რეკლამა

"სანამ გიას გავყვებოდი ცოლად, უფროს შვილთან და რძალთან ერთად ვცხოვრობდი... ბევრს დაუსვამს კითხვა, რომ..." - ეკა არჩვაძე გია დავითიანთან 3-წლიან თანაცხოვრებასა და შვილებზე

"სანამ გიას გავყვებოდი ცოლად, უფროს შვილთან და რძალთან ერთად ვცხოვრობდი... ბევრს დაუსვამს კითხვა, რომ..." - ეკა არჩვაძე გია დავითიანთან 3-წლიან თანაცხოვრებასა და შვილებზე
  • 2 292

მომ­ღე­რალ გია და­ვი­თი­ა­ნის და ექიმ ეკა არჩვა­ძის ქორ­წი­ნე­ბის სამი წლის­თა­ვი თე­ბერ­ვალ­ში შედ­გა. თა­ვის დრო­ზე ორი­ვეს­თვის ეს დიდი სიყ­ვა­რუ­ლი გა­მოწ­ვე­ვა იყო. ქორ­წი­ნე­ბა­ზე არ­ცერ­თი არ ფიქ­რობ­და, მაგ­რამ გრძნო­ბამ გა­ი­მარ­ჯვა. მას შემ­დეგ, რაც ეკას ცხოვ­რე­ბა­ში გია გა­მოჩ­ნდა, ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა. ის ბედ­ნი­ე­რია თა­ვი­სი შვი­ლე­ბით, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბით და იმ ადა­მი­ა­ნის გვერ­დით ყოფ­ნით, რომ­ლის­გა­ნაც ზრუნ­ვით არის გა­რე­მო­ცუ­ლი.
რო­გო­რია მათი ცხოვ­რე­ბა ქორ­წი­ნე­ბი­დან 3 წლის თავ­ზე, უფრო დაწ­ვრი­ლე­ბით ეკა არჩვა­ძე ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" სა­უბ­რობს:
- ახლა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მშვი­დი პე­რი­ო­დია. ყვე­ლა­ფე­რი სტა­ბი­ლუ­რად მი­დის. ძა­ლი­ან მა­ბედ­ნი­ე­რე­ბენ შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი. რა თქმა უნდა, გიას ყუ­რა­დღე­ბა არ აკ­ლდე­ბა, მაგ­რამ შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ძა­ლი­ან დიდ დროს ვა­ტა­რებ და ეს მსი­ა­მოვ­ნებს, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლას თა­ვი­სი ად­გი­ლი აქვს.


- თქვენ და გია და­ვი­თი­ან­მა სამი წლის წინ შექ­მე­ნით ოჯა­ხი. რა არის მთა­ვა­რი, რაც ამ მოვ­ლე­ნამ თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში შე­მო­ი­ტა­ნა?
- აუ­ცი­ლე­ბე­ლია ყვე­ლა ადა­მი­ანს გვერ­დით ჰყავ­დეს, პირ­ველ რიგ­ში, მე­გო­ბა­რი და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი. მე­უღ­ლე ჯერ მე­გო­ბა­რი უნდა იყო. როცა იცი, რომ შენ­ზე ვი­ღაც ზრუ­ნავს, ეს დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა. სიყ­ვა­რუ­ლი როცა მო­დის, ფრთე­ბი გეს­ხმე­ვა. ძა­ლი­ან ვუფრ­თხილ­დე­ბი ამ გრძნო­ბას, რა გრძნო­ბი­თაც ოჯა­ხი შევ­ქმე­ნი. დღემ­დე ვა­ნე­ბივ­რებთ ერ­თმა­ნეთს სი­ურპრი­ზე­ბით. ერ­თმა­ნე­თის სიყ­ვა­რუ­ლი გვაქვს ყო­ვე­ლი წუ­თით და წა­მით. სულ ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით ვართ.

