რეკლამა

რა არის ილია თოფურიას პირად ცხოვრებაზე ცნობილი? – შვილი, ფეხმძიმე მეუღლე, ძმა და დები

რა არის ილია თოფურიას პირად ცხოვრებაზე ცნობილი? – შვილი, ფეხმძიმე მეუღლე, ძმა და დები
  • 3 774

25 თე­ბერ­ვალს, “სან­ტა­ი­გო ბერ­ნა­ბე­უ­ზე” შეკ­რე­ბი­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, ლა ლი­გის 26-ე ტუ­რის ცენ­ტრა­ლუ­რი მატ­ჩის წინ, რო­მელ­შიც მად­რი­დის “რე­ა­ლი” “სე­ვი­ლი­ას” მას­პინ­ძლობ­და, უდი­დე­სი ოვა­ცი­ით შეხ­ვდა ქარ­თველ მებ­რძოლს, UFC-ის ჩემ­პი­ონ ილია თო­ფუ­რი­ას, რო­მელ­მაც ეს­პა­ნელ გულ­შე­მატ­კი­ვარს სა­ჩემ­პი­ო­ნო ქა­მა­რი წა­რუდ­გი­ნა. შე­გახ­სე­ნებთ, 18 თე­ბერ­ვალს, UFC 298-ზე, ილია თო­ფუ­რი­ამ ალექ­სან­დრა ვოლ­კა­ნოვ­სკი და­ა­მარ­ცხა.


ქარ­თვე­ლი ჩემ­პი­ო­ნის ეს­პა­ნუ­რი წარ­მა­ტე­ბა…

ილია თო­ფუ­რია მოკ­ლე დრო­ში იქცა შე­რე­უ­ლი ბრძო­ლე­ბის სამ­ყა­რო­ში პო­პუ­ლა­რულ ადა­მი­ა­ნად. მისი სპორ­ტუ­ლი გზა 7 წლის ასა­კი­დან და­ი­წყო, 27 წლის ასაკ­ში კი უკვე UFC-ის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნია.
ილია თო­ფუ­რია გერ­მა­ნი­ა­ში და­ი­ბა­და, თუმ­ცა მისი ოჯა­ხი იქ დიდ­ხანს არ დარ­ჩე­ნი­ლა და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და სა­ცხოვ­რებ­ლად, ილია იმ­ჟა­მად 7 წლის იყო.
სწო­რედ ამ დროს და­ი­წყო ბერ­ძნულ-რო­მა­უ­ლი ჭი­და­ო­ბა­ში ვარ­ჯი­ში.
მისი ქარ­თვე­ლი მშობ­ლე­ბი ზაზა თო­ფუ­რია და ინგა ბენ­დე­ლი­ა­ნი-თო­ფუ­რია ამ­ჟა­მად ეს­პა­ნეთ­ში ცხოვ­რო­ბენ. ილია ორ დას­თან – მარი და ანა ტლა­შა­ძე­ებ­თან და ძმას­თან – ალექ­სან­დრე თო­ფუ­რი­ას­თან ერ­თად გა­ი­ზარ­და.
  • ფო­ტო­ებ­ზე: და-ძმე­ბი ბავ­შვო­ბა­ში და ახლა


15 წლის ასაკ­ში თო­ფუ­რი­ას მშობ­ლე­ბი ეს­პა­ნეთ­ში, კერ­ძოდ, ალი­კან­ტე­ში გა­და­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად, სა­დაც ახალ­გაზ­რდა ილი­ამ თა­ვი­სი ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა და­ი­წყო. თო­ფუ­რი­ას მი­ზა­ნი UFC-ის ჩემ­პი­ო­ნო­ბა იყო.
მომ­დევ­ნო რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ილია თო­ფუ­რი­ას წარ­მა­ტე­ბუ­ლად ას­პა­რე­ზობ­და რე­გი­ო­ნულ წრე­ზე. მისი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი დე­ბი­უ­ტი MMA-ში 18 წლის ასაკ­ში შედ­გა.
მას შემ­დეგ თო­ფუ­რი­ამ ბევ­რს მი­აღ­წია სპორ­ტულ კა­რი­ე­რა­ში – არის შავი ქამ­რის მფლო­ბე­ლი ჯიუ-ჯი­ცუ­ში და ამა­ყობს არა­ერ­თი გა­მარ­ჯვე­ბით…
პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა
მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა ამ მიღ­წე­ვამ ილია თო­ფუ­რი­ას დიდი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა, მებ­რძო­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა დიდ­წი­ლად სა­ი­დუმ­ლოდ რჩება. ეს­პა­ნუ­რი მე­დია ჯორ­ჯი­ნა უზკა­ტე­გუ­ის თო­ფუ­რი­ას მე­გო­ბარ გო­გო­ნად მო­იხ­სე­ნებს, თა­ვად ილია კი მე­უღ­ლედახალ­გაზ­რდა ქალს ეს­პა­ნეთ­ში უკვე კარ­გად იც­ნო­ბენ, წყვი­ლი ხში­რად აქ­ვეყ­ნებს სა­ერ­თო ფო­ტო­ებს. ისი­ნი რამ­დე­ნი­მე წე­ლია ერ­თად არი­ან. მე­დი­ით ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ თო­ფუ­რი­ას ოთხი წლის ვაჟი ჰყავს. ვინ არის ბავ­შვის დედა უც­ნო­ბია.

