რეკლამა

„ვყვები ისტორიას, რომელზედაც აქამდე საჯაროდ არ მისაუბრია და ზუსტად ვიცი, ამის შემდეგ გადამივლიან“ – რას ამბობს ნინუცა მაყაშვილი

„ვყვები ისტორიას, რომელზედაც აქამდე საჯაროდ არ მისაუბრია და ზუსტად ვიცი, ამის შემდეგ გადამივლიან“ – რას ამბობს ნინუცა მაყაშვილი
  • 548

ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი გადაცემის „შუადღე“ სტუმარი იყო, სადაც მან პარტნიორის მხრიდან ღალატის ერთ-ერთი ფაქტი გაიხსენა.
როგორც თავად ჰყვება, 4-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, პარტნიორმა დის საუკეთესო დაქალთან უღალატა.
„ძალიან ხშირად უღალატიათ, უტკენიათ ჩემთვის. ვყვები ისტორიას, რომელზედაც აქამდე საჯაროდ არ მისაუბრია და ზუსტად ვიცი, ამის შემდეგ გადამივლია, თუმცა მირჩევნია ჩემი გამოცდილება ადამიანებს გავუზიარო.
ვიყავი თანაცხოვრებაში, ქორწინებაში 4 წელი, დავშორდით და გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ შევრიგებულიყავით. ვისაუბრეთ, რომ შერიგების შემდეგ უფრო სერიოზული ურთიერთობა უნდა გაგვეგრძელებინა, ქორწილი გვექნებოდა და ა.შ.
მოხდა ისე, რომ შერიგებიდან დაახლოებით 10 დღეში მოვხვდი საავადმყოფოში, რთული ოპერაცია გავიკეთე და სანახავად არ მოვიდა. ნარკოზიდან გამოსვლის შემდეგ, ზუსტად ვიცოდი რაც ხდებოდა, ინტუიციამ მიკარნახა.
ძალიან ცუდი რაღაც გავაკეთე, გავტეხე მისი სოციალური ქსელი და აღმოვაჩინე მისი სექსუალური მიმოწერა ჩემი დის საუკეთესო დაქალთან. 
ისე ცუდად გავხდი, ნაკერები გამეხსნა“, – გაიხსენა ნინუცა მაყაშვილმა.

მსგავსი სიახლეები