რეკლამა

ჯერ სექსუალურად იძალადა, შემდეგ კი დაახრჩო – როგორ მიაგნეს 5 წლის გოგონას მკვლელს 40 წლის შემდეგ

ჯერ სექსუალურად იძალადა, შემდეგ კი დაახრჩო – როგორ მიაგნეს 5 წლის გოგონას მკვლელს 40 წლის შემდეგ
  • 2 511

1982 წლის 21 იანვარს, ხუთი წლის ენ ფამი შუა გზიდან უცნობმა გაიტაცა, სექსუალური შეურაცხყოფა მიაყენა და დაახრჩო. ბავშვის საქმე მხოლოდ 40 წლის შემდეგ გაიხსნა. 
2022 წლის ივლისში პოლიციამ გოგონას მკვლელად 70 წლის რობერტ ჯონ ლანუი დაადგინდა. მკვლელის დადგენა თმისაგან ამოღებული დნმ-ის წყალობით მოხდა. პოლიციამ განმარტა, რომ მამაკაცი ბავშვის მეზობელი იყო.
PEOPLE-ის ცნობით, გოგონა გაიტაცეს, სანამ საბავშვო ბაღში გაკვეთილი დაეწყებოდა. მისმა მშობლებმა არ იცოდნენ, რომ ის დაკარგული იყო, სანამ ის სახლში არ დაბრუნდა სადილზე.
გამომძიებლებმა გოგონას ცხედარი 2 დღის შემდეგ, არმიის ბაზაზე იპოვეს. ეს ადგილი ბაღიდან 2 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა. 
ლანუი, რომელიც მაშინ 29 წლის იყო, არასოდეს განიხილებოდა ეჭვმიტანილად.

მსგავსი სიახლეები