რეკლამა

“სულ ვეუბნებოდი, რომ…” – ბუდუ ზივძივაძუს დედის ძალიან ემოციური წერილი

“სულ ვეუბნებოდი, რომ…” – ბუდუ ზივძივაძუს დედის ძალიან ემოციური წერილი
  • 268

ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვების ერთ-ერთი გამორჩეული გმირის, ფეხბურთელ ბუდუ ზივზივაძის დედამ, რუსუდან გეგეშიძემ, გადაცემაში „პრაიმშოუ“ ბუდუს ბავშვობა გაიხსენა. „ბავშვობიდან ვეუბნებოდი, რომ თუკი შენ ფეხბურთი პროფესიულ გზად აირჩიე, შენ უკან დგას ქვეყანა-მეთქი; აბა, შენ იცი – სულ ამას ვეუბნებოდი. ის 120 წუთი ჩემთვის 120 საუკუნე იყო.. მადლობა ბუდუს და ბიჭებს, ყველას.
ბავშვობაში წყნარი იყო, ახლაც წყნარი და მშვიდია. ცეკვა გამოძახილია იმისი, რაც გააკეთა… ცეკვაზე დადიოდა ცოტა ხანს… ძალიან პატარა იყო, ჭადრაკზე შევიყვანე და საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდა.
ერთი ხელით ბუდუ მიმყავდა ფეხით ვარჯიშზე და მეორე ხელში შეშა მეჭირა. მიუხედავად 90-იანი წლების საშინელი პირობებისა, ერთი ვარჯიშიც არ გაგვიცდენია.
ეს იყო მისი ოცნება, სიყვარული, რაშიც ხელი შევუწყვე და არ მეგონა, ამდენს თუ მიაღწევდა“ – ამბობს რუსუდან გეგეშიძე.

მსგავსი სიახლეები