რეკლამა

"დედამ მკითხა, ცხვირი მიკროფონზე გაქვს დადებულიო? მივხვდი, რომ რაღაც რიგზე არ იყო" - ქეთა თოფურია წარუმატებელ პლასტიკურ ოპერაციასა და შვილის ამერიკის მოქალაქეობაზე

"დედამ მკითხა, ცხვირი მიკროფონზე გაქვს დადებულიო? მივხვდი, რომ რაღაც რიგზე არ იყო" - ქეთა თოფურია წარუმატებელ პლასტიკურ ოპერაციასა და შვილის ამერიკის მოქალაქეობაზე
  • 1 463

რუ­სუ­ლი ჯგუ­ფის "A'Studio"-ს სო­ლისტს, ქეთა თო­ფუ­რი­ას გამორ­ჩე­უ­ლი გა­რეგ­ნო­ბა აქვს. მომ­ღე­რა­ლი უკვე წლე­ბია, რაც რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს და მღე­რის. მე­დი­ა­ში ხში­რად ქვეყ­ნდე­ბა მა­სა­ლე­ბი მისი ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სოა, რას ფიქ­რობს პლას­ტი­კურ ქი­რურ­გი­ა­ზე, ამა­ზე ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გუ­ლახ­დი­ლად სა­უბ­რობს, სა­დაც აღი­ა­რებს, რომ რი­ნოპ­ლას­ტი­კა თა­ვად ორ­ჯერ აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი.
აღ­მოჩ­ნდა, რომ ქეთი და­დე­ბი­თად არის გან­წყო­ბი­ლი რა­დი­კა­ლუ­რი კოს­მე­ტო­ლო­გი­უ­რი მე­თო­დე­ბის მი­მართ და თვლის, რომ პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გია ეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ა­ნებს პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა­ში, თუმ­ცა იმ პი­რო­ბით, რომ ეს ძა­ლი­ან ფრთხი­ლად იქ­ნე­ბა გა­კე­თე­ბუ­ლი. თო­ფუ­რი­ამ აღი­ა­რა, რომ პლას­ტი­კუ­რი ქი­რურ­გი­ას დახ­მა­რე­ბის­თვის თა­ვა­დაც მი­მარ­თა.
"ერთხელ გა­ვი­კე­თე რი­ნოპ­ლას­ტი­კა. ამან მხო­ლოდ უკე­თე­სო­ბის­კენ შემ­ცვა­ლა. პრინ­ციპ­ში, არას­დროს და­მი­მა­ლავს და არც ახლა ვმა­ლავ. მაგ­რამ რო­დე­საც პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის გა­კე­თე­ბი­სას ქა­ლე­ბი ზღვარს გა­და­დი­ან და გა­სა­ბერ თო­ჯი­ნას ჰგვა­ნან, ეს სა­ში­ნე­ლე­ბაა,“ - ამ­ბობს ქეთა.
37 წლის მომ­ღერ­ლის თქმით, მან ტრავ­მის გამო ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბა გა­და­წყვი­ტა. ერთ დღეს თო­ფუ­რი­ას ნა­თე­სავ­მა და­უ­დევ­რად ეს­რო­ლა შო­კო­ლა­დის ფილა...
"ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლი მო­ვი­და სახ­ლში, ჩვენ­თან და ხუმ­რო­ბით ცხვირ­ში შო­კო­ლა­დი "ტვიქ­სი" მეს­რო­ლა. მა­შინ ნამ­დვი­ლად ვიგ­რძე­ნი ის მო­მენ­ტი, რო­დე­საც ამ­ბო­ბენ, რომ თვა­ლე­ბი­დან ნა­პერ­წკლე­ბი გამ­ცვივ­და. ცხვი­რი შე­მი­შუპ­და და კეხი გა­ი­ზარ­და. მე­გო­ნა გა­მივ­ლი­და, მაგ­რამ არა. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ სუნ­თქვის პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მნა, ერთი ნეს­ტო­თი სა­ერ­თოდ ვერ ვსუნ­თქავ­დი. ქი­რურგთან მი­ვე­დი, რო­მელ­მაც ძგი­დის ოპე­რა­ცია გა­მი­კე­თა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­კუ­თარ თავს ტე­ლე­ვი­ზორ­ში რომ შევ­ხე­დე, ცხვი­რის წვე­რი დაბ­ლა მი­ვარ­დე­ბო­და. დე­დამ მკი­თხა: "ცხვი­რი მიკრო­ფონ­ზე გაქვს და­დე­ბუ­ლი? მივ­ხვდი, რომ რა­ღაც რიგ­ზე არ იყო“, - გა­ნა­ცხა­და პოპ-ვარ­სკვლავ­მა.

მსგავსი სიახლეები