რეკლამა

ახლახან უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირი გარდაიცვალა

ახლახან უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირი გარდაიცვალა
  • 6 354

ახლახან უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირი გარდაიცვალა – ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. “საპატრიარქოს უწყებანი” ავრცელებს პოსტს, სადაც ვკითხულობთ, რომ 23 მარტს გორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, სქემარქიმანდრიტი საბა (კარელიძე) გარდაიცვალა.
“სამძიმარი
 2024 წლის 23 მარტს გარდაიცვალა გორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, სქემარქიმანდრიტი საბა (კარელიძე).
სქემარქიმანდრიტი საბა დღეს საღამომდე დასვენებული იქნება გორის საკათედრო ტაძარში. ლოცვის შემდეგ იგი გადასვენდება კვერნაკის სასაფლაოსთან მდებარე სამების სახელობის ტაძარში, ხოლო ორშაბათს, 2024 წლის 25 მარტს დაიკრძალება ამავე სასაფლაოზე.
მწუხარებას გამოვთქვამთ სქემარქიმანდრიტ საბას გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას ვუცხადებთ გორისა და ატენის ეპარქიას, განსვენებულის ოჯახსა და სამწყსოს.
უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.
გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული სქემარქიმანდრიტი საბა.” – ვკითხულობთ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები