რეკლამა

“რესტორანში რომ დავიწყე მუშაობა, ოჯახის წევრები მტკივნეულად აღიქვამდნენ, რადგან ჩემი შრომით უნდა გვეცხოვრა… ” – ბაბი კირკიტაძის რთული წარსული, სკანდალები და ოჯახი

“რესტორანში რომ დავიწყე მუშაობა, ოჯახის წევრები მტკივნეულად აღიქვამდნენ, რადგან ჩემი შრომით უნდა გვეცხოვრა… ” – ბაბი კირკიტაძის რთული წარსული, სკანდალები და ოჯახი
  • 412


მომღერალი ბაბი კირკიტაძე ტელეეკრანებზე ხშირად ჩანს. ის სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ხალხისთვის საყვარელი სახეა, ხშირად აქვეყნებს საკუთარი ყოველდღიურობის ამსახველ ფოტოებსა და ვიდეოებს. თავისი ენერგიულობის, ნიჭისა და ვიზუალის გამო ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
ტელეეკრანებზე პირველად 19 წლის ასაკში გამოჩნდა. თავისი მუსიკალური მონაცემები “ღამის შოუს” ბენდში გამოავლინა, “პოსტ ტვ”-ის დილის გადაცემის წამყვანობით მისი პოპულარობა გაიზარდა, “იმედის” მეგა-შოუს “ცეკვავენ ვარსკვლავები” გამარჯვებული გახდა. 
დედა – ინგა ოდიკაძე, შვილის ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად არის ჩართული. ბაბის წარმატებაში მას დიდი წვლილი მიუძღვის:
24 წლის ვიყავი, როცა ბაბი გაჩნდა, ღამის პირველი ხდებოდა. ყველა დედამ იცის, რა ბედნიერებაა, როცა პირველად ხდები დედა, ამაზე არ ვისაუბრებ. როგორც კი დავხედე, ვიფიქრე, მარტო ჩემი კი არა, ასე მგონია, ყველას შვილი დაიბადა-მეთქი. სანამ საავადმყოფოში ვიყავით, ღამე რამდენჯერმე ვდგებოდი, რომ დამეხედა, ხომ სუნთქავს, რამე ხომ არ სჭირდება-მეთქი. მთელი პერსონალი ამბობდა, ძალიან კარგი, ყურადღებიანი დედა იქნებიო.


