რეკლამა

"არ ვმალავ ჩვენს ურთიერთობას, მაგრამ ხალხს ჰგონია, რომ სხვისი ოჯახი დავანგრიე" - რას ამბობს 22 წლის მომღერალი მისი და მელაძის რომანზე გავრცელებულ ჭორებზე?

"არ ვმალავ ჩვენს ურთიერთობას, მაგრამ ხალხს ჰგონია, რომ სხვისი ოჯახი დავანგრიე" - რას ამბობს 22 წლის მომღერალი მისი და მელაძის რომანზე გავრცელებულ ჭორებზე?
  • 1 418

ცოტა ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ კონ­სტან­ტი­ნე მე­ლა­ძე ვერა ბრეჟნე­ვას ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­შორ­და. მკი­თხველს შე­ვახ­სე­ნებთ, რომ იქამ­დე მე­ლა­ძემ სამი შვი­ლი და ცოლი და­ტო­ვა, რათა საყ­ვა­რელ ქალ­ზე იქორ­წი­ნა.

წყვი­ლის და­შო­რე­ბის შემ­დეგ გაჩ­ნდა ჭო­რე­ბი, რომ მი­ზე­ზი 60 წლის პრო­დი­უ­სე­რის ფა­ვო­რი­ტი VIA Gra-ს ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის ერთ-ერთი წევ­რი სო­ფია ტა­რა­სო­ვა გახ­და.



ამ დრო­ის­თვის მე­ლა­ძის მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტის სა­ხელ­წო­დე­ბით „ვია გრა“ საქ­მი­ა­ნო­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლია. რო­დის გა­ნა­ახ­ლებს გუნ­დი საქ­მი­ა­ნო­ბას, უც­ნო­ბია. სო­ფი­ას სა­ხე­ლი კი ჭო­რე­ბის ეპი­ცენ­ტრშია. რო­გორც მე­დია წერს, 60 წლის პრო­დი­უ­სერს 22 წლის სო­ფი­ას­თან რო­მა­ნი აქვს. გო­გო­ნა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ამ თე­მა­ზე სა­ჯა­როდ ესა­უბ­რა.


"ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამა­ზე სა­უ­ბა­რი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თით­ქმის არა­სო­დეს წა­მი­კი­თხავს კო­მენ­ტა­რე­ბი, სა­დაც ჩვენს რო­მან­ზე წე­რენ, ჩემი მე­გობ­რე­ბი მიგ­ზავ­ნი­ან. მე და კონ­სტან­ტი­ნემ გა­მო­ვაქ­ვეყ­ნეთ სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც სხვა პრო­ექ­ტის­თვის მზად­დე­ბო­და. ეს მათი მო­თხოვ­ნა იყო, რად­გან ლო­დი­ნი აღარ სურ­დათ. ამის შემ­დეგ გაჩ­ნდა აურ­ზა­უ­რი და ჭო­რე­ბი ჩვე­ნი რო­მა­ნის შე­სა­ხებ," - ამ­ბობს სო­ფია Next Door-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში YouTube არხზე.



მომ­ღე­რალ­მა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ კონ­სტან­ტი­ნე მე­ლა­ძე მის­თვის, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მენ­ტო­რია და მას­თან მხო­ლოდ სა­მუ­შაო აერ­თი­ა­ნებს და არა ძლი­ე­რი გრძნო­ბე­ბი.
"არა­ფე­რი გვა­კავ­ში­რებს მუ­სი­კის გარ­და. არ ვიცი, რო­გო­რი გიჟი უნდა იყო, რომ და­ი­ჯე­რო ჩვე­ნი რო­მა­ნის ამ­ბე­ბი. ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბა დიდი გვაქვს. ჩემ­თვის ის ნი­ჭი­ე­რი და ბრწყინ­ვა­ლე კომ­პო­ზი­ტო­რია. გა­მი­მარ­თლა რომ მას­თან ვმუ­შა­ონ. მან მომ­ცა ისე­თი რამ, რა­საც სხვა საპ­რო­დი­უ­სე­რო პრო­ექ­ტებ­ში ვერ მი­ვი­ღებ­დი. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ვიწ­როდ აზ­როვ­ნებს, ჰგო­ნია, რომ ყვე­ლა­ფერს ფუ­ლის ან სა­წო­ლის მეშ­ვე­ო­ბით ვაღ­წევ. სამ­წუ­ხა­როა, როცა ხალ­ხი ასე ფიქ­რობს. ჩემ­თვის სა­სა­ცი­ლოა, როცა მწე­რენ, რომ კოს­ტი­ას ოჯა­ხი და­ვან­გრიე“, - დას­ძი­ნა მან.
ტა­რა­სო­ვას ახალ­გაზ­რდა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავს. თუმ­ცა ისი­ნი იშ­ვი­ა­თად აქ­ვეყ­ნე­ბენ სა­ერ­თო ფო­ტო­ებს. "მე არ ვმა­ლავ ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას, მაგ­რამ ხალ­ხს რა­ტომ­ღაც ჰგო­ნია, რომ სხვი­სი ოჯა­ხი და­ვან­გრიე", - ჩი­ვის 22 წლის სო­ფია.



სო­ფია ტა­რა­სო­ვა ცდი­ლობს ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ცი­ოს მის მი­მართ წა­მო­სულ ცი­ლის­წა­მე­ბას. ის აგ­რძე­ლებს სოლო ნა­მუ­შევ­რებ­ზე მუ­შა­ო­ბას და იმე­დოვ­ნებს, რომ VIA Gra დაბ­რუნ­დე­ბა დიდ სცე­ნა­ზე. მომ­ღერ­ლის თქმით, ჯგუფს ბევ­რი გრან­დი­ო­ზუ­ლი გეგ­მა აქვს, რო­მე­ლიც უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს.

მსგავსი სიახლეები