რეკლამა

„ცხენმა გადაურბინა, მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა… გარდაცვლილები ადგილობრივები არიან“ – ტრაგედია სენაკში

„ცხენმა გადაურბინა, მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა… გარდაცვლილები ადგილობრივები არიან“ – ტრაგედია სენაკში
  • 975

სენაკში, სოფელ კოტიანეთში, ავარიის შედეგად ორი პირი დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაშავდა.
„გურია ნიუსის” ინფორმაციით, ავტომობილს ცხენმა გადაურბინა და მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა.
“ქორწილიდან მოდიოდნენ… თურმე, ცხენმა გადაურბინა, მძღოლმა საჭე ვეღარ დაიმორჩილა, გზიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა. გარდაცვლილები ადგილობრივები არიან. ამასთან, სამი დაშავებულია და მათი მდგომარეობა ამ დრომდე , მძიმეა”, – წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები