რეკლამა

"16 წლის წინ მანქანის გადაჭარბებული სიჩქარის გამო რუსო იმქვეყნად გაფრინდა, მის ბიჭებს დედობა მაკამ გაუწია... ორი დღის წინ კი ავარიას მაკა შეეწირა და ახლა 4 ბიჭი დარჩა ობლად"- რას წერს ქუთაისში ავარიის შედეგად დაღუპულზე ოჯახის ახლობელი?

"16 წლის წინ მანქანის გადაჭარბებული სიჩქარის გამო რუსო იმქვეყნად გაფრინდა, მის ბიჭებს დედობა მაკამ გაუწია... ორი დღის წინ კი ავარიას მაკა შეეწირა და ახლა 4 ბიჭი დარჩა ობლად"- რას წერს ქუთაისში ავარიის შედეგად დაღუპულზე ოჯახის ახლობელი?
  • 6 127


ქუ­თა­ის­ში 15 თე­ბერ­ვლის ღა­მეს მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მსხვერ­პლით დას­რულ­და. პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფილ შე­ნო­ბას­თან ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლებს ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი და­ე­ჯა­ხათ. თვითმხილ­ვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბი­ლებს გო­გო­ე­ბი მარ­თავ­დნენ და ისი­ნი ერ­თმა­ნეთს ეჯიბ­რე­ბოდ­ნენ. თუმ­ცა არ­სე­ბობს მე­ო­რე ვერ­სია, რომ საქ­მე­ში ორი ავ­ტო­მო­ბი­ლი ფი­გუ­რი­რებს, ერთს ქალი მარ­თავ­და, მე­ო­რეს კი მა­მა­კა­ცი.
ორი ქალ­ბა­ტო­ნი "ზებ­რა­ზე" გა­და­დი­ო­და, რა დრო­საც სწრა­ფად მო­მა­ვალ­მა მძღოლ­მა ქვე­ი­თე­ბი ვერ და­ი­ნა­ხა და და­ე­ჯა­ხა. შე­ჯა­ხე­ბა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რომ ორი­ვე მათ­გა­ნი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. ფაქ­ტზე შსს-მ ერთი პირი, მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვა.
ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, რომ გარ­დაც­ვლი­ლე­ბი ერ­თმა­ნე­თის მე­ზობ­ლე­ბი არი­ან. და­ღუ­პუ­ლია 65 წლის შურა ხურ­ცი­ძე და 44 წლის მაკა ქურ­და­ძე.
სოციალურ ქსელში დაღუპული მაკა ქურ­და­ძის ახლობელი ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
"უზომოდ მენანებით ამ ტკივილისთვის - სკოლის მერხზე შეეზარდნენ ერთმანეთს რუსო და მაკა. მერე რძალ-მული გახდნენ და ერთად ზრდიდდნენ რუსოს და მახოს ბიჭებს - ბექას და ბაჩოს.
მერე, 16 წლის წინ, ტუტუცი მძღოლის მიერ მანქანის გადაჭარბებული სიჩქარის გამო რუსო იმქვეყნად გაფრინდა. მერე მის ბიჭებს დედობა მაკამ გაუწია და თავისი ორი ბიჭიც ძმებად დაუზარდა.
მერე, ორი დღის წინ, ორი ტუტუცი და უმეცარი, სავარაუდოდ გონება მხოლოდ მანქანის საჭის ტრიალის ინსტინქტს რომ კარნახობს, ქუთაისის პარლამენტის შენობის წინ "საგონკაოდ" გამოეთრა და ახლა მაკა შეიწირა.
რა და როგორ დატოვეს ვერ დავწერ, რადგან არ ვკითხულობ, ვერ გაუძლებს ჩემი დღემდე მყიფე მდგომარეობა ამის გაგებას. ისიც ძალიან მიჭირს, რაც გავიგე. თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია.
ახლა ოთხი ბიჭი დარჩა ობლად...
შენს თავს რომ იმეტებ, უმეცარო და ტუტუცო, სხვას რას ერჩი??? მის შვილებს და დედას (რომელსაც სამძიმარს ვერასოდეს ვერ შევბედავ) რას ერჩი???
დააყენო უნდა ახლა ის ორი მაკას პანაშვიდებზე და თვალი არ მოაცილებინო ჭირისუფლისთვის და ობოლი ბავშვებისთვის..... ციხე არაფერია, ციხით არაფერი გამოსწორდება"...


მსგავსი სიახლეები