რეკლამა

ორი ქორწინება, შვილმკვდარი მამა - „ღიმილის ბიჭის“ სევდიანი ისტორია - ლეგენდარული თამაზ თოლორაია 74 წლის გახდებოდა

ორი ქორწინება, შვილმკვდარი მამა - „ღიმილის ბიჭის“ სევდიანი ისტორია - ლეგენდარული თამაზ თოლორაია 74 წლის გახდებოდა
  • 2 297

„ფილმი „ღიმილის ბიჭები ხომ გახსოვთ“? რა თქმა უნდა გემახსოვრებათ, დიდცხვირა ბიჭი, თაზო თოლორაია, რომელიც თავისი გარეგნობითა და კარგი იუმორით ყველას ყურადღებას იპყრობდა...
მაგრამ ხომ გაგიგიათ იუმორისა და პოზიტივის უკან დიდი ტრაგედია  იმალებაო, ჰოდა ასე...
 „ღიმილის ბიჭის“ ლეგენდარული თამაზ თოლორაია სევდიან ისტორიას გიამბობთ, რომელიც დღეს ორ მარტს 74 წლის გახდებოდა.
ბიოგრაფია
მეცხრე კლასში სწავლობდა, რეჟისორმა გუგული მგელაძემ „ცისკრის ზარებში“ რომ გადაიღო. მისი გმირი კოსტაც სკოლის მოსწავლე იყო. წარმატებულ დებიუტს ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ფილმი -„ღიმილის ბიჭები“ მოჰყვა, რომლის გადაღებების დასრულებისას თაზო თოლორაია უკვე თეატრალური ინსტიტუტის პირველი კურსის სტუდენტი იყო.
ჯერ კიდევ მეოთხე კურსზე სწავლობდა, როცა რეჟისორმა გიგა ლორთქიფანიძემ ნოდარ დუმბაძის „ნუ გეშინია, დედას“ მიხედვით რუსთავის თეატრში დადგმულ სპექტაკლში ავთო ჯაყელის როლი ათამაშა.
როდესაც გაიგო, მიხეილ თუმანიშვილი თეატრალურ დასს აყალიბებსო, მაშინვე მასთან „გაიქცა“ და სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე კინომსახიობთა თეატრის ერთგული დარჩა.
პარალელურად კინოშიც იღებდნენ – ორმოცამდე ფილმშია გადაღებული, მათ შორის, სხვადასხვა საბჭოთა რესპუბლიკისა და „გდრფილმის“ კინოსურათებშიც.
თაზო თოლორაია თავს იღბლიან მსახიობად თვლიდა და მიაჩნდა, რომ „ნებისმიერი როლი, ეს არის ღვთის მიერ ბოძებული წარმატება ან წარუმატებლობა, „მსახიობის ხელოვნების“ საიდუმლო კი თავად მსახიობის ნიჭსა და შრომისმოყვარეობაშია“…
სწორედ ნიჭისა და შრომისმოყვარეობის წყალობით მოიპოვა მან ხალხის უდიდესი სიყვარული.
თეატრი
ბავშვობიდან თეატრში იზრდებოდა (მშობლები: თამარ სხირტლაძე და კოტე თოლორაია – მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები) და თეატრალური სამყარო მისთვის ერთდროულად რეალურიც იყო და გამოგონილიც. ალბათ ამიტომაც, მსახიობობაზე არასოდეს უოცნებია, უბრალოდ, სისხლში ჰქონდა გამჯდარი, რომ თეატრი მისი სახლია.
მსახიობებმა ხშირად იციან თქმა, ჩემი ყველა როლი შვილივით მიყვარსო. ეს ტყუილია, არ შეიძლება ყველა როლი შვილებივით გიყვარდეს. შვილები ყველა ერთნაირად გიყვარს კაცს, როლი კი შვილი არ არის, როლი ღმერთის მიერ ბოძებული წარმატება ან წარუმატებლობაა, შეუძლებელია, ყველა როლი ისეთი გამოგივიდეს, როგორიც გინდა.
არის როლები, რომლებსაც მე, მაგალითად, ვერ ვიტან, მიყვარს კი არა…მე-ზი-ზღე-ბა… იმ როლებს აღარ ვთამაშობ, მაგრამ… თუ მსახიობი თავის თავს აკონტროლებს, მან იცის, რომელი როლი არ გამოუვიდა, და როგორ შეიძლება უყვარდეს?!
მოტაცება
