რეკლამა

„ვარ მთლიანად განადგურებული! პირველ რიგში იმიტომ, რომ მე თავად არ ვიცი რა უბედურება ხდება ჩემს თავს!“ - რას წერს აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე, რომელიც შვილის ნარკოსკანდალის შემდეგ გადადგა?

„ვარ მთლიანად განადგურებული! პირველ რიგში იმიტომ, რომ მე თავად არ ვიცი რა უბედურება ხდება ჩემს თავს!“ - რას წერს აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე, რომელიც შვილის ნარკოსკანდალის შემდეგ გადადგა?
  • 1 644

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ გუდავამ, მას შემდეგ რაც მისი შვილის გარშემო ნარკოსკანდალი აგორდა, თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ თავად წერს სოციალურ ქსელში:
"ვწერ განცხადებას და მივდივარ" მეგობრებო, ვარ მთლიანად განადგურებული! პირველ რიგში იმიტომ, რომ მე თავად არ ვიცი რა უბედურება ხდება ჩემს თავს! მეც ახლა ვარკვევ სიტუაციას. მინდა იცოდეთ, რომ თუ დადასტურდა ინფორმაცია ჩემი უფროსი შვილის რაიმე სახის ბრალეულობაზე, ის აუცილებლად აგებს მკაცრად პასუხს კანონის წინაშე!
ყველანაირი უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ვწერ განცხადებას და მივდივარ კულტურის დეპარტამენტის უფროსის პოზიციიდან," - წერს თამარ გუდავა.

მსგავსი სიახლეები