რეკლამა

"სხვა თუ ბილწსიტყვაობს, ვცდილობ გავაჩერო... დედა ამბობდა, ამდენი ცუდი სიტყვა რა საშინელებაა, ვაი, სირცხვილოო.." - ვინ არის "გაჩა ზვერაძე" რეალურად და როგორია მისი ცხოვრება ეკრანს მიღმა

"სხვა თუ ბილწსიტყვაობს, ვცდილობ გავაჩერო... დედა ამბობდა, ამდენი ცუდი სიტყვა რა საშინელებაა, ვაი, სირცხვილოო.." - ვინ არის "გაჩა ზვერაძე" რეალურად და როგორია მისი ცხოვრება ეკრანს მიღმა
  • 237

და­ვით დვა­ლი პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბი არ არის, მაგ­რამ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლით მა­ყუ­რე­ბელ­ში ემო­ცია ნამ­დვი­ლად გა­მო­იწ­ვია. პო­ლი­ცი­ელ გაჩა ზვე­რა­ძის მი­სა­მარ­თით მა­ყუ­რებ­ლის შე­ფა­სე­ბა ერ­თგვა­რო­ვა­ნია, ეს კი უდა­ვოდ მსა­ხი­ო­ბის ოს­ტა­ტო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.
ვინ არის "ზვე­რა­ძე" რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში, რას ფიქ­რობს სა­კუ­თარ პერ­სო­ნაჟ­ზე, რა აღ­მო­ჩე­ნე­ბი გა­ა­კე­თა, რის გამო იხ­დის ბო­დიშს გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე და რო­გო­რი შე­ფა­სე­ბე­ბი მო­ის­მი­ნა ახ­ლობ­ლე­ბის­გან? - ამ ყვე­ლა­ფერ­ზე და­ვით დვა­ლი გუ­ლახ­დი­ლად გვე­სა­უბ­რა.
- გა­და­სა­ღე­ბი მო­ედ­ნის ამ­ბე­ბი მა­ინ­ტე­რე­სებს. მა­გა­ლი­თად, ლუ­დის დას­ხმის სცე­ნის გა­და­ღე­ბი­სას, რა ხდე­ბო­და?


- რო­გორც მახ­სოვს, 3 დუბ­ლი გა­და­ვი­ღეთ. ჯე­კოს რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ძა­ლი­ან კარ­გი, მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ბი­ჭია, რო­გორც ჩანს, ერი­დე­ბო­და და ამა­ზე ბევ­რი ვი­ხა­ლი­სეთ. ვი­წუ­წე­ბი, კარ­გად და­მას­ხი-მეთ­ქი, - ვეხ­ვე­წე­ბო­დი. აგ­რე­სი­ას ბო­ლომ­დე ვერ ავ­ლენ­და.
- გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ბილ­წსი­ტყვა­ო­ბის გამო, მარ­თლა ბო­დი­შებს იხ­დით?
- ყო­ველ­თვის. ამ ბოლო დროს დამ­კვიდ­რდა ეს პრაქ­ტი­კა, ეთერ­ში ცენ­ზუ­რის გა­რე­შე გა­დის. ბილ­წსი­ტყვა­ო­ბა ძა­ლი­ან არ მიყ­ვარს, ხან­და­ხან შე­იძ­ლე­ბა ცუდი მეც წა­მომ­ცდეს, მაგ­რამ იქ ერთი ქალ­ბა­ტო­ნი მა­ინც თუ იმ­ყო­ფე­ბა, გა­მო­რი­ცხუ­ლია, ცუდი ვთქვა. სხვა თუ ბილ­წსი­ტყვა­ობს, ვცდი­ლობ გა­ვა­ჩე­რო, ძა­ლი­ან არ მსი­ა­მოვ­ნებს. გა­მო­ხატ­ვის ეს ფორ­მა მდა­ბიო ქცე­ვა მგო­ნია, ბო­დიშს ამი­ტო­მაც ვიხ­დი.
- რო­გო­რი იყო ახ­ლობ­ლე­ბის შე­ფა­სე­ბა? ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე კარ­გად გიც­ნო­ბენ, რა მო­ის­მი­ნეთ?
- "ეს შენ არ ხარ". ჩემი შვი­ლე­ბი გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, ამ პერ­სო­ნაჟ­ში ვე­რაფ­რით წარ­მო­მიდ­გი­ნეს. დედა ამ­ბობ­და; ამ­დე­ნი ცუდი სი­ტყვა, ამ­დე­ნი ბილ­წსი­ტყვა­ო­ბა რა სა­ში­ნე­ლე­ბაა, ვაი, სირ­ცხვი­ლოო... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

მსგავსი სიახლეები