რეკლამა

როდესაც დიდ განსაცდელში ჩავვარდი, სადედამთილოს სიმართლე გავუხმხილე და დახმარება ვთხოვე. მან კი ისეთი რამ გააკეთა, რასაც არავინ იზავდა…

როდესაც დიდ განსაცდელში ჩავვარდი, სადედამთილოს სიმართლე გავუხმხილე და დახმარება ვთხოვე. მან კი ისეთი რამ გააკეთა, რასაც არავინ იზავდა…
  • 1 572


მაკას ჩვენთან საუბარი ბოლო დროს ე.წ. “ქალწულობის ინსტიტუტთან” დაკავშირებულმა აჟიოტაჟმა გადააწყვეტინა.
მაკა: – ხშირად ამბობენ, სადედამთილოებს მიჰყავთ სარძლოები ქალწულობის დასადგენ ექსპერტიზაზეო, მაგრამ, მგონი, გაზვიადებულია. ეს როგორ უნდა მოაფიქრდეს რომელიმე სადედამთილოს, ან სარძლომ, ასეთი მოთხოვნის შემდეგ, მისი შვილის ცოლობა როგორ უნდა მოინდომოს. ნუთუ, ვინმეს ჰგონია, რომ ასეთი დედები კარგ ვაჟკაცებს ზრდიან?
მე ძალიან გამიმართლა, დედამთილი კი არა, მეორე დედა შემახვედრა განგებამ. როდესაც გასაჭირში ჩავვარდი, სწორედ მას ვთხოვე დახმარება. სანამ მის შვილს ცოლად გავყვებოდი, სადედამთილოს გავუმხილე, რომ ქალწული არ ვიყავი… გაუკვირდა, – მე რატომ მეუბნები ამას, ეს ხომ შენი და ჩემი შვილის გადასაწყვეტია, როგორ ფიქრობ, საძინებელში შემოვვარდებოდი და თქვენს ზეწარს ვნახავდი შენს უბიწოებაში დასარწმუნებლადო? ავუხსენი, მიმძიმს ამის თქმა ვანიკოსთვის, არ ვიცი, გამიგებს თუ არა. არადა, მიყვარს და მინდა მისი ცოლი ვიყო-მეთქი. სადედამთილომ, მაშინ ლიანა დეიდას ვეძახდი – მთავარია, ჩემს შვილს უერთგულო, ღირსეული მეგობრობა და ცოლობა გაუწიოო. მერე მითხრა, თუ ვანიკოს არაფერი უკითხავს, რა საჭიროა ამაზე ლაპარაკი. თუ კაცისთვის მნიშვნელობა აქვს ქალწულობას, ურთიერთობის დაწყებისთანავე გაარკვევსო…

მსგავსი სიახლეები