The Independent-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში თო­ფუ­რია შვილ­ზე ამ­ბობს:
“ყო­ველ დღე მი­რე­კავს და მხარს მი­ჭერს. მშვე­ნივ­რად ლა­პა­რა­კობს ეს­პა­ნუ­რად. ის კა­ცია. არ ვიცი, აპი­რებს თუ არა MMA-ში ბრძო­ლას. თუ ეს იქ­ნე­ბა მისი მო­წო­დე­ბა, მხარს და­ვუ­ჭერ, ასე­ვე მხარს და­ვუ­ჭერ სხვა ყვე­ლა­ფერ­შიც, რა­საც აირ­ჩევს ცხოვ­რე­ბა­ში, მთა­ვა­რია, ეს მას ახა­რებ­დეს. ცხოვ­რე­ბა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ­თვის ეძე­ბენ წარ­მა­ტე­ბას. რა არის ჩემ­თვის წარ­მა­ტე­ბა? წარ­მა­ტე­ბაა, როცა კმა­ყო­ფი­ლი ხარ სა­კუ­თა­რი თა­ვით”. ილი­ას თქმით­ვე, ცდი­ლო­ბენ, რომ პა­ტა­რა თო­ფუ­რი­ას ქარ­თუ­ლიც ას­წავ­ლონ…
ალექ­სან­დრე ვოლ­კა­ნოვ­სკის­თან გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ თო­ფუ­რი­ას საყ­ვა­რე­ლი ქალი შვილს ელო­დე­ბა. წყვილ­მა სქე­სის გა­მოვ­ლე­ნის ცე­რე­მო­ნი­აც კი გა­მარ­თა, რო­მელ­ზეც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მალე მათ ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნე­ბათ.
ილია თო­ფუ­რი­ამ თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი გა­ა­ტა­რა შე­რე­უ­ლი ორ­თაბ­რძო­ლე­ბის შეს­წავ­ლა­ში, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ასე­ვე MMA-ს დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია – წერს ეს­პა­ნუ­რი მე­დია. პი­რი­ქით, რო­დე­საც ჯორ­ჯი­ნა უზკა­ტე­გუი პირ­ვე­ლად შეხ­ვდა ილია თო­ფუ­რი­ას, წარ­მოდ­გე­ნაც არ ჰქონ­და, რომ ის UFC-ის მებ­რძო­ლი იყო.


ჯორ­ჯი­ნა მე­წარ­მე და Future & Energy კომ­პა­ნი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რია. მისი LinkedIn პრო­ფი­ლის მი­ხედ­ვით, ის ასე­ვე არის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი აგენ­ტი. ჯორ­ჯი­ნას აქვს ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი ბიზ­ნე­სი­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის და BBA ხა­რის­ხი სა­ფოლ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან.
ვინ არის ილია თო­ფუ­რი­ას ძმა?
და­სას­რულ ილია თო­ფუ­რი­ას ძმა­ზე, ალექ­სან­დრე თო­ფუ­რი­ა­ზე მო­გიყ­ვე­ბით, რო­მელ­მაც ახ­ლა­ხან გა­ა­ფორ­მა კონ­ტრაქ­ტი UFC-თან. ისი­ნი ბავ­შვო­ბი­დან ერ­თად ვარ­ჯი­შობ­დნენ.
  • ფო­ტო­ებ­ზე: ძმე­ბი თო­ფუ­რი­ე­ბი ბავ­შვო­ბა­ში და ახლა


ალექ­სან­დრე თო­ფუ­რია, ილი­ას ერთი წლით უფ­რო­სი ძმა, ასე­ვე გა­ტა­ცე­ბუ­ლი MMA-ით. ალექ­სან­დრეც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ ბრძო­ლებ­ში იკ­ვლევს გზას, მას ამ­ჟა­მად ხუთი მო­გე­ბა და ერთი წა­გე­ბა აქვს.
“ბავ­შვო­ბა­ში არას­დროს მჭირ­დე­ბო­და სუ­პერ­გმი­რი, რად­გან გა­მი­მარ­თლა და სა­უ­კე­თე­სო გვერ­დით მყავ­და. გი­ლო­ცავ და­ბა­დე­ბის დღეს ძმაო… ეს წელი და­უ­ვი­წყა­რი წუ­თე­ბით გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყოს”, – წერს ძმას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ზე ილია და ალექ­სან­დრეს და­ბა­დე­ბის დღეს ასე ულო­ცავს.
ილი­ას ბრძო­ლის დროს, ალექ­სან­დრე ოქ­ტა­გო­ნის კუ­თხეს­თან ზის და ისე გულ­შე­მატ­კივ­რობს ძმას. მათ ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა და სა­ერ­თო ამ­ბი­ცი­ე­ბი აკავ­ში­რებთ. ახ­ლა­ხან ალექ­სან­დრეს კა­რი­ე­რა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნახ­ტო­მი ჰქონ­და, რო­დე­საც UFC-თან გა­ა­ფორ­მა კონ­ტრაქ­ტი. რო­გორც ხე­დავთ, MMA-ს სამ­ყა­რო­ში მალე შე­იძ­ლე­ბა არა მხო­ლოდ ერთი თო­ფუ­რი­ას გა­მარ­ჯვე­ბე­ბის ეპო­ქას მი­ვა­დევ­ნოთ თვა­ლი, არა­მედ ძმებ თო­ფუ­რი­ე­ბის “მე­ფო­ბის” ხა­ნაც ვნა­ხოთ…

მსგავსი სიახლეები