- ახალ­გაზ­რდულ წრე­ებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ამ გრძნო­ბას თით­ქოს ნაკ­ლე­ბად აფა­სე­ბენ, ნაკ­ლე­ბად უფრთხილ­დე­ბი­ან. მო­წი­ფულ ასაკ­ში სიყ­ვა­რულს სხვა ფასი აქვს?
- ნამ­დვი­ლად, დავ­რწმუნ­დი, რომ ასაკ­ში უფრო სა­ჭი­როა სიყ­ვა­რუ­ლი. რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ძა­ლი­ან ვუფრ­თხილ­დე­ბი ამ გრძნო­ბას.
- დიდ დროს უთ­მობ­დით შვი­ლე­ბის აღ­ზრდას. რო­გორ ახერ­ხებ­დით პრო­ფე­სი­ა­შიც წარ­მა­ტე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყა­ვით?
- რა თქმა უნდა, შვი­ლებ­მა დიდი დრო წა­ი­ღეს. შე­იძ­ლე­ბა ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში უფრო მეტი გა­მე­კე­თე­ბი­ნა, მაგ­რამ არ ვნა­ნობ, რად­გან ეს ჩემი არ­ჩე­ვა­ნი იყო. მშობ­ლე­ბიც გვერ­დში მედგნენ, რომ ჩემი საქ­მე მე­კე­თე­ბი­ნა. შვი­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თვის გამო, კა­რი­ე­რა­ში რა­ღა­ცე­ბი გა­მოვ­ტო­ვე, რა­ღაც შან­სე­ბი არ გა­მო­ვი­ყე­ნე, მაგ­რამ ერთი წუთი არ ვნა­ნობ. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ასე­თი შვი­ლე­ბი მყავს.
შვი­ლებ­თან ერ­თად
- რა როლი შე­ას­რუ­ლეთ თქვე­ნი შვი­ლე­ბის ცხოვ­რე­ბის იმ ეტაპ­ზე, როცა ოჯა­ხი შექ­მნეს?
- ამ სა­კითხს ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად მი­ვუ­დე­ქი. ყვე­ლა დე­დას უნდა, მისი შვი­ლის გვერ­დით იდ­გეს ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი. ვერც კი წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ ჩემს შვი­ლებს ვინ­მე ისე­თი შე­უყ­ვარ­დე­ბო­დათ, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და. ამი­ტომ არა­ვი­თა­რი პრე­ტენ­ზია არ მქო­ნია. არა­ფერ­ში ავ­რე­ულ­ვარ. ორი­ვემ ლა­მა­ზი ოჯა­ხი შექ­მნა.
- დე­დობ­რივ­მა ეგო­იზ­მმა არ­ცერთ ეტაპ­ზე არ იჩი­ნა თავი?
- არა. არა­ნა­ი­რი ეგო­იზ­მი! შვი­ლიშ­ვილ­ზეც აღ­ვნიშ­ნე, რომ პირ­ვე­ლი გოგო მინ­დო­და და ამი­ტომ რო­დე­საც პირ­ვე­ლი რძა­ლი შე­მო­ვი­და ოჯახ­ში, ეს ჩემ­თვის დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო. ყვე­ლა დე­დას უნდა ჰყავ­დეს გოგო შვი­ლიც, არც ერთ ეტაპ­ზე არ მქო­ნია დე­დობ­რი­ვი ეგო­იზ­მი. ყო­ველ­თვის მინ­დო­და ბედ­ნი­ე­რე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ. სა­ნამ გიას გავ­ყვე­ბო­დი ცო­ლად, უფ­როს შვილ­თან და რძალ­თან ერ­თად ვცხოვ­რობ­დი. ბევ­რს და­უს­ვამს კი­თხვა, რა ჯო­ბია ცალ­კე იცხოვ­როს წყვილ­მა თუ დიდ ოჯახ­თან ერ­თა­დო. ეს სა­კი­თხი დღემ­დე ჩემ­თვის ამო­უხ­სნე­ლია. თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე წელი თა­ვი­დან კარ­გია, როცა დიდი ოჯა­ხი ერ­თად ცხოვ­რობს, რომ ოჯა­ხის ტრა­დი­ცია გა­ი­თა­ვი­სონ.
შოთი ტა­ტიშ­ვი­ლი და გია და­ვი­თი­ა­ნი
- თქვენ რა ტრა­დი­ცია გა­ი­თა­ვი­სეთ, როცა გიას ოჯახ­ში შეხ­ვე­დით?
- ჩვე­ნი აზ­რე­ბი, შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, ტრა­დი­ცი­ე­ბი უმე­ტე­სად და­ემ­თხვა ერ­თმა­ნეთს, სტუ­მა­რი ორი­ვეს გვიყ­ვარს და ჩვე­ნი ოჯა­ხის კარი ყო­ველ­თვის ღიაა. გიას ისე­თი ხა­სი­ა­თი აქვს, რაც არ უნდა უთხრა, ყვე­ლა­ფერ­ზე თან­ხმდე­ბა. ძა­ლი­ან უყ­ვარს ბრო­წე­უ­ლა­ში ყოფ­ნა. რა თქმა უნდა, იქ ზა­ფხულ­ში დიდ დროს ვა­ტა­რებთ, ვიდ­რე ზამ­თარ­ში. ერთი კვი­რა თუ გავა და ბრო­წე­უ­ლა­ში არ წა­ვე­დით, გიას იქა­უ­რო­ბა ენატ­რე­ბა. ძა­ლი­ან გვიყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა. არა მარ­ტო სა­ზღვარ­გა­რეთ, სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებ­შიც ბევ­რს დავ­დი­ვარ.

- ჩანს, რომ 3 წლის წინ, როცა ოჯა­ხის შექ­მნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეთ, თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვა­ლა...
- ბუ­ნე­ბით ვარ ისე­თი, რომ ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი ბედ­ნი­ე­რი და ლაღი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც კი­დევ უფრო მა­ბედ­ნი­ე­რებს და ბედ­ნი­ერ წუ­თებს მჩუქ­ნის. შე­უ­და­რე­ბე­ლი გრძნო­ბაა. როცა გვერ­დით გყავს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სულ შენ­ზე ფიქ­რობს. 25 წე­ლია მსგავ­სი შეგ­რძნე­ბა არ მქო­ნია...წყა­რო

მსგავსი სიახლეები