რეკლამა

ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა… – სენაკში ავარიის დროს 2 ადამიანი დაიღუპა

ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა… – სენაკში ავარიის დროს 2 ადამიანი დაიღუპა
  • 240

სენაკის მუნიციპალიტეტ სოფელ კოტიანეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
არსებული ინფორმაციით, ავარია წუხელ მოხდა. მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამოტრიალდა.
შემთხვევის შედეგად 2 პირი ადგილზე გარდაიცვალა, სამი კი, დაშავდა. გარდაცვლილები ადგილობრივები არიან.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით.

მსგავსი სიახლეები