რეკლამა

“აი, სწორედ ასეთი იყავი, ჩემო მიშო... ჩვენ ისევ ვიპოვით ერთმანეთს!“ - რას წერს საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული ოპერატორის მეუღლე

“აი, სწორედ ასეთი იყავი, ჩემო მიშო... ჩვენ ისევ ვიპოვით ერთმანეთს!“ - რას წერს საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული ოპერატორის მეუღლე
  • 1 411


“წარმოდგენა არ მაქვს, როგორი ბედისწერით დავიბადე, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ არსებობდა ის ერთი, ვისაც ჩემი ცხოვრების შეცვლა შეეძლო თუნდაც ერთი გაღიმებით, ერთი ჩახუტებით. რა საოცრებაა, ვისაც მართლა ესმის შენი, ვინც გრძნობს შენი გულის ამინდებს, საჭირო დროს რომ შენ გვერდით აღმოჩნდებოდა, დადებით ენერგეტიკას რომ ატარებდა, კეთილი თვალებით სითბოს და სინათლეს რომ ასხივებდა, ჩემი გამზევება რომ შეეძლო, სიკეთისფერი ადამიანი რომ იყო და ბედნიერება მოჰქონდა...
აი სწორედ ასეთი იყავი, ჩემო მიშო. ჩვენ ისევ ვიპოვით ერთმანეთს!“ - წერს ასურეთთან, ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაღუპული ოპერატორის მეუღლე.
სოფელ ასურეთის მიმდებარედ, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად, ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი და ორი მფრინავი დაიღუპა.
"წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო ბურთი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, რამაც კატასტროფა გამოიწვია. ტელეკომპანია „იმედი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი თანამშრომლის და პილოტების გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.
მომხდარი ტრაგედიის გამო ტელეკომპანია „იმედი“ საეთერო ბადეს ცვლის" - ნათქვამია ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
და­ღუ­პულ­ებს შორის ასევე არიან რე­ვაზ უთურ­გა­უ­რი ("სქაი თრე­ვე­ლის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი) და კშიშტოფ ზააპარტი (პოლონელი კინორეჟისორი და სცენარისტი). ისი­ნი ფო­თის ცენ­ტრა­ლუ­რი სტა­დი­ო­ნი­დან კა­ხე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით საც­დელ ფრე­ნას ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ, რათა მსოფ­ლიო რე­კორ­დი და­ემ­ყა­რე­ბი­ნათ სა­ჰა­ე­რო ბურ­თით ყვე­ლა­ზე დიდ მან­ძილ­ზე გაფ­რე­ნა­ში.


მსგავსი სიახლეები