რეკლამა

ცნობილია გლდანში მამის მკვლელობაში ბრალდებულის და მოკლულის ვინაობა - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი?!

ცნობილია გლდანში მამის მკვლელობაში ბრალდებულის და მოკლულის ვინაობა - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი?!
  • 3 061

გლ­დან­ში, მე-2 მიკ­რო­ში დღეს დი­ლით, და­ახ­ლო­ე­ბით, 09:00 სა­ათ­ზე, შვილმა მამა მოკლა. რო­გორც კორ­პუ­სის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, მკვლე­ლო­ბა და­ნით მოხ­და. მა­თი­ვე ცნო­ბით, შემ­თხვე­ვას და­კა­ვე­ბუ­ლის 12 წლის დაც შე­ეს­წრო. Palitravideo-სთვის ცნოვილი ხდება, რომ მოკლული 49 წლის გელა გამხიტაშვილია, ხოლო მამის მკვლელობაში ბრალდებული, 26 წლის, რეზი გამ­ხი­ტაშ­ვი­ლი.
"და­ნით მოკ­ლაო ამ­ბო­ბენ, მე რომ ჩა­მო­ვე­დი, უკვე დამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო ყვე­ლა­ფე­რი. ოჯახ­ში რა მოხ­და, არ ვიცი. ერთი ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი, სის­ხლის­გან და­ი­ცა­ლაო, ეს ბიჭი არ გაქ­ცე­უ­ლა, სახ­ლი­დან გა­მო­იყ­ვა­ნეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა.
თუ არ ვცდე­ბი, კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა, 49 წლის იყო და­ღუ­პუ­ლი. ხე­ლო­სა­ნი, მშრო­მე­ლი კაცი იყო, აქამ­დე კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ მამა-შვილს, რა მოხ­და არ ვიცი, წყნა­რი ოჯა­ხი იყო. სახ­ლში და­კა­ვე­ბუ­ლის დაც იყო, სას­წრა­ფო­ში ალ­ბათ, იმან და­რე­კა“,- აცხა­დებს მე­ზო­ბე­ლი.
შსს მა­მის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს:
"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1998 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი რ.გ. ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.
და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.
გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 23 თე­ბერ­ვალს, თბი­ლის­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში, ყო­ფით თე­მა­ზე არ­სე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის ნი­ა­დაგ­ზე, მამა - 1974 წელს და­ბა­დე­ბულ გ.გ. ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით დაჭ­რა. დაჭ­რი­ლი მა­მა­კა­ცი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნი­დან მა­ლე­ვე გარ­და­იც­ვა­ლა.
პო­ლი­ცი­ამ რ.გ. ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით შემ­თხვე­ვის ად­გი­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ა­კა­ვა.
სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - დანა ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღეს”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მსგავსი სიახლეები