რეკლამა

„ქვევრის“ მფლობელი ლაშა ბასლანძე მერაბ კაშიას მუდმივ სამსახურს სთავაზობს: „ვთავაზობ კარგ ანაზღაურებას…“

„ქვევრის“ მფლობელი ლაშა ბასლანძე მერაბ კაშიას მუდმივ სამსახურს სთავაზობს: „ვთავაზობ კარგ ანაზღაურებას…“
  • 5 624

„ქვევრის“ მფლობელი, ლაშა ბასლანძე „მინდა გაგებუტო ხანდახან“ ავტორის, მერაბ კაშიას ინტერვიუს ეხმიანება, რომელიც მომღერალმა ამბები.ჯის მისცა და სადაც ფინანსური გაჭირვების შესახებ საუბრობს. მომღერალი აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ დუქანში მუშაობს და მისი შემოსავალი ე.წ. „შაბაშებზეა“ დამოკიდებული.
ლაშა ბასლანძე მას „ქვევრში“ მუდმივ სამუშაოს სთავაზობს:


„არ შემეძლო ამის გატარება… ადრეც დავურეკე და ველაპარაკე. ახლაც საჯაროდ ვამბობ, რომ აგერ ვარ და მზად ვარ, მერაბს შევთავაზო სამსახური კარგი ანაზღაურებით… „ბინა 18“- ში ჩვენ გავავოცხლეთ მერაბის ჰიტები და „იუთუბზე“ დღემდე მილიონობით ნახვა აქვს. მოკლედ, მიაწვდინეთ ხმა, რომ აგერ ვარ…“

მსგავსი სიახლეები