  • ბაბი კირკიტაძის ბავშვობა 
ბაბის კარგი ბავშვობა ჰქონდა, იმ დროისთვის ფინანსურად ღონიერი ოჯახი ვიყავით. ეს საშუალებას მაძლევდა, გამოვლენილი ნიჭის კვალდაკვალ მისთვის ყველა პირობა შემექმნა, რომ მრავალმხრივ განვითარებულიყო. დამყავდა მუსიკაზე. ჯერ კიდევ საბავშვო ბაღში იყო, 5 წლის, როცა რამდენიმე მშობელმა გადავწყვიტეთ, ჩვენი შვილები ცეკვაზე მიგვეყვანა. სკოლაში იყო ცეკვის ანსამბლი. გვითხრეს, რომ პატარები იყვნენ, ყოყმანობდნენ, მიეღოთ თუ არა, მაგრამ შესანიშნავად აითვისეს მარტივი ილეთები. შემდეგ კი ტოლს არ უდებდნენ მოზრდილებსაც.
გონიერი იყო, დამჯერი, ყურადღებიანი, დიდი სიყვარულით ვზრდიდი, ამასთანავე მკაცრიც ვიყავი, მომთხოვნი, ვაჩვევდი წესრიგს, სისუფთავეს, თავისი ნივთების მოვლას. თან ვცდილობდი, შვილის მეგობარიც ვყოფილიყავი, მაგრამ არასდროს წამიშლია ზღვარი, რაც დედაშვილობას შორის უნდა იყოს. დღემდე ასეა, ერთმანეთის კარგი მეგობრები ვართ. ბაბი უდიდეს პატივს სცემს ჩემს აზრს. მეც ვითვალისწინებ შვილის მოსაზრებებს. თანხმობით, სიყვარულით, ზრუნვით, ერთობით ვცხოვრობთ მთელი ოჯახი” – ამბობდა ინგა ოდიკაძე. 
მუშაობაც ადრე დაიწყო, რადგან ოჯახს ფინანსური პრობლემები შეექმნა და ბინა დაკარგეს. ბაბიმ რესტორანში დაიწყო სიმღერა – როგორც აღნიშნა, ოჯახს ამ ამბავთან შეგუება ძალიან გაუჭირდა. 
  • “მე რომ მუშაობა დავიწყე, იმ პერიოდში ჩემს ოჯახს საკმაოდ დიდი ფინანსური კრიზისი ჰქონდა. ოჯახი სტრესში იყო, რადგან ფინანსებთან ერთად, ბინებიც დავკარგეთ. მაშინ მნიშვნელოვანი იყო ჩემი მუშაობა. პასუხისმგებლობა გავითავისე და ვიტვირთე, რომ ჩემი ოჯახისთვის მე უნდა გამეწია დახმარება. მაშინ ჩემი მუშაობა აუცილებელი იყო, ვმღეროდი და სცენაზე დგომის სიამოვნებასთან ერთად, შემოსავალიც მქონდა, რითაც ჩემებს ვეხმარებოდი. რესტორანში რომ დავიწყე მუშაობა, ოჯახის წევრები მტკივნეულად აღიქვამდნენ, რადგან ჩემი შრომით უნდა გვეცხოვრა. სხვათა შორის, მთელი სამი თვე, როგორც მე ვმუშაობდი, ისე მუშაობდა დედაც რესტორანში – სულ თან დამყვებოდა, იჯდა და მისმენდა” – ამბობდა ბაბი.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სოციალურ ქსელში ყალბი ვიდეომასალის გავრცელების გამო მომღერალი, “ღამის შოუს ბენდის” წევრი ბაბი კირკიტაძე სასამართლოს მიმართავს. ინფორმაცია მან საკუთარ “Facebook-გვერდზე” გაავრცელა:
 “ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი რამის დაწერა მომიწევდა, მაგრამ როგორც ჩანს, ადამიანების ბოროტებას საზღვარი არ აქვს!!! პირობას გაძლევთ, ადრე თუ გვიან ყველას პასუხი მოგეთხოვებათ, დამმონტაჟებელსაც და თითოეულ გამავრცელებელსაც ამ ცილისწამებისთვის! ვერც ჩურჩულით დადებული ხმა გიშველით და ვერც შუაში “სპიშკით” გადაფარული და დამონტაჟებული საზიზღრობა ფეიკით შემაშინებთ..!!! ყველასთვის გასაგები რომ იყოს: ჭორებით, დაცინვით და ათასი საშინელებით რომ ვერაფერი მიქნეს, ახლა ისეთ ამაზრზენ ვიდეომონტაჟს ავრცელებენ ჩემზე ჩათებში, პორნოსაიტებზეც რომ აღარ დებენ. მე ამასაც გავუძლებ, ამასაც რაღაცნაირად გადავიტან. იმ საზიზღრობის შემქმნელებს და გამავრცელებლებს რაც შეეხებათ, ისინი მთელი თავისი ცხოვრება თავისივე ბოროტებაში და ბოღმაში ჩაიხრჩობიან. აუცილებლად შევიტან სარჩელს და მანამ არ გავჩერდები, სანამ ყველა დამნაშავე პასუხს არ აგებს!
„ჩემი მთავარი მიზანი და მოტივაციაა, რომ ყველა, ვინც ეს ვიდეო დაამონტაჟა, მოიფიქრა, თითოეული გამავრცელებელი უნდა ვიპოვოთ. მათ უნდა ჰქონდეთ იმის შეგრძნება, რომ არიან დამნაშავეები და პასუხს აგებენ ამ ყველაფერზე. დარწმუნებული ვარ, რომ საგამოძიებო სტრუქტურა ბოლომდე იქნება ჩართული და ერთად შევძლებთ იმას, რომ მაქსიმალურად სწრაფად გამოვავლინოთ ყველა დამნაშავე.
აქ [ვიდეოში] არის ხმა გადადებული, სახე არცთუ ისე უხარისხოდ ჩასმული და მოკლედ, საკმაოდ კარგი ნამუშევარია. რაც შეეხება გავრცელების არეალს, არ ვიცი ზუსტად. მეუბნებიან, რომ სხვადასხვა პლატფორმაზე შეხვდათ. ამ ყველაფერს უკვე გამოძიებას მოვუყვები. საზიზღარი, გულის ამრევი ვიდეოა, სადაც ნათლად არის ჩემი სახე ჩასმული, ასევე ჟღერდება ვიდეოში ჩემი სახელიც“ – ამბობდა ბაბი.

მსგავსი სიახლეები