რეკლამა

რას ნიშნავს მამაკაცთა კონტრაცეფცია, რომელიც ქირურგიული ჩარევით მიიღწევა

რას ნიშნავს მამაკაცთა კონტრაცეფცია, რომელიც ქირურგიული ჩარევით მიიღწევა
  • 207

ვაზექტომია არის ქირურგიული ოპერაცია, რომელიც გულისხმობს თესლის გამომტანი სადინრების ნაწილობრივ ამოკვეთასან გადაკვანძვას მამაკაცებთან სტერილობის მიღწევის მიზნით. რადიკალური კონტრაცეპციის ეს სახე მოწინავე ქვეყნებში სულ უფრო პოპულარული ხდება.
საყურადღებოა, რომ ვაზექტომია არ ახდენს გავლენას სქესობრივ ფუნქციებზე, კერძოდ, არ აისახება ლიბიდოზე, ერექციისა და ეაკულაციის ფუნქციებზე. არ შეიძლება კასტრაციასთან ვაზექტომიის არევა, რადგან ამ უკანასკნელის დროს სათესლეების ყველა ფუნქცია ნარჩუნდება. ის მხოლოდ არასასურველი ჩასახვისგან იცავს სქესობრივ პარტნიორებს, თუმცა, ვერ იცავს მათ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან, შესაბამისად, დაუცველი სექსის პრობლემები წყვილებს კვლავ გასათვალისწინებელი რჩებათ.

მსგავსი სიახლეები