რეკლამა

როგორ ვებრძოლოთ ქერტლს საშინაო საშუალებებით. ნებისმიერ შენაძენ პროდუქტზე გაცილებით ეფექტურია

როგორ ვებრძოლოთ ქერტლს საშინაო საშუალებებით. ნებისმიერ შენაძენ პროდუქტზე გაცილებით ეფექტურია
  • 325

გთავაზობთ მარტივ საშუალებებს ხალხური მედიცინიდან, რომელთა დახმარებით შეძლებთ ქერტლისგან გათავისუფლებას. ამ უსიამოვნო პრობლემის გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს, კერძოდ: თავის კანის სიმშრალე, გაუწყლოება, თმის მოვლის კოსმეტოლოგიური საშუალებების გადაჭარბებით მოხმარება, არასათანადო ჰიგიენა, ხშირი დაბანა, სოკოვანი ინფექცია.
მოცემული პროდუქტების საშუალებით გაიქრობთ ქერტლს და გაიუმჯობესებთ თმის საერთო მდგომარეობას.
1. ვაშლის ძმარი
ქერტლის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალების  მოსამზადებლად თანაბარი რაოდენობით აიღეთ ვაშლის ძმარი და თბილი წყალი. ნარევი ნელ-ნელა შეიზილეთ მშრალ თმაზე ან გამოიყენეთ სპრეი ბოთლი და კარგად მიისხურეთ თავის კანზე და რამდენიმე წუთის განმავლობაში წრიული მოძრაობებით შეიზილეთ თმის ძირებზე. პროცედურის ბოლოს თმა ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
2. ულუმბო
ულუმბოს შემადგენლობაში შემავალი საკვები ნივთიერებები ხელს უწყობს თმის სწრაფად ზრდას და ეფექტურად ებრძვის ქერტლს. 2 ს. კ. ულუმბოს თესლს დაასხით 1 ჭიქამდე ოთახის ტემპერატურის წყალი დ დატოვეთ მთელი ღამე. დილით წყალი გადაწურეთ და დამბალი თესლი დააბლენდერეთ. მიღებული მასა შეიზილეთ თავის კანზე და გაიჩერეთ 45 წუთი. პროცედურის ბოლოს თმა ჩვეულებრივი წესის მიხედვით დაიბანეთ.
3. საკვები სოდა
1 ს. კ. სოდა გახსენით 1 ჭიქა წყალში. ნარევი რამდენიმე წუთის განმავლობაში შეიზილეთ თმის ძირებზე და თმის მთელ სიგრძეზე. პროცედურის ბოლოს თმა ჩამოიბანეთ თბილი წყლით. რამდენიმე გამოყენების შემდეგ მიიღებთ სასურველ შედეგს.