რეკლამა

ქეთი თოფურია მესამე შვილს ელოდება - "ქეთი შვიდი თვის ორსულია..."

ქეთი თოფურია მესამე შვილს ელოდება - "ქეთი შვიდი თვის ორსულია..."
  • 1 300

როგორც რუსული მედია იუწყება, 37 წლის მომღერალი და მისი ბიზნესმენი მეუღლე ლევ დენგოვი ისევ გახდებიან მშობლები.
"დიახ, ქეთი ნამდვილად ორსულადაა, - ადასტურებს მომღერლის გარემოცვა,- ის და მისი ქმარი გეგმავდნენ კიდევ ერთ ბავშვს და ამიტომ, ორივეს ძალიან უხარია. ქეთი ორსულობის მეშვიდე თვეშია".
მათივე თქმით, ქეთი თავს კარგად გრძნობს და ჯერ არ გეგმავს დეკრეტულ შვებულებაში გასვლას. კორპორატიულ კონცერტებზეც გამოდის და მარტშიც ელოდება კონცერტი.


"დეკრეტში მშობიარობამდე ცოტა ხნით ადრე გავა, როგორც წინა შემთხვევებში იყო", - ამბობენ მისი ახლობლები.
წყვილი ერთად ზრდის 3 წლის ადამს და გოგონა ოლივიას, ქეთის პირველი ქორწინებიდან. ლევს ასევე ჰყავს შვილები წინა ურთიერთობებიდან - ლეონიდი და შოშანა.

მსგავსი სიახლეები