მოდი, 15 ათას დოლარს გადაგიხდი, მნახე, შენგან რა მიდისო?.. არ მაინტერესებს! სოციალურ ქსელებში გაცნობა "ჩემი" არ არის, ჩემთვის მიუღებელია. ისიც მიუღებელია, როცა მწერენ, - ვიმეგობროთო. სოციალურ ქსელში მეგობრობა რას ნიშნავს? როცა ადამიანს რეალურად ნახავ, ერთად გაივლით ბევრ პრობლემას, კარგ ამბავს, სიკეთეს, მეგობრობაც ასე თანდათან ყალიბდება... დახმარების თხოვნასთან დაკავშირებულ ბევრ შეტყობინებას ვიღებ. უმეტესად მარტოხელა დედები მწერენ, მათ ვნახულობ და რისი საშუალებაც მაქვს (ბავშვის საჭმელი, პამპერსი, ტანსაცმელი...), ვეხმარები, მაგრამ რა თქმა უნდა, ამას სოციალურ ქსელში არ ვაქვეყნებ. საქართველოში მართლა არიან დედები, ვისაც დახმარება სჭირდებათ.
- პირადი ისტორიის გამო განსაკუთრებულად ხომ არ შეგტკივა დედებზე გული?
- კი, იყო პერიოდი, როცა თავად ვიყავი მართლა მარტოხელა დედა. ელემენტარულად, 30-ლარიანი ტორტი რომ მეყიდა, ცხოვრებაში ამისთვის ბევრი გავიღე. მაშინ ჩემ გვერდით ვინმე რომ ყოფილიყო, ვინც მხარში ამომიდგებოდა, დღეს მას ფეხებს დავბანდი!..
- ბევრი გავიღეო, - აღნიშნე. რას გულისხმობ, რა გააკეთე 30-ლარიანი ტორტის საყიდლად?
- ნატალის დაბადების დღე ჰქონდა. ერთადერთი, რისი გაკეთებაც მაშინ შემეძლო, სისხლის ჩუმად ჩაბარება იყო, რომ ბავშვისთვის დაბადების დღე გადამეხადა. ამაში 45 ლარი მომცეს. შეიძლება, ვიღაცას ამ თანხის გამო გაეცინოს, მაგრამ ჩემთვის მაშინ მიღწევა იყო! ზუსტად ამიტომ ვამბობ, - შეიძლება სხვებს ბევრით ვერ ვეხმარები, მაგრამ არაფერს ვიშურებ...
- ანი, ასეთმა გამხდარმა გოგომ სისხლი როგორ ჩააბარე?
- სიგამხდრესთან ერთად, ასაკიც არ მიწყობდა ხელს - არასრულწლოვანი გახლდით. დიღომში ერთ-ერთი კერძო დაწესებულება იყო, სადაც სისხლს იბარებდნენ. ჩემმა უბნელმა გოგომ მითხრა, - სისხლის ჩასაბარებლად მივდივარო. - მეც მოვდივარ, რამდენს მომცემენ-მეთქი? - რავი, 40-45 ლარს მაძლევენ, გააჩნიაო... მივედი, ამწონეს. მითხრეს, - ძალიან პატარა ხარო. - არა, სისხლი უეჭველად უნდა ჩამაბარებინოთ-მეთქი! - მაშინ ეს ყველაფერი ისე გავაკეთოთ, რომ თუ რამე დაგემართება, ჩვენ არ დაგვბრალდესო. - რა პრობლემაა-მეთქი?!. სისხლის ჩაბარების მერე, ცოტათი თავბრუ დამეხვა, "ჩავიკეცე"... ეს ყველაფერი გამოვიარე, მაგრამ ამ რაღაცებს რომ ვიხსენებ, ჩემი ქვეცნობიერი "მიბლოკავს". აღარც მინდა, რომ ის ცხოვრება გავიხსენო...

ჟურნალი "გზა"

მსგავსი სიახლეები