რეკლამა

“ეს მორალური გადაწყვეტილებაა, რომელსაც ჩემით მივიღებ და პასუხს მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე ვაგებ” – რა თქვა პრეზიდენტმა სააკაშვილის შეწყალების შესაძლებლობაზე

“ეს მორალური გადაწყვეტილებაა, რომელსაც ჩემით მივიღებ და პასუხს მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე ვაგებ” – რა თქვა პრეზიდენტმა სააკაშვილის შეწყალების შესაძლებლობაზე
  • 1 951

სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­რა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, რო­მელ­საც ჩე­მით მი­ვი­ღებ, შე­უძ­ლე­ბე­ლია ამა­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა სა­გა­რეო ან შიდა ზე­წო­ლით. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა Chatham House-ში ყო­ფილ პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბულ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის დროს გა­ა­კე­თა.
პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ალექ­სეი ნა­ვალ­ნი არ არის. მან ისა­უბ­რა სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ზე და გა­ნა­ცხა­და, რომ ის პა­ტიმ­რო­ბა­ში “რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზით” არის, თუმ­ცა, პრე­ზი­დენ­ტის თქმით, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა არ უნდა იყოს და­ცუ­ლი და ძა­ლი­ან ახ­ლო­დან აკ­ვირ­დე­ბა ყო­ფილ პრე­ზი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბულ ვი­თა­რე­ბას.
“თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმა­ზე, თუ სად იქ­ნე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლი. ის და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტი არაა, ის ნა­ვალ­ნი არ არის. ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტია, რო­მელ­საც თა­ვი­სი პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს ბევ­რი ისე­თი რამ ჰქონ­და, რა­საც არ ვიცი, რა და­ვარ­ქვა. რა­საც ახლა ვხე­დავთ, რაც სხვა­დას­ხვა რე­ჟი­მებ­ში გვი­ნა­ხავს, ავ­ტოკ­რა­ტი­უ­ლი, ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მე­ბის ცი­ხე­ებ­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვე­ბის ტენ­დენ­ცია – ეს ყვე­ლა­ფე­რი გვი­ნა­ხავს და სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის დროს ამა­ში გვი­ცხოვ­რია. ასე რომ, ის ცი­ხე­ში რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზე­ბის გა­მოა. ეს არ ნიშ­ნავს, რომ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა არ უნდა იყოს და­ცუ­ლი და პა­ტივ­ცე­მუ­ლი, მე ძა­ლი­ან ახ­ლო­დან ვაკ­ვირ­დე­ბო­დი იმას, თუ რა ემარ­თე­ბა მას ცი­ხე­ში.


კი­თხვა, თუ რა შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს და გე­თან­ხმე­ბით, რომ რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი მხრივ გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და, რომ სად­მე სხვა­გან ყო­ფი­ლი­ყო. ეს მთავ­რო­ბის მი­სა­ღე­ბი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. ბევ­რი გზე­ბია, რი­თაც სხვა ქვეყ­ნებს ეს პრობ­ლე­მე­ბი მო­უგ­ვა­რე­ბი­ათ – შინა პა­ტიმ­რო­ბა, ექ­სტრა­დი­ცია, რად­გან უკ­რა­ი­ნამ აჩ­ვე­ნა, რომ ის მზად არის, ექ­სტრა­დი­ცი­ის­თვის, თუმ­ცა არ ვიცი [მო­თხოვ­ნა] ფორ­მა­ლუ­რად თუ მოხ­და. ასე რომ, ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი არ­სე­ბობს.
ჩემი მხრი­დან მხო­ლოდ ერთი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მაქვს, რო­მელ­ზეც არას­დროს ვა­კე­თებ კო­მენ­ტარს ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ და მცი­რე კო­მენ­ტარს ვა­კე­თებ ხოლ­მე ქვე­ყა­ნა­ში, ვი­ნა­ი­დან, ბევ­რი სხვა ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც შე­წყა­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ელის და ახ­სნას ან გა­მარ­თლე­ბას თუ და­ი­წყებ – ეს ძა­ლი­ან არა­სა­მარ­თლი­ა­ნია სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის.
ასე რომ, კო­მენ­ტარს არ ვა­კე­თებ. ეს მო­რა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, რო­მელ­საც ჩე­მით მი­ვი­ღებ და პა­სუხს მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თავი წი­ნა­შე ვა­გებ, და ეს ნამ­დვი­ლად არ არის ის, რა­ზეც გავ­ლე­ნაც შე­იძ­ლე­ბა მო­ახ­დი­ნო სა­გა­რეო ზე­წო­ლით ან შიდა ზე­წო­ლით”, – გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

მსგავსი სიახლეები