რეკლამა

„სრულიად შეშალა საზოგადოების ნაწილი, ლაიქების“ და ნახვების ციფრმა, ამაზე აქვთ აგებული ცხოვრება“ - ქეთი ფარესაშვილმა სიმართლე თქვა

„სრულიად შეშალა საზოგადოების ნაწილი, ლაიქების“ და ნახვების ციფრმა, ამაზე აქვთ აგებული ცხოვრება“ - ქეთი ფარესაშვილმა სიმართლე თქვა
  • 176

ქეთი ფარესაშვილი სოციალურ ქსელებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს და წერს, რომ ბევრ ადამიანს „ლაიკებისა“ და ნახვების ციფრებზე აქვს აგებული ცხოვრება. ერთ დღესაც რომ გაუქმდეს „ლაიქებით“ და ნახვებით მოპოვებული, არაეალური, ხშირად უფრო ყალბი „რეიტინგები“, ეს ხალხი დიდი იმედგაცრუების წინაშე აღმოჩნდება.
„ვხედავ, რომ „ლაიქების“ და ნახვების ციფრმა სრულიად შეშალა საზოგადოების ნაწილი. ამაზე აქვთ აგებული ცხოვრება, ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებენ, ჭარბი პოტენციალი გამოიყოფა და ამას ზიანი მოაქვს, აცდენილია რეალობას, თვით ამის გამომოგონებლები არ იყენებენ თავის ცხოვრებაში ამ ალგორითმს.
ამიტომ არასდროს აღმიქვამს სერიოზულად ეს საკითხი, ყველაფერი „ლაივი“ და რეალური მიყვარს.
არსებობს დიდი ალბათობა, იმისა, რომ ერთ დღეს გაუქმდეს „ლაიქებით“ და ნახვებით მოპოვებული, არაეალური, ხშირად უფრო ყალბი „რეიტინგები და აქედან გამოწვეული ფრუსტრაცია საკმაოდ მძიმე დასაძლევი შეიქმნება, შესაძლოა გამანადგურებელიც,“ - წერს ქეთი ფარესაშვილი.

მსგავსი სიახლეები