რეკლამა

ალ კაპონეს ტყვიაგაუმტარი "კადილაკი" იყიდება - რა ღირს განგსტერის ნაქონი, უიშვიათესი მოდელი?

ალ კაპონეს ტყვიაგაუმტარი "კადილაკი" იყიდება - რა ღირს განგსტერის ნაქონი, უიშვიათესი მოდელი?
  • 883


ცნო­ბი­ლი განგსტე­რის, ალ კა­პო­ნეს უიშ­ვი­ა­თე­სი, ტყვი­ა­გა­უმ­ტა­რი "კა­დი­ლა­კი" 1 მი­ლი­ონ დო­ლა­რად იყი­დე­ბა. გარ­და იმი­სა, რომ ეს უმ­შვე­ნი­ე­რე­სი ავ­ტო­მო­ბი­ლი ალ კა­პო­ნეს ეკუთ­ვნო­და, ის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი მან­ქა­ნაა, რო­მელ­საც ჯავ­შა­ნი აქვს.


ალ კა­პო­ნე ნიუ იორკში იტა­ლი­ელ ემიგ­რან­ტთა ოჯახ­ში და­ი­ბა­და და კრი­მი­ნა­ლუ­რი ბან­დის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე ჩა­ერ­თო. ცნო­ბი­ლი მა­ფი­ო­ზის ცხოვ­რე­ბა, რო­მელ­მაც აშშ-ში სა­კუ­თა­რი იმ­პე­რია შექ­მნა 1920 წელს შე­იც­ვა­ლა, მას შემ­დეგ, რაც აშშ-ს მთავ­რო­ბამ ქვე­ყა­ნა­ში ალ­კოჰო­ლი აკ­რძა­ლა. ალ კა­პო­ნემ თა­ვის მი­სი­ად გა­ი­ხა­და, რომ ალ­კოჰო­ლის მოყ­ვა­რუ­ლი ამე­რი­კე­ლი ხალ­ხი სას­მე­ლით მო­ე­მა­რა­გე­ბი­ნა.

მრა­ვალ­წლი­ა­ნი კრი­მი­ნა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­დეგ, ალ კა­პო­ნეს 11-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს, რო­მე­ლიც ალ­კატ­რას­ში გა­ა­ტა­რა, სა­დაც მას ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი და­ე­წყო. 48 წლის მა­ფი­ო­ზი სა­ბო­ლო­ოდ 1947 წელს, გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა.

ალ კა­პო­ნეს და­ტო­ვე­ბუ­ლი ერთ-ერთი ავ­ტო­მან­ქა­ნა კი მალე ახალ მე­პატ­რო­ნეს შე­ი­ძენს.

მო­ა­რუ­ლი ხმე­ბის თა­ნახ­მად, 1928 წლის Cadillac Town Sedan-ი მე­ქა­ნი­კოს­მა, მისი 10 წლის შვი­ლის დახ­მა­რე­ბით, განგსტე­რის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რად შეც­ვა­ლა. მსურ­ვე­ლებს ის­ტო­რი­უ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ძე­ნა ლას-ვე­გას­ში შე­ეძ­ლე­ბათ.


წყა­რო: thesun



მსგავსი სიახლეები