რეკლამა

FOTO:"არ უყვარდა ეკრანზე გამოჩენა, არც ფოტოების გადაღება..." - ხათუნა კოტრიკაძის იშვიათი

FOTO:"არ უყვარდა ეკრანზე გამოჩენა, არც ფოტოების გადაღება..." - ხათუნა კოტრიკაძის იშვიათი
  • 346


15 წლის იყო, რო­დე­საც პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა კი­ნო­ეკ­რან­ზე სოსო ჩხე­ი­ძის ფილმში "მე­თხუთ­მე­ტე გა­ზა­ფხუ­ლი". მას შემ­დეგ იყოს სულ რა­ღაც 2 ფილ­მი, მაგ­რამ ისე­თი შთამ­ბეჭ­და­ვი სახე შექ­მნა ორი­ვე­ში, ისე ბრწყი­ნავს თა­ვი­სი გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი სი­ლა­მა­ზით, ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის გულ­ში სა­მუ­და­მოდ და­ი­დო ბინა.
დღეს სა­ქარ­თვე­ლო საყ­ვა­რელ მსა­ხი­ობ ხა­თუ­ნა კოტ­რი­კა­ძეს ეთხო­ვე­ბა, რო­მე­ლიც 68 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.



ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი ად­რე­ულ ასაკ­ში გა­თხოვ­და ასე­ვე ფეხ­ბურ­თელ და­ვით გო­გი­ა­ზე, რომ­ლის თხოვ­ნი­თაც უარი თქვა მსა­ხი­ო­ბის კა­რი­ე­რა­ზე.

მისი ახ­ლობ­ლის თქმით, "არ უყ­ვარ­და ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნა, არც ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა... უხერ­ხუ­ლო­ბას უქ­მნი­და, რო­დე­საც ქუ­ჩა­ში აჩე­რებ­დნენ და მისი შექ­მნი­ლი რო­ლე­ბით აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას გა­მო­ხა­ტავ­დნენ, თურ­მე იტყუ­ე­ბო­და, - გეშ­ლე­ბათ, მე არ ვარო". ის არ გა­უ­გი­ჟე­ბია პო­პუ­ლა­რო­ბას, პი­რი­ქით...
არ იძებ­ნე­ბა არ­ცერ­თი გა­და­ცე­მა მას­ზე, არ­ცერ­თი მისი ინ­ტერ­ვიუ...
ამ­ბო­ბენ, რომ უბ­რა­ლო და მშვი­დი ცხოვ­რე­ბა იზი­დავ­და, ამი­ტო­მაც გა­და­ვი­და სოფ­ლად სა­ცხოვ­რებ­ლად...
გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე იმ იშ­ვი­ათ ფო­ტოს, რო­მე­ლიც გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი და ასე­ვე ჩვენს არ­ქივ­ში იძებ­ნე­ბა.


რა­მაზ გი­ორ­გო­ბი­ან­თან ერ­თად, "მხი­რუ­ლი რო­მა­ნის" გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე
ფილ­მის "მო­ი­ტა­ცეს თა­მარ ქალი" გა­და­ღე­ბი­სას

მე­უღ­ლეს­თან ერ­თად



მსგავსი სიახლეები