რეკლამა

“საკნდალური რომანი და უდიდესი ტრაგედია ოჯახში…” – ნახეთ ლოლა წერეთელზე ეს არავინ იცოდა

“საკნდალური რომანი და უდიდესი ტრაგედია ოჯახში…” – ნახეთ ლოლა წერეთელზე ეს არავინ იცოდა
  • 1 678

მომღერალი ლოლა წერეთელი ბავშვობაზე, ოჯახის წევრებზე, კარიერასა და მსმენელზე ჟურნალ “თბილისელებთან” ალაპარაკდა. ამბობს, რომ 3 წელიწადში ოჯახის 3 წევრი დაკარგა და მას შემდეგ, სამგლოვიარო ცერემონიებს ვეღარ ესწრება.
გული წყდება, რომ მსმენელებს შორის არიან ისეთები, ვინც მომღერალს სოციალურ ქსელებში მას ხან წარმომავლობის, ხან ასაკის, ხან სიმღერის შინაარსის გამო აკრიტიკებენ.
“თბილისში, ვორონცოვზე დავიბადე და გავიზარდე მუსიკალურ ოჯახში. მამაც მუსიკოსი მყავდა და დედაც. სამი წლიდან მეც ვმღეროდი. მერე, მამას საქმეებიდან გამომდინარე, რუსეთში გადავედით საცხოვრებლად, თუმცა, მალე დავბრუნდით და თბილისში განვაგრძეთ ცხოვრება. სახლში სტუმრები თუ მოდიოდნენ, მამა უკრავდა და დედა მღეროდა. ოჯახში ოთხი ბავშვი ვიყავით. დიდი და მხიარული ოჯახი გვქონდა.
სკოლა რომ დავამთავრე, სამი წელი ვიმუშავე და მერე მუსიკალურში ჩავაბარე, მაშინ ასე იყო საჭირო. სამუშაო გამოცდილების გარეშე ვერ ჩააბარებდი. ვფიქრობ, რომ მომღერალი თვითონ ქმნის თავის პოპულარობას. თბილი და ყურადღებიანი უნდა იყო მსმენელის მიმართ. ახალ სიმღერას რომ ვაკეთებ, სულ იმაზე ვფიქრობ, რომ მათ მოეწონოთ, თან ტრენდული უნდა იყოს. ადამიანები უნდა გაახარო შენი სიმღერით.
გამოხმაურებები სასიყვარულო სიმღერაზე 
ერთი რამით დავიღალე.  ახლა, ახალი სიმღერა ვიმღერე და გადაცემაში ვთქვი, რომ არავის და არაფერს არ ეძღვნება, რომ კომერციული სიმღერაა სიყვარულზე. იმისთვის, რომ მსმენელს გულში ჩარჩეს და მოუსმინონ. წავლენ, მოვლენ და კომენტარებში მაინც ერთსა და იმავეს წერენ – რა გინდა, რატომ ტირიო. ყველაფერს მაინც პირად ცხოვრებას უკავშირებენ და რატომ? არ მაქვს უფლება, ბედნიერი ვიყო და ვიმღერო? პირდაპირ ვამბობ, რომ ეს სიმღერა არავის ეხება, მხოლოდ და მხოლოდ კომერციული გათვლაა, მაგრამ მაინც ჩემს წარსულსა და ასაკს მიადგებიან.
ეს ძალიან მწყინს და ვბრაზდები. არ უნდა ვიმღერო სიმღერა, რომელიც მომწონს და მინდა ვიმღერო? ხან გვარს ეხებიან, ამ ადამიანებისთვის რა მნიშვნელობა აქვს, რა გვარზე ვარ. საყვარლის გვარს ხომ არ ვატარებ? რა უნდათ, არ ვიცი, დავიღალე. ადამიანი პირს რომ აღებს, არ ფიქრობს, რომ შეიძლება სხვას აწყენინოს. ძალიან სამწუხაროა, სანამ რამეს იტყვი ან დაწერ, სხვაზეც ხომ უნდა დაფიქრდე?!
ვკითხულობ: რა არის, არ დაიღალა? ეს რა გვარი აქვს, სომეხია. ადამიანი ვარ გიმღერი, რა საჭიროა ეს შოვინიზმი. როდესაც საქართველოში შოვინისტური დამოკიდებულებები დამთავრდება, ყველაფერი კარგად იქნება. როდემდე შეიძლება, ასე გაგრძელდეს?! მუსიკას არ აქვს ეროვნება. მე აღარ მახსოვს ის ამბები და მათ რატომ ახსოვთ?! მუსიკა ჩემი ცხოვრებაა, ბავშვობიდან მოყოლებული მთელი გული და სული ამ საქმეში ჩავდე.

მსგავსი სიახლეები