პირველ მეუღლესთან ქორწინებამ დიდხანს არ გასტანა. მსახიობი მალევე შეხვდა მეორე მეუღლეს მარინა წულუკიძეს, რომელთანაც თუმანიშვილის თეატრმა დააკავშირა. თეატრის კონცერტმაისტერი ყურებამდე შეუყვარდა მსახიობ ბიჭს და სიყვარულში გამოუტყდა. საბედნიეროდ, მათი სიყვარული მყარი აღმოჩნდა და 25 წელი წყვილმა ერთად ბედნიერად იცხოვრა.
ჩემი მეუღლე, მარინა წულუკიძე ჩვენი თეატრის კონცერტმაისტერია, ლამაზი ქალია, ყველას ძალიან უკვირს, ამხელა ცხვირის პატრონს, როგორ გამოგყვაო. ჰოდა კი არ გამომყვა, მოვიტაცე…
„თაზოში მომხიბლა იმან, რომ მაღალი, საკმაოდ განათლებული, ხელგაშლილი და იუმორით სავსე ადამიანი იყო. ქუჩაში რომ მივდიოდით ერთად, მისი დანახვა ხალხში ღიმილს იწვევდა. არადა თაზო სევდიანი ადამიანი იყო, უბრალოდ, გარეთ არ აჩვენებდა ამას. ვგრძნობდი, რომ ვუყვარდი, მაგრამ ცოლად გაყოლას მაინც ვერ ვწყვეტდი, თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი ოჯახი იყო წინააღმდეგი. ერთ მშვენიერ დღესაც მის მანქანაში ჩავჯექი და წავედით. თეატრიდან ერთად გამოვედით. ერთ ადგილას წასასვლელი ვიყავი და მითხრა, მიგიყვანო. მაშინ პირველად არ ჩავმჯდარვარ მის მანქანაში. ყოველთვის მივყავდი და მოვყავდი. ხშირად ამბობდა თავის ინტერვიუებში, მანქანა რომ დავქოქე, ზუგდიდში ჩავაქრეო. ზუგდიდში მის ნათესავებთან წავედით. მახსოვს, ცოტა ვიპრანჭებოდი. ყველაფერი სპონტანურად მოხდა. ეს ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, მაგრამ მანქანიდან არ გადმოვმხტარვარ. მერე თვითონ კი მეუბნებოდა, თუ არ გინდოდა, გადმომხტარიყავიო. ეს იყო სიყვარული, რაშიც ჩემს თავს არ ვუტყდებოდი“,- იხსენებდა მარინა წულუკიძე.
კარგი მამა
მსახიობი არაჩვეულებრივი მამა იყო. ქალიშვილს საუზმესაც უმზადებდა, სკოლაშიც მიჰყავდა და მოჰყავდა და მაქსიმალურად მეტ დროს ატარებდა შვილთან:
„ჩემი ქალიშვილი დამცინის ხოლმე – შენ არც კი გაგიგია, როგორ გავიზარდეო. თაზო ყველაფერს უკეთებდა თაკოს. ყოველ დილით, სკოლაში რომ მიდიოდა, საუზმეს უმზადებდა, მიჰყავდა, მოჰყავდა და, რაც მთავარია, ეს არ ხდებოდა იმიტომ, რომ ვინმე ავალებდა, ამის კეთება თვითონ სიამოვნებდა.”
როგორც მისი მეუღლე აღნიშნავს, მსახიობში დიდი დოზით იყო სიყვარული და გულწრფელად ეცოდებოდა ყველა ის ადამიანი, ვისაც სიყვარული არ შეეძლო:
„თაზო ხშირად ამბობდა – მეცოდება ის ადამიანი, ვისაც სიყვარული არ შეუძლიაო. ახლა, როცა თაზო აღარ არის, ამ გადასახედიდან ვფიქრობ, რომ ბევრი რამის პატიება შეიძლებოდა. შემეძლო, უფრო მიმტევებელი ვყოფილიყავი.”
„ამ ქვეყანაზე აღარაფერი დამრჩა და თუ გინდა ვიცოცხლო, თეატრში იარეო“.
დიდი ტრაგედია
კოე თოლორაიასა და თამარ სხირტლაძის ერთადერთი შვილი 51 წლის ასაკში უკურნებელი სენით გარდაიცვალა.
აკაკი ვასაძე:
„როცა ერთადერთი შვილი დაასაფლავა, მეორე დღეს რეპეტიციაზე მოვიდა, გაოცებულები ვუყურებდით. თითქმის იგივე გავაკეთე მეც. შვილის სიკვდილზე უმძიმესი არაფერია... ან თავი უნდა მოიკლა, ან ღირსეულად იცხოვრო!“
წყარო: nostal.ge

მსგავსი სიახლეები