რეკლამა

7 ნაცადი საშინაო ხერხი შავ წერტილებთან გამოსამშვიდობებლად

7 ნაცადი საშინაო ხერხი შავ წერტილებთან გამოსამშვიდობებლად
  • 314


შემოგთავაზებთ შავი წერტილების საწინააღმდეგო შინაური ნიღბების რეცეპტებს, ნიღბები შეესაბამება ცხიმიან კანს.
1. თაფლი
ანტიბაქტერიული თვისებებით გაჯერებული თაფლი წმენდს კანს და ებრძვის შავ წერტილებს. თაფლი ატენიანებს კანს და აფერხებს აკნეს ნაწიბურების გაჩენას.
  • თაფლი წაისვით უშუალოდ შავ წერტილებზე. გაიჩერეთ 1 საათი. შემდეგ სახე დაიბანეთ თბილი წყლით. სასურველი შედეგის მისაღებად თაფლი წაისვით კვირაში 3-4-ჯერ.
  • თაფლის გამოყენებამდე ჩაიტარეთ ტესტი ალერგიაზე. მცირე რაოდენობით თაფლი წაისვით იდაყვის შიგნითა მხრიდან კანზე და დააკვირდით რამდენიმე წუთი. თუ არ მოჰყვა ალერგიული რეაქცია, თამამად გამოიყენეთ.
2. კვერცხის ცილა
კვერცხის ცილა მდიდარია A ვიტამინით. ვიტამინით, რომელიც იცავს კანს, არეგულირებს კოლაგენის გამომუშავებას და აფერხებს სიბერის ნიშნების გამოვლენას.
  • კვერცხის ცილა მსუბუაქად ათქვიფეთ და თანაბრად გაინაწილეთ სახის კანზე.
  • გაიჩერეთ 30 წუთი და ნარჩენი ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
  • პროცედურები ჩაიტარეთ კვირაში 3-ჯერ.
3. პამიდორი
პამიდორი მდიდარია კანისთვის სასარგებლო და აუცილებელი პოლიფენოლითა და მინერალებით. მათი შემკვრელი თვისებები წმენდს ფორებს და შესამჩნევად ამცირებს სახეზე შავი წერტილების რაოდენობას.
  • 1 ცალი მწიფე პამიდორი დააბლენდერეთ და და წაისვით სახის კანზე.
  • გაიჩერეთ 20 წუთი და სახე დაიბანეთ თბილი წყლით.
  • პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 3-4-ჯერ.
4. ფორთოხლის ცედრა
ფორთოხლის ქერქი მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და ეთერზეთებით, რომლებიც აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, აშორებს ზედმეტ ცხიმს და ღრმად წმენდს დაბლოკილ ფორებს.
  • 2-3 ს. კ. ფორთოხალის ცედრას დაასხით ცოტა წყალი, დაახლოებით 1-2 სუფრის კოვზი, აურიეთ და გააჩერეთ ცოტა ხანს.
  • მიღებული მასა წაისვით სახის კანზე და გაიჩერეთ 30 წუთი. ნარჩენი ჩამოიბანეთ ცივი წყლით. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 3-ჯერ.
გაითვალისწინეთ: ფორთოხლის ცედრა გამოიყენეთ აუცილებლად საღამოს ან მოერიდეთ მზეზე გასვლას, რადგან მზის ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მუქი ლაქების გაჩენა.
5. კიტრი
კიტრი მდიდარია წყლითა და ანტიოქსიდანტებით. მოქმედებს როგორც ბუნებრივი ტონიკი, ატენიანებს კანს, ებრძვის აკნეს,  წმენდს და არბილებს სახის კანს, აშორებს ცხიმის ნარჩენებს  და იღებს სხვა სახის დაბინძურებას.
  • კიტრი დაჭერით და დააბლენდერეთ პასტისებური მასის მიღებამდე.
  • ნიღაბი წაისვით სახის კანზე და გაიჩერეთ 20 წუთი. სახე დაიბანეთ თბილი წყლით.
  • კიტრის ნიღაბი შეგიძლიათ გაიკეთოთ ყოველდღე.


6. ასპირინი
ასპირინი, იგივე აცეტილსალიცილის მჟავა, არეგულირებს ცხიმის გამომუშავებას, ამცირებს შავი წერტილებისა და აკნეს გაჩენას.
  • ასპირინის რამდენიმე აბი წმინდად დაფშვენით და დაასხით ცოტა წყალი, უნდა მიიღოთ პასტისებური მასა. ნიღაბი წაისვით შავ წერტილებზე და გაიჩერეთ 20 წუთი. პროცედურის ბოლოს სახე დაიბანეთ თბილი წყლით.
  • ასპირინის ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში 2-3-ჯერ.
7. ალოე ვერა
ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გაჯერებული ალოეს გელი სადეზინფექციო საშუალებაა, წმენდს კანს და აშორებს ბაქტერიებს, რომლებიც ახშობს ფორებს.
არსებობს საკმაოდ ბევრი სამეცნიერო კვლევა, რომლებიც ამტკიცებს, რომ ალოე ვერას გელი შავი წერტილების საწინააღმდეგოდ საუკეთესო საშუალებაა. ამცირებს ცხიმის წარმოებას, ხელს უშლის მკვდარი უჯრედების დაგროვებას და აგარიდებთ ფორების დახშობას.
  • ალოეს ახალგამოწურული გელი წაისვით სახის კანზე და გაიჩერეთ 20 წუთი. შემდეგ სახე დაიბანეთ თბილი წყლით.
  • ალოეს გელი შეგიძლიათ წაისვათ ყოველ საღმოს, ძილის წინ.

მსგავსი სიახლეები